• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით კომპანია “სულა” კახეთში მეღვინეობას აფართოვებს

by Georgia Today
May 7, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით კომპანია “სულა” კახეთში მეღვინეობას აფართოვებს

2018 წელს დაფუძნებული კომპანია “სულა” კახეთში გაშენებულ ვენახებსა და ღვინის საწარმოებს შორის მხოლოდ ერთ-ერთი იქნებოდა, რომ არა მიდგომა, რომელიც წარმოებულ პროდუქტსა და თავად კომპანიას გამორჩეულს და, შესაბამისად, წარმატებულს ხდის. აქ პროდუქტი ქართულია, საქმისადმი დამოკიდებულება – ევროპული, კომპანიის ამბიცია კი – საერთაშორისო.

საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში შეძენილი პატარა ნაკვეთიდან გაჩნდა, სადაც ვაზი და ატამი გაშენდა. დღეს კომპანია უკვე 8 ჰექტარ მიწას ფლობს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში და 20-მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. ქარხანაში, რომელიც გამართვის პროცესშია, სამომავლოდ 1000 ტონამდე ყურძნის გადამუშავება იგეგმება.

საქმისადმი ევროპული მიდგომა დასაწყისშივე ცალსახად განისაზღვრა, როცა ვაზის ნერგების – მათ შორის ქართული ჯიშის ნერგების – არა ადგილზე შეძენა, არამედ სფრნგეთიდნ ჩამოტანა გადაწყდა.

“ეს ნერგები გაცილებით ჯანსაღია და კარგად უძლებს ადგილობრივ პირობებს. როგორც წესი, ადგილობრივებს, სწორედ არაჯანსაღი ვაზის გამოისობით, ვენახების დაახლოებით, 20 პროცენტი უცდებათ ხოლმე,” – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, ვახტანგ სულაძე.

ქინძმარაულის ზონაში გაშენებული ვაზის 80 პროცენტს საფერავი შეადგენს. ვენახებში კიდევ ერთი ქართული ჯიში ხიხვია, დანარჩენი ფართობი კი ფრანგულ ჯიშებს უჭირავს – მერლოს, კაბერნე ფრანკს, კაბერნე სოვინიონს და პინო ნუარს. საფრანგეთში შეუკვეთა კომპანიამ, აგრეთვე, მაღალი ხარისხის მუხის კასრები, რომლებშიც ღვინო უნდა განთავსდეს.

„სულა“ ბიომეურნეობის მომხრეა. ეს კომპანიის პრინციპული მიდგომაა: „ჩვენ გამოვრიცხეთ შხამ-ქიმიკატები და მხოლოდ ბუნებრივ სასუქს ვხმარობთ. ეს ძალიან მოქმედებს ყურძნის გემოსა და ხარისხზე. რაღა თქმა უნდა, ღვინის ხარისხიც საგრძნობლად უმჯობესდება მსგავსი მიდგომის წყალობით. გვაქვს სერთიფიკატი, რომელიც ბიომეურნეობაში ყოველგვარი სტანდარტის დაცვას ადასტურებს“.

კომპანია საშუალო ფასის მქონე, მყიდველისთვის ხელმისაწვდომი ღვინის წარმოებაზეა ორიენტირებული. წარმოებული პროდუქტის 20 პროცენტი ქვევრის ღვინო იქნება. ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქვევრებს „სულა“ ადგილობრივ ბაზარზე შეიძენს. მომავალ წელს – როცა კომპანია მოსავალს სრულად აიღებს –  გარდა ღვინისა, სხვა ალკოჰოლური სასმელების, წარმოებაც იგეგმება. საწარმოო ხაზი, რომელიც დამონტაჟების პროცესშია, შუშხუნა ღვინისა და კონიაკის დამზადების საშუალებასაც იძლევა.

„სულას“ დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ერთი მხრივ, იგეგმება ინფრასტრუქტურის გაფართოება – მარნის, პატარა რესტორნისა და სასტუმროს აშენება, მეორე მხრივ – პროდუქციის ექსპორტზე გატანა: „ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს გერმანელებთან. გვსურს ჩვენი პროდუქცია ევროპული რესტორნების მენიუებში მოხვდეს. მოგვიანებით სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესვლასაც ვგეგმავთ,“ – ამბობს ვახტანგ სულაძე და აღნიშნავს, რომ დამწყები კომპანიისთვის მსგავსი ამბიციური გეგმები წარმოუდგენელი იქნებოდა მყარი ფინანსური მხარდაჭერისა და პარტნიორობის გარეშე.

„თიბისის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბანკისგან უკვე მეორე ტრანში მივიღეთ. მსგავს ხელსაყრელ პირობაზე ვერც კი ვიფიქრებდით. ძირითადად, მატერიალური მხარის მოსაგვარებლად – ვენახის სარების, მავთულების, სამაგრების შესაძენად დაგვჭირდა ფული. დიდი ინვესტიცია იყო, სამ მილიონ ლარს გადაცდა“.

„სულა“ სამომავლო გეგმებსაც ამ პარტნიორობაზე აგებს და უკვე თამამად ფიქრობს ღვინის წარმოებას გაცდეს. ვენახების დ ატმის ბღების შემდეგ, იგეგმება ასურეთში 100 ჰექტრამდე ტერიტორიის შეძენა ნუშის გასაშენებლად.

ShareShareTweet

Related Posts

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
GEO

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

May 30, 2025
თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია
GEO

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია

May 30, 2025
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს
GEO

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

May 30, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

3 weeks ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

MIA: Nika Melia detained on administrative charges

Ukraine Latest: Drones, Drills, and Diplomacy

British Journalist Barred from Georgia after Investigating Links to Sanctioned Russian Oligarch

The Blooming Electric Now: How DOCA Film Club’s ‘New Georgian Films’ Program Captures a Nation Mid-Transformation

ZEG Festival returns to Tbilisi with future-focused storytelling

Giorgi Bachiashvili: Ivanishvili’s orders led to my kidnapping and 2 days blindfolded

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today