• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

შაფჰაუზენის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ქართველი სტუდენტებისთვის სამაგისტრო პროგრამები წარადგინა

by Georgia Today
April 6, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
SIT and Jacobs University Bremen Present  Career-oriented Master in Computer Science and Software Engineering Program

შაფჰაუზენის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (SIT) და ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტი, დაინტერესებულ პირებს, სამუშაო ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნადი მიმართულების – ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნეს მეცნიერების განახლებულ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობენ. ამასთან ერთად, იწყება ყოველწლიურ პროგრამირების კონკურსი, რომელიც სრულად დაფარავს აღნიშნული პროგრამის სწავლის ღირებულებას.

ახალი სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში (MSc CSSE) ხელმისაწვდომია ორივე ლოკაციაზე: როგორც შაფჰაუზენში – შვეიცარიაში, ასევე ბრემენში – გერმანიაში. განახლებული პროგრამა მოიცავს თანამედროვე ცოდნას კვანტური გამოთვლის, ინტელექტუალური ავტონომიური სისტემების, სიმბოლური ხელოვნური ინტელექტის, სისტემური უსაფრთხოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მიღწევების შესახებ.

SIT-ისა და ბრემენის ჯეიკობსის უნივერსიტეტის საერთო ინტერდისციპლინარული ხედვა მოიცავს, შემეცინებისა და ციფრული პერსპექტივების საშუალებით, ცოდნის მიღებას ლიდერობის, მეწარმეობის, ბიზნესის, ფსიქოლოგიის, ბიოლოგიის, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის და ტრანსფორმაციული ცვლილებების მენეჯმენტის მიმართულებით. პროგრამა მოიცავს სავალდებულო კურსებს, მაგრამ სტუდენტებს საშუალებას აქვთ, სამი მიმართულებიდან აირჩიონ საგნები. ესენია: პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი.

სტუდენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ სასწავლო ლოკაცია – შაფჰაუზენი ან ბრემენი.

სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სრული სტიპენდია, სწავლის ნაწილობრივ დაფინანსება და სხვადასხვა ფინანსური შეთავაზებები. SIT-ისა და JUB STAR Contest-ის, ყოველწლიური ონლაინ პროგრამირების კონკურსის მეშვეობით, რამდენიმე სტუდენტი მიიღებს სამაგისტრო პროგრამაზე სრულ დაფინანსებას. კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 26 აპრილს და მოიცავს საჯარო მოსამზადებელ ტურს, რომელიც 2022 წლის 16-24 აპრილს გაიმართება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეებს შეუძლიათ ეწვიონ: https://web.sit.org/star-contest -2022

სამაგისტრო პროგრამის გუნდის ხელმძღვანელები არიან პიტერ ზასპელი, ბრემენის ჯეიკობსის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ელექტროტექნიკის პროფესორი და მაურო პეზე, SIT-ის პროგრამის დირექტორი. სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრის ხარისხის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ კომპიუტერული მეცნიერებებთან დაკავშირებული ცოდნა. MSc CSSE კურსი ფინალური სამაგისტრო ნაშრომით დასრულდება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ივნისი და 15 ივლისი (მათთვის, ვისაც ვიზა არ სჭირდება.)

MSc CSSE კურსის მიზანია მომავალი ლიდერების განათლება და მათი კვლევითი ინდუსტრიისთვის მომზადება. ასევე, შემოქმედებითი და კონსტრუქციული უნარების განვითარება, რათა მათ შეძლონ ტექნოლოგიურ სამყაროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ გადაწყვეტილებების მიღება, განვითარება და შეფასება. პროგრამა ორიენტირებულია, რომ კონკრეტულ სფეროებში გაიზარდოს სტუდენტების ცოდნა და მისცეს მათ საშუალება მიიღონ კვლევითი პროექტებისთვის საჭირო ისეთი უნარები, როგორებიცაა: მეთოდოლოგიის განსაზღვრა, განვითარება, დოკუმენტაციის წარმოება და მართვა. გარდა ამისა, ფართო რესურსების საშუალებით, საერთაშორისო ქსელის სტუდენტებს ექნებათ საშუალება პირდაპირი გზით დაუკავშირდნენ რეალურ სამუშაო IT ბაზარს შვეიცარიაში, გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთ.

SIT და ბრემენის უნივერსიტეტი, პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, იწყებენ ტურს, რათა კიდევ უფრო მეტად დააინტერესონ ახალგაზრდები, მონაწილეობა მიიღონ SIT-ისა და JUB STAR-ის კონკურსში.

ტურის პირველი ღონისძიება თბილისში, 2022 წლის 5-6 აპრილს იმართება.

ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://web.sit.org/roadshow.

SIT-ისა და ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტის შესახებ:

SIT არის მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელის მისიაა მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია. სათაო ოფისი მდებარეობს შაფჰაუზენში, შვეიცარიაში. SIT-ის მზარდი ეკოსისტემა შედეგება როგორც საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებისგან, ასევე კომერციული ტექნოლოგიების სპინ-ოფების, საკონსულტაციო სერვისებისა და საინვესტიციო ფონდებისგან.

ორი ინგლისურენოვანი კამპუსის წყალობით – ბრემენსა და შაფჰაუზენში, SIT საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს ინტერდისციპლინურ საუნივერსიტეტო პროგრამებს მოქნილი სწავლის მოდელებით, როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე. SIT-ის განათლების ეკოსისტემა არის ტექნოლოგიებისა და მეცნიერებებისკენ გამავალი კარიბჭე.

ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტი არის ადგილი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ყოვლისმომცველი ასორტიმენტით. მისი დიპლომი აღიარებულია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. კამპუსზე, თითოეული სტუდენტი სარგებლობს მრავალფეროვანი შეთავაზებებითა და SIT-ის ეკოსისტემით.

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://sit.org/admissions

მისაღები ღონისძიებები: https://web.sit.org/roadshow

ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

June 20, 2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
GEO

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

June 20, 2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
GEO

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

June 20, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 month ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

12 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Ukraine Latest: Massive Russian Attack Kills 28, Injures 134 in Kyiv

Georgian NGOs Decry ‘Russian-Style’ Data Demands from Gov’t

EU Condemns Georgia’s Media Crackdown, Demands Release of Journalist Mzia Amaglobeli

MEP Kols: I strongly demanded strict sanctions against the regime suffocating democracy in Georgia

EU Parliament urges immediate release of Amaglobeli, Devdze, Japaridze, Melia, Gvaramia & Saakashvili

Economist Khishtovani: Business climate in Georgia continues to deteriorate

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today