„კარფური,“ საქართველოში წარმოდგენილი კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმის“ მიერ, რომელიც ცნობილია ადგილობრივი ფერმერებისა და მომწოდებლების მუდმივი მხარდაჭერით, კიდევ ერთ საინტერესო აქციას გეგმავს და ამჯერად აძლევს მათ შესაძლებლობას, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია „კარტოფილის ფესტივალის“ ფარგლებში.
ფესტივალი 26-დან 28 ნოემბრის ჩათვლით „კარფურის“ სამ სხვადასხვა მაღაზიაში დაიწყება, სადაც ქართული კარტოფილის 12 ჯიში ხელმისაწვდომი იქნება ტრადიციულად ყველაზე დაბალ ფასად. ღონისძიებაში მონაწილე თორმეტი ფერმერი გააზიარებს თავის გამოცდილებას და მათ უნიკალურ ისტორიებს ლაივ რეჟიმში, ასევესაინფორმაციო-კრეატიული ბანერების მეშვეობით.
კარტოფილი ფართობით მეოთხე კულტურაა საქართველოში (2019 წელს 16,4 ათასი ჰექტარი). ის ძირითადად მოჰყავთ საოჯახო მეურნეობებს (პროდუქციის 98.4% 2019 წელს) სამცხე-ჯავახეთში (პროდუქციის 59% 2019 წელს) და ქვემო ქართლში (20%). საქართველოს აქვს შესანიშნავი პირობები თბილ დაბლობებზე საადრეო სიმწიფის ჯიშების მოსაყვანად და ცივ ადგილებში საგვიანო სიმწიფის ჯიშების მოსაყვანად.
იმის გათვალისწინებით, რომ კარტოფილი მასობრივად წარმოებულია და წარმოადგენს ქართულ სამზარეულოს ძირითად საკვებს, მომხმარებლები მოხარულები დარჩებიან იმის ცოდნით, რომ მათ შეუძლიათ შეიძინონ 12 სხვადასხვა სახეობა, რომლებიც გამოიყენება 12 სხვადასხვა ტრადიციულ კერძში.
კარტოფილის ფესტივალი იმართება FinExCoop პროექტის ფარგლებში, ოთხწლიანი პროექტის, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ ეროვნული ინვესტირების ფონდის (NIF) პროგრამის ფარგლებში და მართავს საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD). პროექტი ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა Mercy Corps, ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და ლუარეს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის პალატასთან პარტნიორობით.
FinExCoop არის ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელიც მხარს უჭერს ფერმერებს, საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრებს და კოოპერატივებს ბოლო ორი წლის განმავლობაში. კარტოფილის სექტორში პროექტი მუშაობს შვიდ ინდივიდუალურ პარტნიორ პილოტთან და ერთ კოოპერატიულ პილოტთან ოთხ მუნიციპალიტეტში: წალკაში, ახალქალაქში, ახალციხესა და ადიგენში, რათა ხელი შეუწყოს ფერმერებს და გაზარდოს მოთხოვნა და გაყიდვები. ამ მუნიციპალიტეტების შერჩევა კარტოფილის წარმოებისთვის საუკეთესო პირობებმა განაპირობა.
პროექტის ერთ-ერთი მიზანი ფერმერების ახალ ბაზრებთან დაკავშირებაა. ეს იყო ახალი ჯიშების შემოტანის მიზანი. საერთაშორისო მარკეტინგის ექსპერტმა და ადგილობრივმა გუნდმა განავითარეს ურთიერთობა ბაზარზე წამყვან მოთამაშეებთან, როგორიცაა ფრანგული ბრენდები Carrefour და Entre, უკეთესი ხარისხისა და გემოს პოპულარიზაციის მიზნით.
„კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, ჟერომ აკელმა, განაცხადა: „მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ კარტოფილის ფესტივალს და მოვიწვიოთ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორები, ადგილობრივი მომწოდებლები, მონაწილეობის მისაღებად. ეს ღონისძიება არა მხოლოდ უფრო მეტ ყურადღებას და მხარდაჭერას უქმნის ფერმერებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, არამედ ასევე სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობას დაუკავშირდნენ მათ და გაიგონ მეტი, თუ როგორ მოიპოვება მათი ახალი პროდუქტი. ვაგრძელებთ ჩვენი საზოგადოების ზრდისა და კეთილდღეობის მხარდაჭერას ადგილობრივ ფერმერებთან პარტნიორობით და მოუთმენლად ველით, როდის გავაცნობთ ჩვენს მომხმარებლებს შრომისმოყვარე ხალხს, რომლებიც ახლად მოპოვებული პროდუქტის უკან დგანან.“
„კარფურის“ მუდმივი ძალისხმევა იმ საზოგადოების ზრდისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად, რომელის ნაწილიცაა თავად ბრენდი, აისახება მის მიერ საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი წვლილით. ის დასახელდა საქართველოს ათ უმსხვილეს ინვესტორს შორის, სწრაფი ფიზიკური და ციფრული სერვისების გამო, რომელიც მან შესთავაზა მყიდველებს, რაც აადვილებდა შეძენას მდებარეობის მიუხედავად. გარდა ამისა, „კარფურმა“ შექმნა დასაქმების შესაძლებლობები ადგილობრივი მოქალაქეებისთვის, მხარი დაუჭირა ადგილობრივ მწარმოებლებსა და მომწოდებლებს და განახორციელა სხვადასხვა საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი ინიციატივა.
საქსტატის ცნობით, უცხოელი ინვესტორების წვლილი, როგორიცაა მაჯიდ ალ ფუტაიმი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და წინსვლისთვის.
„კარფურის“ დასახელება ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორებს შორის დიდწილად განპირობებული იყო ბრენდის შთამბეჭდავი წვლილით საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და თანამედროვე ვაჭრობაში. დაარსების დღიდან ბრენდმა შემოიტანა ქვეყანაში სრულიად ახალი, უკონკურენტო სავაჭრო გამოცდილება.
„კარფური“ აგრძელებს ქართველი ფერმერების აქტიურ მხარდაჭერას და მომხმარებელს ყოველდღიურად აწვდის ახალ, ჯანსაღ ადგილობრივ პროდუქტებს პირდაპირ ფერმერებისგან.