• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ნიტა – ავეჯი სახლის ჰარმონიული და მყუდრო გარემოს შესაქმნელად

by Georgia Today
November 1, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
ნიტა – ავეჯი სახლის ჰარმონიული და მყუდრო გარემოს შესაქმნელად

თანამედროვე და კლასიკური ავეჯის სახლი „ნიტა“ 2017 წლის 12 აპრილს გაიხსნა ქალაქ ქუთაისში. ავეჯის სახლი მომხმარებელს კომფორტულ და ვიზუალურად მიმზიდველ პროდუქტს სთავაზობს. ნიტას სახლში წარმოდგენილი პროდუქციის ელეგანტური დიზაინი მარტივად ერწყმის თანამედროვე ფორმებს და გამოირჩევა უნიკალური სილუეტით. სწორედ კლასიკური ელემენტებისა და ლაქშერის ესთეტიკის ერთიანობა ხდის ნიტას ავეჯს გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს.

მას შემდეგ, რაც ავეჯის სახლის დამფუძნებელმა, კახაბერ ლევიძემ, რომელიც ავეჯის ბიზნესში უკვე 24 წელია მოღვაწეობს და მისმა მეუღლე, მირანდა ხეცურიანმა გააფორმეს ხელშეკრულება თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია Weltew Home – თან, ნიტას ფილიალი თბილისშიც გაიხსნა. ახლა უკვე, მათ, ერთობლივად შემოაქვთ საქართველოში მაღალი ხარისხის ექსკლუზიური პროდუქცია. Weltew Home მსოფლიოს დაახლოებით 65 ქვეყანასთან თანამშრომლობს, ისეთ დიდ ქვეყნებთან, როგორებიცაა ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ამერიკა, საქართველოში კი მასზე ექსკლუზივი ავეჯის სახლ ნიტას აქვს.

ამავდროულად, ნიტას სახლს, ქართულ ბაზარზე შემოყვანილი ჰყავს  5 კომპანია. 2021 წლის თებერვალში ნიტამ  ქუთაისში გახსნა მესამე ფილიალი კლასიკური ხაზით, სადაც წარმოდგენილია მაღალი ხარისხის ეგვიპტური წარმოების მასიურ ხეზე დამზადებული ავეჯი და თურქული წარმოების კლასიკური პროდუქცია.

ინტერიერისა და დიზაინის სიყვარულმა, კომპანიის დირექტორ მირანდა ხეცურიანს პროფესია შეაცვლევინა. იგი ფარმაცეფტია და წლების განმავლობაში მუშაობდა ამ სფეროში. მირანდამ აღნიშნა, რომ როდესაც მეუღლემ ქუთაისში ნიტას დიდი ფილიალი გახსნა, მაშინ პიარის, დიზაინისა და რეკლამის კუთხით ეხმარებოდა მეუღლეს. “2018 წელს, როდესაც ძალიან მსხვილ კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, მაშინ უკვე მივხვდი, რომ მარტო ჩემი მეუღლე ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდებოდა და ჩემი გვერდში დგომა იყო საჭირო, ორი ძალიან დიდი საპასუხისმგებლო საქმიანობის შეთავსება კი ძალიან რთულია აღმოჩნდა, მაგრამ ჩემთვის ფარმაცია მაინც უსაყვარლეს პროფესიად რჩება”, ამბობს მირანდა.

იმისათვის, რომ ნიტას სახლზე მეტი შეგვეტყო, “ჯორჯია თუდეი” მირანდა ხეცურიანს ესაუბრა. 

რისი შეძენა შეუძლია მომხმარებელს ნიტას სახლში?

