• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

გრეის ჰოპერის სახელობის 2023 წლის ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია

by Georgia Today
June 21, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
გრეის ჰოპერის სახელობის 2023 წლის ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია

16 ივნისს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და თიბისის ინიციატივით, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. ექვს ნომინაციაში ჯილდო გადაეცა იმ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და პროგრამებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ტექნოლოგიების სფეროს აძლიერებენ და მრავალფეროვანს ხდიან.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები არიან:

  • ნანა ჯანაშია- მომავლის ლიდერი ქალი
  • თამარ ბოსიკაშვილი- ICT სფეროს ჩემპიონი
  • Bizon.ge – ტექნოლოგიური სტარტაპი
  • Technovation – ქალების გაძლიერების პროგრამა
  • Forset- მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია
  • ნინო გამისონია- ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი

ჯილდო გამარჯვებულებს განსაკუთრებული მიღწევებისთვის, ორგანიზაციის ფარგლებში პოზიტიური ცვლილებებისთვის, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის თუ ქალების გაძლიერებისთვის გადაეცათ.

პროექტი 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით შეიქმნა. წელს მისი მხარდამჭერები Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო არიან.

ღონისძიების პარტნიორებმა და მხარდამჭერებმა გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს. მათ შორის დაჯილდოების მთავარმა პარტნიორმა, თიბისიმ, მომავლის ლიდერის კატეგორიისა და ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. თიბისი მათთვის მენტორობისა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

„თიბისისთვის როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ შექმნის დღიდან ვართ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს პარტნიორები. მოხარულები ვართ, რომ პროექტი უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა და წელსაც გამოავლინა, წაახალისა და დააჯილდოვა ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით. ჩვენ წელსაც, ისევე როგორც გასული ორი წელი, დავაჯილდოვეთ მომავლის ლიდერისა და ტექნოლოგიური სტარტაპის ნომინაციის გამარჯვებულები და მათთან სამომავლოდაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას”, — ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

“USAID მოხარულია, რომ უკვე მესამე წელია მხარს უჭერს გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც წამოაჩენს საქართველოში ჩვენი პარტნიორობის ფუნდამენტურ როლს: კერძოდ, წარმატების მისაღწევად ქალებისა და გოგოების გაძლიერებას ეკონომიკის ყველა სექტორში. ICT ინდუსტრიაში ქალების ჩართულობის რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება, ისინი არამხოლოდ ერთვებიან ამ სექტორში, არამედ იკავებენ ლიდერის/მმართველის პოზიციებს საქართველოში მიმდინარე ინოვაციურ აქტივობებში. ეს ჯილდო ამერიკელი მეცნიერის გრეის ჰოპერის სახელს ატარებს, რომელიც ერთ-ერთი პიონერი იყო ICT სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ICT სექტორში ჩართულ ქალებს უფრო მეტ მოტივაციას მისცემს,“   –  აღნიშნა ჯონ პენელმა, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა.

გრეის ჰოპერი ამერიკელი მეცნიერი, მათემატიკოსი, კომპიუტერულ მეცნიერებაში  ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელიც დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ და მისაბაძ მაგალითად ტექნოლოგიების დარგში. მისი სახელობის ჯილდო დარგში პოზიტიური ცვლილებების დაწყებას ემსახურება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროექტის დახმარებით სამომავლოდ მეტი ქალი იპოვის საკუთარ თავს ტექნოლოგიების სფეროში.

გაიცანით ფინალისტები და გამარჯვებულები- https://helloblog.ge/story/greis-hoperis-jildos-finalistebi–romlebic-teqnologiebshi-genderuli-TanasworobisTvis-ibrZvian?fbclid=IwAR3EEpymC32e9jDuxPs2mEe67e0h9QRWayz1HtQEPrvS-2Mc0YU_xCvkKi4

ShareShareTweet

Related Posts

GEO

სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

August 25, 2025
GEO

„გურმან აკადემია“ – სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

August 25, 2025
GEO

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

August 25, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

4 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Lawyer seeks dismissal of case against ex-Maritime Agency head after forensic report

CoE experts urge withdrawal of Georgia’s “Foreign Agents Registration Act”

Georgian journalist Mzia Amaglobeli named finalist for 2025 Václav Havel Human Rights Prize

Eight opposition parties announce rally in Tbilisi on September 13

Anri Okhanashvili steps down, Mamuka Mdinaradze appointed Head of SSSG

American and British producers explore film opportunities in Georgia

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today