• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისის მხარდაჭერით, “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ – ICCA წევრი კომპანიების შეხვედრა ჩატარდა

by Georgia Today
January 23, 2024
in GEO
Reading Time: 1 min read

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ“, თიბისის მხარდაჭერით, ახალი წევრი კომპანიების ტრადიციულ პრეზენტაციას უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციის ახალი წევრი კომპანიები წარადგინეს, რომლებიც სამშენებლო ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებენ: „ელსაიდი“, „ჰიდროდიაგნოსტიკა“, „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“, „ვორტექსი“, „სელფორდი“, „აპარტ ქონსთრაქშენი“, „სპეცკომფორტი“.

„ღონისძიება, რომელსაც ასოციაცია, უკვე არაერთი წელია ტრადიციულად მართავს, საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სექტორის, ერთი მხრივ, მრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, აძლიერებს ჩვენს ხმას – ინდუსტრიის ხმას, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სექტორისა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ინდუსტრიამ თანამედროვე მიდგომები გაითავისოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ღონისძიების თემად შეგვერჩია მდგრადი მშენებლობა, რადგან ვთვლი, რომ აღნიშნული საკითხი არის სექტორის განვითარების აქტუალური ნაწილი. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ ამ დღის ფარგლებში გამგეობის ახალ წევრს ავირჩევთ“, – ანა საბახტარიშვილი – ICCA ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ ტრადიციულად „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ღონისძიების მხარდამჭერები ვართ. ინფრასტრუქტურის სექტორი თიბისისთვის ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც მთელი ქვეყნისთვის, ვინაიდან ამ სექტორს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. ინფრასტრუქტურული პროექტები სამუშაო ადგილებს აჩენს, ახალი ტექნოლოგიები შემოაქვს და განვითარების პოტენციალს ქმნის, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ვინაიდან, ბოლო წლებში, საქართველო ყალიბდება როგორც რეგიონული სავაჭრო, სატრანსპორტო და ტურისტული ცენტრი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი პირველ რიგში სწორედ თანამედროვე, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას გულისხმობს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივ ბიზნესებს საშუალებას აძლევს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, ენერგოეფექტური პროდუქცია შექმნან ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, – გიორგი დარჩიაშვილი – თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე მენტორინგის პროგრამის დახურვის ღონისძიება შედგა. მენტორინგის პროგრამის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, როგორც მენტორები, აქტიურად ეხმარებოდნენ რეგიონებში არსებულ სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციების გაცემითა თუ ტექნოლოგიური და სხვა ტიპის განვითარების მიმართულებით. მენტორებს წარმატებული საქმიანობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ.

ShareShareTweet

Related Posts

PM Irakli Kobakhidze Source: FB
GEO

Kobakhidze: Erekle II’s decision to sign Treaty of Georgievsk saved Georgia and preserved its European perspective

August 18, 2026
GEO

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

August 17, 2026
GEO

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

August 14, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Garibashvili says corruption case was designed to ‘destroy’ him politically

Adjara Prosecutor’s Office arrests a lawyer for influencing a victim

Poland tightens entry rules for workers from Georgia, Colombia and Venezuela

Kobakhidze confirms fuel supplies to occupied Abkhazia were agreed with Georgian government

Kobakhidze: Erekle II’s decision to sign Treaty of Georgievsk saved Georgia and preserved its European perspective

Israeli minister calls for killing 30 to 40 Palestinians in Gaza nightly

Trending

Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today