• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მფლობელთა ვინაობა ცნობილია

by Georgia Today
June 3, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მფლობელთა ვინაობა ცნობილია

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მფლობელები გუშინ თიბისი კონცეპტის საკონფერენციო დარბაზში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა.

ჯილდო  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩართულ ქალებს და იმ ორგანიზაციებს და პროგრამებს გადაეცათ, რომლებიც ICT სფეროში ქალების როლის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულნი.

გრეის ჰოპერის ჯილდო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში დააწესა და ის ექვს კატეგორიაში გაიცა.

კატეგორიაში მომავლის ლიდერი წარდგენილი იყვნენ 18-დან 30 წლამდე გოგოები, რომლებიც ტექნოლოგიების დახმარებით საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს უწყობენ ხელს. ამ ნომინაციაში გამარჯვებული ანა რობაქიძე, კომპანია Clientela-ს ინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელი გახდა.  ანამ ამერიკული გამოცილებით საქართველოში დააფუძნა კომპანია Clientela, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს კონგლომერატებთან. ანა 2018 წელს ფორბსის 30 Under 30-ის სიაში, ტექნოლოგიის კატეგორიაშიც მოხვდა.

კატეგორიაში ICT სფეროს ჩემპიონი წარდგენილი იყვნენ ისეთი ქალები, ვისაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღები პოზიცია უჭირავთ და სხვებს კარგ მაგალითს აძლევენ. გამარჯვებული IT Academy Step-ის ქართული ფილიალის თანადამფუძნებელი და დირექტორი მაკა მახათაძე გახდა.  მაკა ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტია. 2015 წელს მან დააარსა IT Academy STEP-ის ქართული ფილიალი, რომელიც აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.

ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიაში გაიმარჯვა Phubber-მა. ეს არის ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის. აქ მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის პროდუქტები. კომპანიას მართავს ქალი და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ინოვაციური პროდუქტების, სერვისებისა თუ ბიზნესმოდელების შექმნაში.

 

კატეგორია ქალების გაძლიერების პროგრამა  გამოარჩევს იმ პროგრამას, პროექტს თუ საზოგადოებრივ ინიციატივას, რომელიც ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობას  უწყობს ხელს. გამარჯვებული ამ ნომინაციაში გახდა ქალთა კოდირების სკოლა (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) — ბიზნესისა და ტექნოლოგიების ამ პროგრამის მეშვეობით ქალები სხვადასხვა უნარს ითვისებენ — სწავლობენ Front და Back-end დეველოპმენტს, ხელოვნურ ინტელექტს, მანქანური დასწავლის პროგრამებს და სხვა საკითხებს. 5 წლის განმავლობაში პროგრამამ ტექნოლოგიურ სამეწარმეო ეკოსისტემაში 5000-ზე მეტი გოგო ჩართო.

კატეგორიაში მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია წარდგენილი არიან ორგანიზაციები, რომლებმაც ქალებისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში თანაბარი, მრავალფეროვანი გარემო შექმნეს. ეს ჯილდო გადაეცა ჯეოლაბს, რომელიც სხვადასხვა სახის შეხვედრასა და ლექციას უწევს ორგანიზებას ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ჯეოლაბს 2015 წლიდან აქვს სპეციალური სასტიპენდიო პროგრამა გოგონებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ სფეროში მათ მოტივირებას და გაძლიერებას.

ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი კი გახდა მაკო ქურთიაშვილი, Smart Academy-ის გენერალური მენეჯერი, Smart Web-ის მმართველი პარტნიორი, ნიკოლა ტესლას სკოლის თანადამფუძნებელი, HIRO-ს სტრატეგიული მრჩეველი.  მაკო 2011 წლიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. 2018 წლიდან მაკო სმარტ აკადემიის გენერალური მენეჯერია. 2020 წლიდან კი სასწავლო სივრცე ნიკოლა ტესლას სკოლა დააარსა, სადაც ბავშვებს განათლების მიღებაში უწყობს ხელს.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო საქართველოში წელს დაარსდა. გრეის ჰოპერი ამერიკელი პროგრამისტი, ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული მეცნიერი ქალი,  გამორჩეული მათემატიკოსი და წარმატებული საზღვაო ოფიცერი იყო.

თითეულ კატეგორიაში გამარჯვებულები, გარდა საჯარო აღიარებისა, მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ვიზიტში ისრაელში, რომელიც  ხორციელდება მაშავის ცენტრსა და საქართველოში ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით. ამას გარდა, თიბისიმ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ რამდენიმე კატეგორიისთვის სპეციალურ პრიზები დააწესეს.

ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

June 20, 2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
GEO

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

June 20, 2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
GEO

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

June 20, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 month ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

12 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Georgian NGOs Decry ‘Russian-Style’ Data Demands from Gov’t

EU Condemns Georgia’s Media Crackdown, Demands Release of Journalist Mzia Amaglobeli

MEP Kols: I strongly demanded strict sanctions against the regime suffocating democracy in Georgia

EU Parliament urges immediate release of Amaglobeli, Devdze, Japaridze, Melia, Gvaramia & Saakashvili

Economist Khishtovani: Business climate in Georgia continues to deteriorate

Anti-Corruption Bureau denies unlawful data requests

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today