Tag: TBC

ისარგებლე ერთგული ბარათის 50%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ვილოუში

22 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, თიბისის მომხმარებლებს ვილოუს შოურუმში ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, თანხის 50%, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი, ერთგულ ...

თიბისი კაპიტალმა საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ კვლევა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა კორპორატიულ პარტნიორებს საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ ახალი კვლევა წარუდგინა. ბოლო წლებში ქვეყანაში ტრანსპორტირებასა და დასაწყობებაზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად ...

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა -,,საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა” გაიმართება

ბოლო წლებში, უზბეკეთი ინვესტორებისთვის მიზიდულობის ცენტრად იქცა. ენერგორესურსებით მდიდარი, 38-მილიონიანი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 60 %-ზე მეტი ახალგაზრდაა, ბუნებრივად განაპირობებს მომსახურებაზე, სამომხმარებლო ...

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები კაფე-რესტორნებში

თიბისი კონცეპტმა და Visa-მ მომხმარებლებს, მათ საჭიროებებსა და სარგებელზე მორგებული, კიდევ ერთი გამორჩეული შეთავაზება მოუმზადეს. 19 სექტემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ...

თიბისი x გიორგი მამარდაშვილი – საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციისთვის

გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციით, ახალი თაობის მხარდასაჭერად, თიბისიმ მორიგი საინტერესო პროექტი დაიწყო. კარი - ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს ...

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს, მომხმარებლების ყოველდღიური ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად, ფუნქციონალები მუდმივად ემატება. ამჯერად, იმ ფუნქციონალების შესახებ მოგიყვებით, რომელთა საშუალებით, ბიზნესსაქმიანობისთვის ძალიან საჭირო ...

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა

რეგიონის მთავარი მოვლენა შემოქმედებით ინდუსტრიაში, Ad Black Sea ფესტივალი წელს მეცხრედ ჩატარდა ბათუმში. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი. AD BLACK SEA  ...

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მხარს უჭერს განსაკუთრებული შეთავაზებებით. წინასასკოლო სეზონი, შავი ...

ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

ყოველდღიური მონაცემები აგვისტოს მეორე ნახევრიდან კვლავ ლარის დეპოზიტების ზრდის აჩქარებაზე მიუთითებს, მას შემდეგ, რაც ივლისში სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია გასული თვეების ტენდენციისგან განსხვავებული მიმართულებით შეიცვალა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ, სხვადასხვა ანალიტიკურ შეფასებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მხრივ, ეს კვლავ ლარის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორად რჩება, თუმცა სენტიმენტების ცვლილება, როგორც ყოველთვის, გამორიცხული არაა.   ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ ივლისში შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვა კვლავ გაიზარდა, რაც, შარშანდელი პერიოდის მსგავსად, შესაძლოა, სენტიმენტების ფაქტორის გააქტიურებას უკავშირდებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეულწილად, ერთჯერად ფაქტორებსაც. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივლისში, დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის მიუხედავად, ლარის დეპოზიტების ნაშთიც გაიზარდა, აგვისტოს მეორე ნახევრიდან კი, როგორც აღინიშნა, კვლავ ლარიზაციის აჩქარების დინამიკა შეინიშნება. გარდა ამისა, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ჩვენი შეფასებით, ჯამურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა და, როგორც ჩანს, სავალუტო ინტერვენციებს სექტემბერშიც განაგრძობს, რაც ლარის მხარდამჭერი ძირითადი ფაქტორების მხრივ გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებაზე არ მიუთითებს. უახლესი მონაცემებით, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 184 მილიონი აშშ დოლარით მეტი.   რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია ზრდას განაგრძობს და აგვისტოში 4.6%-ს მიაღწია, რაც კვლავ ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის უცვლელი პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო თვეებში მცირედით კიდევ მოიმატებს და 5%-ს გადააჭარბებს, თუმცა წლის ბოლოსთვის, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, შემცირდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს.  ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა თვიურმა ინფლაციამ წლიურთან შედარებით ერთი პროცენტული პუნქტით (პპ) ნაკლები, 3.5% შეადგინა.   როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოში ინტერნეტის გადასახადის შემცირების ერთჯერადი ეფექტი ამოიწურა. უფრო მეტიც, ინტერნეტის გადასახადი ივლისთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა, რამაც ჯამში მთლიანი ინფლაციის 0.2 პპ-ით და მომსახურების ინფლაციის 1.2 პპ-ით ზრდა გამოიწვია. შედეგად, მომსახურებაზე ფასები წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, ასევე მოლოდინების შესაბამისად. მომსახურების ფასების ზრდის ტემპი აჩქარებულია თვიურ ჭრილშიც, რაც ინფლაციაში კვლავ ადგილობრივი ფაქტორების მზარდ როლზე მიუთითებს.   ინტერნეტის გადასახადის ეფექტის მილევის შემდგომ, ერთჯერადი ფაქტორები, რომლებიც 2024 წლიდან ინფლაციის შემცირებას განაპირობებდა, უკვე სრულად ამოწურულია. პირიქით, ამჯერად ერთჯერადი ფაქტორები უკვე ინფლაციის ზრდის მიმართულებით მოქმედებს, რაც პურსა და იმპორტულ სიგარეტზე (აქციზის განაკვეთის ზრდის შედეგად) ფასების მატებით არის გამოწვეული. აღნიშნულმა აგვისტოში ინფლაცია, დაახლოებით, 0.8 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სიგარეტის შემთხვევაში, ეს ეფექტი მომდევნო წლის იანვრამდე შენარჩუნდება, ხოლო, პურის შემთხვევაში, აპრილამდე. ამასთან, აგვისტოში საწვავზე ფასების წლიური კლებით გამოწვეული დისინფლაციური ეფექტი მნიშვნელოვნად შესუსტდა, რაც ბოლო ორ თვეში საწვავზე ფასების ზრდით არის განპირობებული.   პროდუქტების წარმოშობის მხრივ, ადგილობრივად წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები აგვისტოში 6.6%-მდე აჩქარდა, რაც 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, სეზონურად შესწორებულმა გაწლიურებულმა ინფლაციამ კი 7.9% შეადგინა. 4-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დადებითი იყო იმპორტული ინფლაცია, რომელმაც აგვისტოში წლიურად 0.8%-ს მიაღწია, ხოლო, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა - 5.2%-ს. იმპორტული ინფლაციის დინამიკა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, როგორც ადრეც აღინიშნა, ამ არხიდან ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.   აგრეთვე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამში 764 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 15.5%-იანი კლებაა. ბოლო წლების დინამიკის მსგავსად, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი კვლავ რეინვესტირებულ მოგებაზე მოდიოდა, რომელმაც მეორე კვარტალში ჯამური მაჩვენებლის 80.4% შეადგინა, ხოლო ექვს თვეში - ...

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სწავლა განახლდა თიბისი ტექსკოლის ონლაინ კურსებზეც. ხუთი წარმატებული სემესტრის შემდეგ, რომელსაც ჯამში 3000-ზე მეტი მონაწილე ...

Page 49 of 86 1 48 49 50 86

Don't Miss It

Popular News

Recommended