• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

by Georgia Today
December 16, 2025
in GEO
Reading Time: 1 min read

თიბისი ლიზინგმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45 მილიონი დოლარის მოცულობის 3-წლიანი, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქციის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია.

ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონის განაკვეთის დიაპაზონი 7.0%-7.50%-ს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი 7.25%-ით განისაზღვრა. ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე გაიზარდა განთავსების მოცულობაც და თავდაპირველად განსაზღვრული 30 მილიონი დოლარის ნაცვლად 45 მილიონი დოლარი შეადგინა.

ფასიანი ქაღალდების ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. მოზიდულ თანხებს კომპანია სალიზინგო პორტფელის გასაზრდელად გამოიყენებს.

“ვულოცავ თიბისი ლიზინგს კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მსხვილი, დოლარში დენომინირებული, საცალო ობლიგაციების წარმატებულ განთავსებას – ფასიან ქაღალდებზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა; ხაზგასასმელია, რომ ობლიგაციების ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან, რაც კომპანიის მიმართ მაღალი ნდობის დადასტურებაა. მოხარული ვარ, რომ თიბისი ლიზინგი კაპიტალის ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს – ერთობლივად უკვე 5 საჯარო ემისია გვაქვს განხორცილებული. წლის დასაწყისიდან დღემდე თიბისი კაპიტალის ჩართულობით ადგილობრივ ბაზარზე 11 საჯარო ტრანზაქცია განხორციელდა, რომელთა მოცულობამაც 800 მილიონ ლარამდე შეადგინა. წლის ბოლომდე კიდევ გვაქვს დაგეგმილი განთავსებები და შედეგად, მყარად ვინარჩუნებთ ბაზრის ლიდერის პოზიციას”, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მინდა მივულოცო თიბისი ლიზინგს 45 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობასა და ინტერესს გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს და ხელს უწყობს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროებით ისარგებლონ. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს რეკორდული შედეგები გვექნება და ვფიქრობ, მსგავსი მიღწევები სხვა კომპანიებსაც წაახალისებს”,- მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი.

“მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგი, როგორც ბაზრის ლიდერი კომპანია, საიმედო პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთ წარმატებულ პრეცედენტს ქმნის ქართულ რეალობაში. $45 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები პრეცედენტულია და პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც ადგილობრივ რითეილ ბაზარზე გვინახავს. ობლიგაციების განთავსებით მოზიდული ფინანსური რესურსი სრულად მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) სექტორის დაფინანსებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. თიბისი ლიზინგი ამ რესურსის მეშვეობით კიდევ უფრო გააძლიერებს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას, გააუმჯობესებს მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მდგრადი ეკონომიკური ზრდის შექმნას. ეს არის არა მხოლოდ ფინანსური წარმატება, არამედ მკაფიო სიგნალი, რომ ბაზრის ნდობა ჩვენი კომპანიის მიმართ ძალიან მაღალია”,- გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.

„თიბისი ლიზინგი“ საქართველოს სალიზინგო ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და 2013 წლიდან ინდუსტრიის ლიდერია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ფინანსურ ლიზინგს, საოპერაციო ლიზინგსა და უკულიზინგს. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, „თიბისი ლიზინგს“  ბაზრის 86%-იანი წილი უჭირავს და მისი პორტფელი 604 მილიონ ლარს შეადგენს. ემიტენტის 100%-იან მფლობელს საქართველოში წამყვანი კომერციული ბანკი, სს თიბისი ბანკი წარმოადგენს. „თიბისი ლიზინგს“ საქართველოს არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მიღებული Fitch Ratings-ისგან – ‘BB’ სტაბილური პერსპექტივით.

 

 

 

Tags: TBC
ShareShareTweet

Related Posts

PM Irakli Kobakhidze Source: FB
GEO

Kobakhidze: Erekle II’s decision to sign Treaty of Georgievsk saved Georgia and preserved its European perspective

August 18, 2026
GEO

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

August 17, 2026
GEO

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

August 14, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Garibashvili says corruption case was designed to ‘destroy’ him politically

Adjara Prosecutor’s Office arrests a lawyer for influencing a victim

Poland tightens entry rules for workers from Georgia, Colombia and Venezuela

Kobakhidze confirms fuel supplies to occupied Abkhazia were agreed with Georgian government

Kobakhidze: Erekle II’s decision to sign Treaty of Georgievsk saved Georgia and preserved its European perspective

Israeli minister calls for killing 30 to 40 Palestinians in Gaza nightly

Trending

Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today