• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები

by Georgia Today
January 18, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის  გამარჯვებულები

საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებს ხშირად მომავლის
დარგებად მოიხსენიებენ, თუმცა თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარების
ბოლოდროინდელ ტემპებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ STEM უკვე
დღევანდელობაა, ხოლო მისი პოპულარიზაცია — აუცილებელი.
სწორედ ამ მიმართულებების გაძლიერებას ემსახურება ათასწლეულის ინოვაციის
კონკურსი, რომელსაც ათასწლეულის ფონდი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით
ახორციელებს. 2014 წლიდან დღემდე კონკურსმა 2000-მდე ახალგაზრდას მისცა
ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.
წელს პროექტს 11 ფინალისტი გუნდი ჰყავდა — ისინი პროექტებს კოსმოსისა და
ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, განათლების,
გარემოს დაცვის და სხვა მრავალი მიმართულებით ავითარებენ.  ეს გუნდები არიან
BRAINS, Elves, W.A.T, Qminds,  Memory Effect, ოთხი კიტრი, ხელმარჯვე ოსტატები,
მწვანე მომავალი, SoSSer Group,  იზოტოპები და Goal Digger. პირველ ადგილზე
გასული გუნდი აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო
პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში იღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე
ადგილზე გასული გუნდები, ასევე, მონაწილეობენ საერთაშორისო STEM პროექტებში,
ხოლო სხვა ფინალისტი გუნდები სხვადასხვა პრიზით ჯილდოვდებიან.
აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, კონკურსის პარტნიორია თიბისი, რომლის
ფინანსური მხარდაჭერით, გასულ წლებში გამარჯვებული გუნდები აშშ-ში
გაემგზავრნენ და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში
მიიღეს მონაწილეობა. თიბისი კონკურსის უცვლელი მხარდამჭერია წელსაც და იგი
რჩეული გუნდისთვის სტიპენდიას აწესებს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი წელს, 12 იანვარს გაიმართა, სადაც
გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.
მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა  Goal Digger-ს, შექმნა „რობოტი მასწავლებელი“ –
ინოვაციური ვირტუალური და რეალური რობოტი მასწავლებელი, რომელიც შეიძლება
გამოვიყენოთ როგორც მასწავლებლის დამხმარე „კოლეგა“. ის მოსწავლეს ასოების,
ფერების, ფიგურების, პირობითი ნიშნების ათვისებაში ეხმარება.
მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Memory Effect, რომელმაც შექმნა „სმარტ კოსტუმი“
ნითილონის ნივთიერების გამოყენებით. იგი ადამიანის სხეულის მოძრაობას აფიქსირებს
და კიდურებს ნითინოლში დენის გატარების საშუალებით ამოძრავებს.

კონკურსის მთავარი პრიზი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს საზაფხულო
ბანაკში გამგზავრება და პირველი ადგილი კი გუნდმა Elves-მა მოიპოვა. მათი პროექტის
ამოცანა დახურულ სივრცეში, ჰაერის ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სპორებისგან და
მტვრის ნაწილაკებისგან გაწმენდაა. ამისათვის ისინი კარბონის ნანობოჭკოების
გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებად ჰაერის იონიზატორს აწყობენ.
Elves-ის წევრის, მარიამ მიქაძის თქმით, კონკურსის განმავლობაში მისი და მისი
თანაგუნდელების გამოცდილება ამაღლდა. “ჩვენი გუნდი გაიზარდა, მოგვეცა საშუალება
დავლაპარაკებოდით ჟიურის წევრებს, ათასწლეულის ფონდის თანამშრომლებს,
წარგვედგინა ჩვენი პროექტი, მოგვესმინა მათი აზრი და დარწმუნებით შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ეს პროექტი გვაძლევს ყველაფერს, რაც სჭირდება და უყვარს ინოვაციებით
სავსე ახალგაზრდობას”.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან
თანამშრომლობით ხორციელდება.

ShareShareTweet

Related Posts

TBC Bank Expands TBC Tech School with New Free Programs for High School Students
GEO

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

February 25, 2026
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
GEO

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

February 25, 2026
გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“
GEO

გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“

February 23, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

10 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Iran announces transitional leadership after death of Ali Khamenei

Ali Khamenei killed in US–Israel airstrikes

Salome Zurabishvili: Dictatorships must end!

Donald Trump announces “major military operation” in Iran

Israel closes airspace amid escalation with Iran

TI Georgia: UK sanctions could severely restrict operations of Imedi and POSTV

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today