ნიტას სახლში მომხმარებელს შეუძლია აბსოლუტურად ყველა იმ ნითის და პროდუქციის შეძენა, რაც მის გარემოს აქცევს კომფორტულ, მყუდრო და ჰარმონიულ სივრცედ. ავეჯის სახლი ნიტა მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს, მისაღები ოთახის ავეჯი, მაგიდა-სკამი, საძინებელი, რბილი ავეჯი და სხვა ყველა ის ნივთი, რაც სასურველია ინტერიერის გაფორმებისათვის და სახლს კომფორტულსა და ჰარმონიულს გახდის. ავეჯთან ერთად, ჩვენ, ასევე გვაქვს ორთოპედიული ლეიბის ხაზიც, რომელიც სამარკო ნიშნით შემოგვაქვს ექსკლუზიურად. ასევე ვგეგმავთ, იტალიური პროდუქციის შემოტანას, რომელიც ძალიან მსხვილი და სერიოზული კომპანიაა და ეს იქნება ექსკლუზივი ჩვენი სახლისთვის. დღესდღეობით, ნიტას ქართულ ბაზარზე ჰყავს ხუთი უმაღლესი დონის კომპანია შემოყვანილი. ამ ეტაპზე, ნიტას სახლში განთავსებულია თურქული და ეგვიპტური პროდუქცია. ეგვიპტური პროდუქცია არის მხოლოდ კლასიკურ ვინტაჟში, მასიურ ხეზე დამზადებული, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს სილამაზეს, კასიკური პროდუქცია არასდროს გადადის მოდიდან, მას თავისი ნიშა და შარმი სულ აქვს, უბრალოდ, ეს არის სპეციფიური პროდუქცია, რომელსაც სჭირდება აუცილებლად სპეციფიური მომხმარებელი. 

როგორ არჩევთ მაღაზიაში განთავსებულ ავეჯს?

სტამბულში, ყოველ წელს, იმართება ძალიან დიდი გამოფენა, სადაც იღებს ყველა ეს მსხვილი კომპანია მონაწილეობას. მე და ჩემი მეუღლე ყოველ წელს დავდივართ ამ გამოფენაზე. ჩავდივართ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან, თუმცა, პანდემიის გამო, ეს ბოლო ორი წელი გამოფენა არ ჩატარებულა, მაგრამ ფაბრიკებმა მაინც შექმნეს ახალი მოდელები. ჩვენ კი შევძელით, ჩავედით და მათ შოურუმებში განთავსებული უახლესი მოდელები შევარჩიეთ. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და მომხმარებელს შევთავაზეთ ამ ორი წლის სიახლე. 

როგორია თქვენი პროდუქციის ხარისხი და ფასი რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის?

როდესაც მომხმარებელი ჩვენთან შემოდის, მას ხარისხთან ერთად, უპირველესად, აინტერესებს, რადენად ხელმისაწვდომია პროდუქცია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ფასით ნამდვილად გამოვირჩევით. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ფილიალი ქუთაისში გაიხსნა, ჩვენ აცდენას  ვერ გავაკეთებთ ქუთაისისა და თბილისის ფილიალებს შორის. ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ ხელმისაწვდომ ფასებს. ნიტას პროდუქცია აკმაყოფილებს ძალიან მაღალი ხარისხის სტანდარტს და ჩვენთან ხარისხი ფასზე მეტია. რაც შეეხება პროდუქციას, გვაქვს ძალიან თანამედროვე მოდელები, ლაქშერის სტილის ავეჯი კლასიკური ელემენტებით. აღსანიშნავია, რომ გვაქვს მომსახურების ძალიან მაღალი სტანდარტი. ჩვენთვის მომხმარებელი ძალიან ძვირფასია. როდესაც ადამიანი ნიტას კარს შემოაღებს, ის უკვე ძალიან ფასეული ხდება ჩვენთვის. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძენს იგი რაიმეს თუ არა, მას ჩვენ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სრულად და როგორც მომხმარებლები ხშირად გვეუბნებიან, მუდამ კმაყოფილები არიან ჩვენით. მომხმარებელზე ზრუნვა პირადად ჩემი მოთხოვნაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის მომხმარებელი არის ადამიანი და ჯერ უნდა იყოს ადამიანური მიდგომა და ურთიერთობა, ასევე მომხმარებელი არის ჩემი სტუმარი, რაც უკვე საპატივცემულოა. 

ფასდაკლებებს თუ სთავაზობთ მომხმარებლებს?

ფასდაკლებები ჩვენ ხშირად გვაქვს, ყველა სეზონზე, ახლა, მალე დავიწყებთ ძალიან კარგ აქციებს, რაც გულისხმობს იმას, რომ გვექნება  ფასდაკლება საჩუქართან ერთად. ეს გულისხმობს ავეჯის აქსესუარს, ეს იქნება ჟურნალის მაგიდა , პუფი, სკამი სავარძელი, ის ნივთები, რაც სახლის ერთ კუთხეს გაულამაზებს მომხმარებელს.

პანდემიამ როგორი გავლენა იქონია თქვენს ბიზნესზე?

