• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

Vepi – გასართობი, სახალისო სათამაშოები, ბავშვების შემეცნებითი შესაძლებლობების გასამდიდრებლად

by Georgia Today
March 15, 2022
in GEO
Reading Time: 1min read
Vepi – გასართობი, სახალისო სათამაშოები, ბავშვების შემეცნებითი შესაძლებლობების გასამდიდრებლად

ბრენდის ისტორია

გიფიქრიათ ზღაპრის მოსმენისას, პერსონაჟების წარმოდგენის ნაცვლად, რა მოხდებოდა, ბავშვს მათთან შეხება რომ შესძლებოდა? ცხოველები, შორეული პლანეტები, თუ სხვა, საყვარელი გმირები, მის წინ რომ იყრიდნენ თავს და თავგადასავლებით სავსე ისტორიებს მოუთხრობდნენ.

“ვეპის” დაბადება ორი მეგობრის სურვილს უკავშირდება, რომ შეექმნათ სათამაშო, რომელიც ახალი თაობისთვის ცოდნის მიღების საუკეთესო საშუალება გახდებოდა, ხელს შეუწყობდა საბაზისო უნარების გამომუშავებასა და თვალსაწიერის გამდიდრებას, როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო კულტურაზე. რაც მთავარია, ეს პროცესი უნდა ყოფილიყო სახალისო, უსაფრთხო, ონოვაციური, კოლექტიური და შემეცნებითი.

ინსპირაცია და იდეა “ვეპის” შემქმნელებს საფრანგეთში დაებადათ. იქ ცხოვრებისა და სწავლის პერიოდში, ისინი აქტიურად აკვირდებოდნენ ფრანგი ბავშვების ყოველდღიურობას და აღმოაჩინეს, თუ რაოდენ ბევრი ფრანგული წარმოების, ეროვნული კულტურისა და ისტორიის მატარებელი სათამაშო იყო მათ ცხოვრებაში. ამ დაკვირვების შედეგად მიხვდნენ, რომ ქართველ და ფრანგ ბავშვებს ერთნაირი მოთხოვნილება და საჭიროება აქვთ, თუმცა, მათი სათამაშოები შინაარსობრივად და ფუნქციურად განსხვავდება.

როგორც “ვეპის” შემქმნელები აღნიშნავენ, იდეიდან სათამაშომდე ჩამოყალიბების რთული, კომპლექსური, მაგრამ ამავე დროს საინტერესო გზა, გუნდის თითოეული წევრისთვის ახალი გამოწვევა და დიდი თავგადასავალი აღმოჩნდა. ერთის მხრივ, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მეორეს მხრივ კი შესაძლებლობა, რაც შეიძლება დიდი დრო გაატარონ, ყველაზე ჯადოსნურ – ბავშვების სამყაროში, მათთვის ოცნების სათამაშოს შესაქმნელად.

პროდუქცია

”ვეპის” მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სხვადასხვა კონცეფციისა და დატვირთვის სერიული ხის სათამაშოები. საწყის ეტაპზე, კომპანიამ უკვე დაიწყო  პირველი სერიის – ვაჟა-ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობის” გაყიდვა, რომლისთვისაც ერთ-ერთ წარმატებულ მხატვარ-ილუსტრატორთან თანამშრომლობით სპეციალურად შეიქმნა ილუსტრაციები, ხოლო უცხო ენოვანი მომხმარებლებისთვის კონკრეტული სერიის ინგლისურენოვანი ვერსია. მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოს კონცეფცია ბავშვებს საშუალებას აძლევს, გაყვნენ არა მხოლოდ კონკრეტული ზღაპრის შინაარსობრივ ხაზს, არამედ, თავადაც შექმნან ახალი და მათთვის სასურველი სიუჟეტი. ზღაპრის სერიის შეძენა შესაძლებელია “ვეპის” ონლაინ პლატფორმებზე და იმ სხვადასხვა ღონისძიებაზე, თემატურ ბაზრობებზე, street fair-ზე და პარკებში გამართულ გამოფენა-გაყიდვებზე, რომლებზეც ხშირად გამოჩნდებიან ხოლმე. კომპანიის პროდუქცია ასევე ძალიან მალე ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე, მათ შორის extra.ge-ზე, ასე რომ ადევნეთ “ვეპის”  გვერდს თვალი და არ გამოგრჩეთ სიახლეები.

სათამაშოს წარმოებისა და რეალიზაციის თითოეულ ეტაპზე, მუდმივად ჩართულია  ბავშვთა ფსიქოლოგი, რომლის შეფასება/რეკომენდაცია თითოეულ სათამაშოს, მისი შიგთავსის შესაბამისად, თანდართული აქვს. ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი, მშობელს დაეხმარება უკეთ გაეცნოს ბავშვში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების გზებსა და ამ პროცესში „ვეპის“ როლს.

აღსანიშნავია, რომ “ვეპის” სათამაშოებით გართობისას, ერთად გატარებული დრო აახლოვებს მშობელსა და ბავშვს, რადგან ფუნქციურად, ოჯახის ყველა წევრი ჩართულია თამაშის პროცესში, ეს კი მათ შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტი დრო გაატარონ ერთად.

კომპანიის უკან, არაერთი პროფესიონალი ადამიანის შრომა და ძალისხმევაა. მათ სრულიად გააზრებული აქვთ თავიანთი როლი და სოციალური პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე. ამიტომ, აპირებენ, ხშირად ჩაერთონ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში თუ სხვა კომპანიებთან კოლაბორაციებში. “ვეპის” წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არ შეეძლოთ, არ გამოხმაურებოდნენ უკრაინაში მიმდინარე მსოფლიო ტრაგედიას და წვლილი არ შეეტანათ უკრაინელ ბავშვებზე ზრუნვაში. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან” თანამშრომლობით, თითოეული გაყიდული პროდუქციიდან ღირებულების 10% გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ანგარიშზე.

ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ დიდი გეგმები აქვთ. “ვეპი” ახლა სააღდგომო თემატიკის სათამაშოზე მუშაობს, რომლის შეძენას მომხმარებელი ძალიან მალე შეძლებს. სამომავლოდ კი სურთ, რაც შეიძლება მრავალფეროვანი, მრავალფუნქციური და სასარგებლო სათამაშო და პროდუქტი შესთავაზონ პატარა მეგობრებს, მაგრამ მთავარი მიზანია, არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც “ვეპი”გახდეს ის საყვარელი ბრენდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გამოხატო უანგარო სიყვარული შვილების მიმართ,  მიიღო უფრო მეტი სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია და კიდევ უფრო გააღრმავო ის ურთიერთობა, რომელზე მნიშვნელოვანიც არაფერია.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფეისბუქ გვერდს

Tags: ვეპისათამაშოები
ShareShareTweet

Related Posts

თიბისიმ ფორუმს „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“ უმასპინძლა
GEO

თიბისიმ ფორუმს „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“ უმასპინძლა

July 1, 2022
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა
GEO

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

May 19, 2022
აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად
GEO

აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

May 19, 2022

Recommended

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 months ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

5 months ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

5 months ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

6 months ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Eerik-Niiles Kross: The Georgian Government is Getting Away with Things that They Shouldn’t

Are Russian Spies Hiding in the Waves Of Migrants?

The Sit Down: An American Volunteer in the Service of Ukraine

Defense Minister: Shindisi Heroes Monument to be Unveiled in September

NBG Warns Citizens About Risks of Investing in Various Seemingly High-income Schemes

NCDC Head Amiran Gamkrelidze Resigns

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today