• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

by Georgia Today
June 25, 2026
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია მუდმივად ქმნის და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში უწყობს ხელს. ამ ხედვის ნაწილია საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბიც – ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიებით, მათემატიკითა და პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეების აღმოჩენას, შერჩევას და საერთაშორისო ასპარეზობებისთვის მათ მომზადებას.

ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ს და თიბისის ერთობლივი პროექტია, აერთიანებს მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, აძლევს მათ ცოდნას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გამოცდილებას. თუ აქამდე საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ მოსწავლეთა შედარებით მცირე ნაწილს ჰქონდა, ჰაბი ამ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აფართოებს და ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემას მთელი საქართველოს მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

გაიცანით ცოტნე ტაბიძე, რომლის ისტორია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება თვითრწმენამ, ინტერესმა, შრომამ და გარემოს მხარდაჭერამ საერთაშორისო წარმატებამდე მიიყვანოს ახალგაზრდა ადამიანი.

ცოტნეს ისტორია ბავშვობაში მათემატიკისადმი ინტერესით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით, ანდრია რაზმაძის სახ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლისას პროგრამირებით გატაცებაში გადაიზარდა. ეროვნულ ოლიმპიადებზე არაერთი წარმატების შემდეგ, მეცხრე კლასში საქართველოს ნაკრების წევრი გახდა და საერთო ჯამში, ინფორმატიკის და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოთხი ბრინჯაოს, ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა (აქედან 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ინფორმატიკაში). განსაკუთრებული მნიშვნელობა 2010 წელს მოპოვებულ ოქროს მედალს ჰქონდა, რადგან ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოპოვებული პირველი ოქრო იყო.

„როცა წლების განმავლობაში რთულ ამოცანებზე მუშაობ, მარცხდები, თავიდან ცდილობ, ნელ-ნელა უმჯობესდები და ბოლოს შედეგს აღწევ, გიყალიბდება თვითრწმენა, რომ საკმარისი მონდომებით და დისციპლინით ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია“ – ცოტნე ტაბიძე.

საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებებმა ცოტნეს გზა გაუხსნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწავლა MIT-ში განაგრძო. დღეს ის აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან ტექ კომპანიაში მუშაობს. ცოტნეს ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დიდი ძალა აქვს განათლებას, შრომასა და შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას.

ტექ ოლიმპიადების ჰაბის მისიაც სწორედ ესაა – მისცეს მსგავსი შესაძლებლობები საქართველოს უფრო მეტ მოსწავლეს ქვეყნის ყველა რეგიონში. ცოტნე თავის გზავნილშიც მომავალ ოლიმპიელებს ეუბნება: „არ შეგეშინდეთ და არ იფიქროთ, თითქოს ეს მხოლოდ ვიღაც ‘განსაკუთრებულად ჭკვიანი’ ბავშვებისთვისაა“.

დიდი წარმატებები ხშირად ინტერესით, აღმოჩენილი შესაძლებლობითა და საკუთარ თავში რწმენით იწყება. რადგან დასაწყისში შესაძლოა რთულად ჩანდეს, ყველაზე მნიშვნელოვანი იმის დაჯერებაა – რომ მონდომებით, ცოდნითა,  შეუპოვრობით და გამბედაობით შეუძლებელიც შესაძლებელია.

Tags: BTUTBC
ShareShareTweet

Related Posts

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორმა „არქის“ გუნდისთვის ლიდერობის სპეციალური ტრენინგი ჩაატარა
GEO

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორმა „არქის“ გუნდისთვის ლიდერობის სპეციალური ტრენინგი ჩაატარა

June 25, 2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

June 24, 2026
ZEG Storytelling Festival
GEO

ZEG Storytelling Festival

June 23, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Papuashvili says European Parliament and PACE resolutions are ‘an attack on the idea of Georgian statehood’

Georgian Airways launches Tbilisi-Batumi flights, operates four times a week

PACE adopts resolution on Georgia, warns of continued democratic backsliding

US publication highlights Georgia as ‘The cradle of wine with a vision for the future’

Tokayev: Kazakhstan, Georgia, Azerbaijan develop unified Middle Corridor tariff model

Tbilisi kindergarten registration to begin July 6

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today