Tag: GAIA

თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება თიბისი, განათლების პროგრამის ფარგლებში, მუდმივად ქმნის ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას და პროფესიონალებს აძლევს სივრცეს, სადაც შეუძლიათ ტექნოლოგიური ცვლილებების აღქმა, სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება. სწორედ ასეთი პროექტებით თიბისი აძლიერებს ქვეყნის ტექნოლოგიურ ეკოსისტემას და ხელს უწყობს პროგრესზე ორიენტირებული ცოდნის გავრცელებას. თიბისი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, ახალ პროექტს „AI და …“ იწყებენ. „AI და …“ ხელოვნური ინტელექტის საჯარო ლექციების ციკლია, რომლის მიზანი აკადემიურ სივრცეში, სხვადასხვა სფეროებზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ დისკუსიის დაწყება და ცნობიერების ამაღლება. პროექტში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტები, რომლებიც „სამ წერტილს“ იმ მიმართულებებზე საუბრით შეავსებენ, სადაც გამორჩეულად ძლიერი ფაკულტეტები და აკადემიური პერსონალი ჰყავთ. პირველი შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 27 ნოემბერს, 19:00 საათზე, თემაზე „AI და მედიცინა: ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკაში“ გაიმართება. შეხვედრის სპიკერი ექიმი-რადიოლოგი, პროფესორი მიხეილ ოკუჯავა და AI სტარტაპის „ბიტერიუმის“ თანადამფუძნებელი ქეთევან ბოსიკაშვილი იქნებიან. შეხვედრაზე განიხილავენ, როგორ ცვლის და აუმჯობესებს ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკას, რა გამოწვევებია და სირთულეებია ტექნოლოგიის განვითარებაში და რამდენად მზად არიან ექიმები და პაციენტები სიახლეების მისაღებად. ღონისძიებაზე დასწრება განსაკუთრებით საინტერესო იქნება სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, ექიმებისთვის, ჯანდაცვის სფეროს მენეჯერებისთვის და ამ თემით დაინტერესებული სხვა ენთუზიასტებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://www.aiassociation.ge/event-details/ai-da-meditsina-ai-diagnostikashi პროექტი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ახალი, განსხვავებული შესაძლებლობაა. თიბისის და GAIA-ს მიზანია ერთიანი სივრცის შექმნაა, სადაც სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები, პროფესიონალები და აკადემიური პერსონალი AI-ის განვითარებით მოტანილ ცვლილებებზე მსჯელობას და მათთვის მომზადებას შეძლებენ. მთავარია გჯეროდეს, რომ განათლება და ტექნოლოგიები ქმნის მომავალს.

თიბისი, განათლების პროგრამის ფარგლებში, მუდმივად ქმნის ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას და პროფესიონალებს აძლევს სივრცეს, სადაც შეუძლიათ ტექნოლოგიური ცვლილებების აღქმა, სწავლა ...

თიბისის და  GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება  

AI ეკოსისტემის განვითარებისთვის, ახალი თაობის და პროფესიონალების გაძლიერებისთვის თიბისი ქმნის გარემოს, სადაც ცოდნის გაზიარება, პროფესიონალებთან კომუნიკაცია და განათლების მიღება ტექნოლოგიურ ...

TBC for International Shopping Lovers – Enjoy 30% Off on Trendyol TBC always goes the extra mile to meet its ...

TBC Capital Presents Research on Georgia’s Logistics Sector TBC Capital has introduced a new research publication on Georgia’s logistics sector ...

IMD Publishes Case Study on TBC’s Transformation and Global Expansion TBC Group’s remarkable journey has been recognized by the prestigious ...

Don't Miss It

Popular News

Recommended