• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

by Georgia Today
December 23, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა ღონისძიებაზე – „2023 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები“, განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. შეხვედრაზე 2022 წლის მაკრო-სექტორული შედეგები შეჯამდა, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, ვალუტის კურსსა და სექტორულ ტენდენციებზე მიგრანტების შემოდინების გავლენა განიხილეს. ასევე, მომავალი წლის ეკონომიკური მოლოდინები მიმოიხილეს. სხვადასხვა სცენარის გათვალისწინებით, წარმოდგენილი იქნა 2023 წლის ძირითადი მოლოდინები.

2022 წლამდე საქართველოს ეკონომიკური პარტნიორების აქტივობა მნიშვნელოვნად განაპირობებდა საქართველოს ეკონომიკის ზრდას. 2022 წელს ეს კავშირი დიდ წილად მიგრაციის ეფექტმა შეცვალა. უკრაინაში საომარი მოქმედებების გარეშე, 2022 წელს საქართველოს ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ზრდა ბევრად მაღალი იქნებოდა, რაც საქართველოში ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითად იმოქმედებდა. ამდენად, მიგრაციის ეფექტის გარეშე, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა არსებულთან შედარებით მცირედით ნაკლები, თუმცა მაინც მაღალი იქნებოდა. ამას, დიდ წილად ტრადიციული ტურიზმის მეტი აღდგენა განაპირობებდა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უფრო ზომიერია. ასევე, მნიშვნელოვანი იქნებოდა განსხვავება ევრო-დოლარის კურსის, ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთები, საკრედიტო აქტივობისა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ.

ომის გარეშე, ტურიზმის აღდგენა შედარებით უფრო ნაკლები, თუმცა მაინც ძლიერი იქნებოდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, დამატებით გაიზარდა ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები. კონფლიქტის მოგვარება, დიდი ალბათობით, ევროს გამყარებას გამოიწვევს, რაც საქართველოში ეკონომიკური ზრდისთვის და ლარისთვის პოზიტიური იქნება.

2023 წელს ეკონომიკის ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა უფრო განვითარებული ქვეყნების ხარჯზე. ინფლაციის შემცირება კი თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარია.

რაც შეეხება საქართველოში ძირითად მაკროეკონომიკურ მოლოდინებს, რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს – 3.5%, 2024-ში კი 5.4% იქნება. ინფლაციის მაჩვენებელი 3%-იან სამიზნეს ეტაპობრივად დაუბრუნდება, 2023-ში – 2.8%, 2024-ში კი 3.0% იქნება. თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის მოდელის მიხედვით, აშშ დოლარი ლართან მიმართებაში 2023 წელს – 2.80, 2024-ში კი – 2.70, ევრო ლართან მიმართებაში 2023 წელს – 3.11, 2024 წელს კი 3.19 არის ნავარაუდები.

თიბისი კაპიტალის განახლებული პუბლიკაციის თანახმად, მიგრანტებმა არაერთ სექტორზე იქონიეს გავლენა.

2022 წელს სამომხმარებლო სექტორის (FMCG, გარეთ კვება, ფარმაცია, საწვავი, ტანსაცმელი, სამშენებლო მასალები, ავეჯი, ელექტრონიკა) ბრუნვა 34%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციამ, მიგრაციამ, გაზრდილმა მობილობამ, გაუმჯობესებულმა ტურისტულმა და ეკონომიკურმა აქტივობებმა განაპირობა. 2022 წელს სამომხმარებლო სექტორის ბრუნვის 5% მიგრანტებით იყო განპირობებული, 2023 წელს კი მიგრანტების კონტრიბუცია 3%-მდე შემცირდება.

მიგრანტების წვლილი ხარჯვაში შესამჩნევია, განსაკუთრებით, ისეთ სექტორებში, რომლებიც დაბინავებასთანაა დაკავშირებული: ტექნიკა, ავეჯი, სარემონტო მასალები.

2023 წელს მიგრანტების ქცევა ადგილობრივების ქცევას მიუახლოვდება, თუმცა, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებულ სექტორებში, მათი წვლილი ისევ მნიშვნელოვანი იქნება.

2022 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნაწილობრივ მიგრაციითაა განპირობებული. 2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში გასაყიდი ფასი – 15%-ით, ქირის ფასი – 70%-ით, გაყიდვები კი 24%-ით გაიზარდა.

მიგრანტებისაგნ მოთხოვნა ძირითადად გაქირავების ბაზარზე მოდის. 2022 წლის 11 თვეში თბილისში, მიგრანტების მიერ შეძენილი ბინების წილი მთლიან გაყიდვებში – მხოლოდ 5%, გაქირავებულ ბინებში კი 32%-ია. თიბისი კაპიტალის მოლოდინით, გაყიდულ ბინებში მიგრანტების წილი 11.5% იქნება, გაქირავებულ ბინებში კი – 18%. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2023 წელს ზრდას განაგრძობს, თუმცა მიგრაციის ეფექტი 2024 წლიდან უარყოფითი იქნება.

საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ძლიერი ზრდის ტემპი ნოემბერშიც გაგრძელდა და ჯამურად, 2019 წლის 11 თვესთან შედარებით, შემოსავლები 4%-ით გაიზარდა.

2022 წლის 11 თვეში, სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ 51% შეადგინა და 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს 4 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა, რაც განპირობებული იყო: ტურისტული ვიზიტების აღდგენით, საქართველოში დარჩენის ხანგრძლივობის ზრდით (4-დან 6 ღამემდე) და აქტიური შიდა ტურიზმით.

2022 წლის 11 თვეში, დიდ სასტუმროებში საშუალო დღიურმა ფასმა $111 შეადგინა, რაც 2019 წლის ფასს 10%-ით ჩამორჩება. 2023 წელს დიდ სასტუმროებში მოსალოდნელი საშუალო დღიური ფასი $124-ია.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30004756-macro-sectoral-overview

ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
GEO

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

June 10, 2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
GEO

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

June 10, 2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
GEO

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

June 9, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Russian ammunition chief killed in Moscow car bombing as Ukrainian strikes continue to disrupt fuel supplies

Reformerfitness founder appeals business political activity ban to Constitutional Court

Georgian immigrant dies in US ICE custody

NBG buys additional USD 100 million in gold reserves

US launches new strikes on Iran after helicopter downing

Parliament backs amendments expanding teacher hiring rules in schools

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today