• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

2023 წლიდან თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლება იქნება

#თიბისიგანათლებისთვის

by Georgia Today
December 19, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
2023 წლიდან თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლება იქნება

2023 წლიდან თიბისი გეგმავს ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქციოს. განათლების ახალი ინიციატივა ათასობით ახალგაზრდას ხარისხიან განათლებაზე წვდომას მისცემს. ეს წამოწყება ითვალისწინებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლის ახალგაზრდებისთვის განათლებაზე წვდომის გაზრდასა და გამარტივებას.

ახალი ინიციატივა საზოგადოებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააცნო და თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 30 წლიანი საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება თიბისის დაარსების დღეს, 17 დეკემბერს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, აკადემიური წრეები, მეცნიერები, ხელოვანები, თიბისის პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

თიბისი, თავისი არსებობის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, იქნებოდა ეს ნიჭიერი ახალგაზრდების სასტიპენდიო პროგრამები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონკურსები, საგანმანათლებლო – შემეცნებითი ტურები სკოლის მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ბიზნესებისთვის და სხვა. თიბისის სტიპენდიატების პროგრამაში, რომელიც 2019 წლიდან  მოქმედებს, წელიწადში 200 სკოლის ასაკის ნიჭიერი ბავშვია ჩართული. თიბისიმ შექმნა საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისის აკადემიები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს უქმნიან დაინტერესებულ ადამიანებს. თიბისის პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში  ჩატარებული სტარტაპ ტრენინგების საშუალებით, თიბისის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპ კომუნის განვითარების საქმეში.

„თიბისის, როგორც მსხვილი ფინანსური ინსტიტუციისა და ტექნოლოგიური კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება შეგვიძლია ჩვენი  სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობით ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაზე.  განათლების ეს ფართომასშტაბიანი ინიციატივა მიმართულია ახალ თაობის განვითარებისაკენ და ამ ქვეყანაში  განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისაკენ. სიმბოლურია, რომ ასეთი მნიშვნელობის ინიციატივის წარდგენა თიბისის დაარსების 30 წლის საიუბილეო თარიღს, 17 დეკემბერს დავამთხვიეთ“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

პირველი პროექტი, რომლის განხორციელებას თიბისის გუნდი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან (რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International) თანამშრომლობით გეგმავს, გახლავთ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო პროგრამა უფროსკლასელთათვის. პროექტი ითვალისწინებს 1000 უფროსკლასელისთვის ცოდნის მიცემას პროგრამირების, კოდირების, IT უსაფრთხოებისა და ციფრულ სამყაროში ეთიკური ქცევის მიმართულებით.  პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება, თუმცა გეოგრაფიულად რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებზე ფოკუსირდება, რომელთან ნაკლები წვდომა აქვთ ხარისხიან განათლებაზე.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე ასობით უფროსკლასელს მიეცემა შესაძლებლობა, პირველ რიგში, დაინახოს და მიზანმიმართულად მიიღოს გადაწყვეტილება – სურს თუ არა კარიერა IT სფეროში; შემდგომ კი, ისწავლოს და გაიღრმაოს ცოდნა ამ მიმართულებით. პროგრამირების სასწავლო კურსს თიბისის IT აკადემია უზრუნველყოფს. სამომავლოდ კი, თიბისი გეგმავს მსგავსი პარტნიორობით, უფრო მეტ ახალგაზრდას მისცეს ხარისხიანი და პრაქტიკული განათლების მიღების შესაძლებლობა.

ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

June 20, 2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
GEO

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

June 20, 2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
GEO

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

June 20, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 month ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

12 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Ukraine Latest: Massive Russian Attack Kills 28, Injures 134 in Kyiv

Georgian NGOs Decry ‘Russian-Style’ Data Demands from Gov’t

EU Condemns Georgia’s Media Crackdown, Demands Release of Journalist Mzia Amaglobeli

MEP Kols: I strongly demanded strict sanctions against the regime suffocating democracy in Georgia

EU Parliament urges immediate release of Amaglobeli, Devdze, Japaridze, Melia, Gvaramia & Saakashvili

Economist Khishtovani: Business climate in Georgia continues to deteriorate

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today