პანდემიამ ჩვენზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ დიდი შრომისა და ბრძოლის შედეგად, შევინარჩუნეთ სამივე ფილიალი. პანდემიის დროს, როდესაც დაკეტილები ვიყავით, გაიხსნა კლასიკრური ნიტას ფილიალი, ეს მოვახერხეთ და გამოგვივიდა. დიდი ბრძოლის შედეგად გადავარჩინეთ ჩვენი ფილიალები. პანდემიის დროსაც, მომხმარებელს ვთავაზობდით მაღალ სერვისს და რაც მთავარია, მიწოდების სერვისი გვაქვს უფასო, საქართველოს ნებისმიერ ადგილას და პანდმიის დროს, განსაკუთრებით ვუფრთხილდებოდით ამ დეტალს. შევინარჩუნეთ ფასდაკლებების სრული ის სერვისი, რაც გვქონდა პანდემიამდე, ონლაინ დავიწყეთ გაყიდვა და აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ემიგრანტები აქტიურობდნენ. ავეჯის ონლაინ რეალიზება იყო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობებიც მივიღეთ, რადგან ვასრულებდით მათ მოლოდინს. მომხმარებლები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.

პადნემიის გამო შევაჩერეთ ბათუმში ფილიალის გახსნა, თუმცა, სამომავლოდ, აუცილებლად განვახორციელებთ ამ გეგმას. ვაპირებთ,  ბათუმის ფილიალში განვათავსოთ ბერვი კომპანიის პროდუქცია. თბილისის  ფილიალში წარმოდგენილია მხოლოდ ჩვენი პარტნიორის ექსკლუზიური პროდუქცია. ქუთაისის პირველ ფილიალში, რომელიც 2017 წელს დაარსდა, ხუთი კომპანიაა განთავსებული, კასიკურ ფილიალში მხოლოდ ორი. ბათუმის ფილიალში ვგეგმავთ, რომ ხუთივე კომპანია იყოს წარმოდგენილი.

გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ?

ჩემს დიდი სამომავლ გეგმებიში შედის საქართველოში ნიტას ფაბრიკის დაარსება, სადაც მოხდება მაღალი დონისა და ხარისხის პროდუქციის წარმოება. დამზადდება ყველა ის პროდუქცია, რომელიც აუცილებელია კომფორტული გარემოსთვის. ფაბრიკა მინდა იყოს თბილისში, ეს მოხდება ერთ-ერთი პარტნიორი კომპანიის დახმარებით, რადგან საწარმოსთვის განკუთვნილი დანადგარების შემოტანა უნდა განხორციელდეს მათი მეშვეობით. ასევე გვინდა, ჩვენი ხაზის გარდა, მომხმარებლის მიერ შერჩეული დიზაინით შევქმნათ პროდუქცია. ამ ეტაპზე, ყოველივე ამის განხორციელება რთულია, მაგრამ დალაგდება სიტუაცია და შემდეგ დავიწყებთ ამ ყველაფერზე ზრუნვას. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, რომ ფასები ადგილობრივი მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

ავეჯის სახლის მაღაზიის სახელი ნიტა, მირანდა ხეცურიანის შვილიშვილის დაბადებას უკავშირდება, “ავეჯის სახლი ატარებს ჩემი შვილიშვილის სახელს. იმ პერიოდში, ნიტა ახალი დაბადებული იყო და ეიფორიაში ვიყავით, სახელიც ასე შევარჩიეთ. როგორც ჩემს შვილიშვილს ვუფრთხილდები, ასევე ვზრუნავ მასზეც. ნიტა და მე ვართ უკვე ერთი არსება, ვერ წარმომიდგენია ნიტას გარეშე ყოფნა”, აღნიშნავს მირანდა.

 

ShareShareTweet

Related Posts

ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“
GEO

ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“

June 5, 2025
თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი Microsoft AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა
GEO

თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი Microsoft AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა

June 5, 2025
„როდის „მოვკლათ“ ბიზნესი?“- თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთი სესია გაიმართა
GEO

„როდის „მოვკლათ“ ბიზნესი?“- თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთი სესია გაიმართა

June 5, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 month ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

12 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Kobakhidze Hails China as a Model of Peace and Progress

MFA shuts down NATO & EU info centre amid restructuring

Rasa Juknevičienė: Report urges fair elections, sanctions on Georgian regime, and release of political prisoners

European Parliament’s Foreign Affairs Committee passes draft report on Georgia with amendments

Zurabishvili: New wave of repression shows government’s weakness

Georgian Dream sues TV channels over critical language

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today