• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა – თიბისი კაპიტალის განახლება

by Georgia Today
February 25, 2025
in GEO
Reading Time: 1 min read

თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფასება ეყრდნობა ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვას, რომლებიც ნახატებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების ქვეჯგუფის იმპორტში დაფიქსირდა და მთლიანი იმპორტის, დაახლოებით, 1/3 შეადგინა. თავისთავად, მსგავსი ტიპის ტრანზაქციები უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის შესაფასებლად ნაკლებად რელევანტურია.

წმინდა შემოდინებების მატება თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან. როგორც წინა განახლებაში „რატომ მყარდება ლარი?“  იყო აღნიშნული, მიმდინარე მოვლენების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითია, განსაკუთრებით იმპორტის კუთხით, თუმცა არა – ლარზე. თიბისი კაპიტალის შეფასებით, დეკემბერსა და იანვარში როგორც ჯამურად, ერთჯერადი ფაქტორების გარეშე, ასევე ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იმპორტის მხრივ, შენელება იკვეთება. ამავდროულად, თიბისის არხებით უნაღდო ანგარიშსწორების მონაცემებზე დაყრდნობით, თებერვლის პირველ ნახევარში ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტებზე დანახარჯები შედარებით გაზრდილია. წინა თვესთან შედარებით, მატება ფიქსირდება არარეზიდენტებისა და მიგრანტების ხარჯებშიც, თუმცა, წლიურ ჭრილში, აღდგენა უფრო სუსტია.

იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ მოხმარების ზრდას სენტიმენტების შედარებით გაუმჯობესება განაპირობებს, ზრდა იმპორტშიც გამოიკვეთება, რაც ლარზე პოზიტიურ ეფექტს შეასუსტებს. ამავდროულად, ასეთ სცენარში გასათვალისწინებელია ე.წ. კარგი დროის ბუფერი, რაც დეპოზიტების კვლავ ლარში კონვერტაციას მოიაზრებს; აგრეთვე, უფრო ძლიერი სავალუტო დაკრედიტება და, სავარაუდოდ, ტურიზმიდან მეტი შემოსავლებიც.

მაშინ, როდესაც ტურიზმიდან შემოსავლები შიდა მოვლენებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ექსპორტი და ფულადი გზავნილები, დიდ წილად, ეგზოგენურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. იანვარში კვლად ტრადიციული წყაროებიდან ჩარიცხული გზავნილები დომინირებდა, განსაკუთრებით ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან, რომელთა წილმაც თითქმის 50% შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა ექსპორტშიც, ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის კუთხით, თუმცა აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტის მატებაც.

ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის დაწყებული მოლაპარაკებების კონტექსტში, თავისთავად, მიგრაციის ნაკადის მდგრადობა საყურადღებო გამოწვევაა. ამ მხრივ, მკითხველს შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სცენარში სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორებიცაა უფრო დაბალი რისკის პრემია და მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში, ფართო მოხმარების საქონელზე ფასების შესაძლო კლება და ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიურია.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

Tags: TBC
ShareShareTweet

Related Posts

PM Irakli Kobakhidze Source: FB
GEO

Kobakhidze: Erekle II’s decision to sign Treaty of Georgievsk saved Georgia and preserved its European perspective

August 18, 2026
GEO

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

August 17, 2026
GEO

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

August 14, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Garibashvili says corruption case was designed to ‘destroy’ him politically

Adjara Prosecutor’s Office arrests a lawyer for influencing a victim

Poland tightens entry rules for workers from Georgia, Colombia and Venezuela

Kobakhidze confirms fuel supplies to occupied Abkhazia were agreed with Georgian government

Kobakhidze: Erekle II’s decision to sign Treaty of Georgievsk saved Georgia and preserved its European perspective

Israeli minister calls for killing 30 to 40 Palestinians in Gaza nightly

Trending

Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today