• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ალტე უნივერსიტეტი – საუკეთესო ადგილი კლინიკური გამოცდილების მისაღებად

by Georgia Today
May 22, 2024
in GEO
Reading Time: 1 min read
ალტე უნივერსიტეტი – საუკეთესო ადგილი კლინიკური გამოცდილების მისაღებად

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა, ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო სამედიცინო განათლების მიღების მხრივ, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. პრაქტიკული კლინიკური გამოცდილება;  მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურა; საერთაშორისო აღიარება – ალტე უნივერსიტეტი სწორედ ის ადგილია, რომელიც ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს სამედიცინო განათლების სფეროში.

უნივერსიტეტი საქართველოს უმსხვილესი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი ჯგუფის „ევექსის“ ექსკლუზიური პარტნიორია. ეს სტრატეგიული ალიანსი როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ მაღალი დონის კლინიკური გამოცდილება ჯანდაცვის სხვადასხვა  სფეროში. „ევექსი“ ჯგუფის ერთ-ერთ უმსხვილეს კლინიკასთან – „ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან“ თანამშრომლობა უზრუნველყოფს სტუდენტების რეგულარულ კლინიკურ პრაქტიკას მესამე კურსიდან სწავლის დასრულებამდე, რაც განსაკუთრებული და უნიკალური შესაძლებლობაა სამედიცინო პროგრამაზე სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის. აღნიშნული პრაქტიკული გამოცდილება კურსდამთავრებულებს აძლევს საჭირო უნარებსა და თავდაჯერებულობას, რათა შექმნან თავიანთი წარმატებული სამედიცინო კარიერა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ „ევექსი“ კლინიკებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს მესამე კურსიდან სწავლის დასრულებამდე შეუძლიათ, მიიღონ უმაღლესი დონის, რეალური პრაქტიკული კლინიკური გამოცდილება ჯანდაცვის ყველა სფეროში. ქვეყნის უმსხვილეს ჯანდაცვის პროვაიდერთან თანამშრომლობა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს სტუდენტებს, გააგრძელონ სწავლის პროცესი სამედიცინო განათლების მეორე საფეხურზე – ,,ევექსი” რეზიდენტურის პროგრამაზე. გარდა განათლების მიღებისა, ეს თანამშრომლობა ბრწყინვალე შესაძლებლობაა მათი  დასასაქმების კუთხითაც.“ – აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანი, ქეთევან ჩახნაშვილი.

ალტე უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს თავისი სტუდენტებისთვის კომფორტული, თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნაზე. უნივერისტეტი ამაყობს უახლესი კლინიკით, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით. სიმულაციური სასწავლო ცენტრი კი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ სამედიცინო პროცედურებში და განავითარონ კლინიკური უნარები კონტროლირებად გარემოში;  უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს გამორჩეული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტომატოლოგის კაბინეტი, რომელიც კონკურენტუნარიანია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ალტე უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამა სრულად მოიცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ სტანდარტებს, რომლებიც ორიენტირებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგიის ხელშეწყობაზე. MD პროგრამა ამზადებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან კვალიფიციურ, სერტიფიცირებულ ექიმებს, რომლებსაც ესმით ექიმის ძირითადი ღირებულებები და აკმაყოფილებენ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნას. პროგრამა აღიარებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) და უცხოელი მედიცინის კურსდამთავრებულთა საგანმანათლებლო კომისიის (ECFMG) მიერ. ალტე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, გააგრძელონ სწავლა ან დასაქმდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ინდოეთში, სუდანში და სხვა.

ალტე უნივერსიტეტში სამედიცინო მიმართულებით სამი განსხვავებული პროგრამა ხორციელდება – სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი) და ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამა (ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი). აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალიზირდნენ მედიცინის სასურველ სფეროში.

Tags: ალტე უნივერსიტეტი
ShareShareTweet

Related Posts

სამოგზაურო ინტერნეტი და ტოპ ღირსშესანიშნაობების ბილეთები ერთ სივრცეში – mobineX და Ticket Wizz პარტნიორები გახდნენ
GEO

სამოგზაურო ინტერნეტი და ტოპ ღირსშესანიშნაობების ბილეთები ერთ სივრცეში – mobineX და Ticket Wizz პარტნიორები გახდნენ

July 30, 2025
AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა
GEO

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა

July 24, 2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის:  გაიცანით ქეთი ქუთათელაძე
GEO

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ქეთი ქუთათელაძე

July 24, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

3 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Georgia to connect first solar power plants to national grid

Russia slams Tbilisi protest against its ‘neutral’ fencers as ‘Russophobic stunt’

Pardon-for-apology offers fuel tensions as Georgian protest verdicts stall

British-Georgian archaeological team discovers 2,500-year-old wine jar in Nokalakevi

US Embassy: ‘Agile Spirit’ shows US commitment to Black Sea stability and allied cooperation

Wildfires rage across Turkey, Greece, and Albania amid intense mediterranean heatwave

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today