• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

„ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 15 მილიონი აშშ დოლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა

by Georgia Today
October 18, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
„ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 15 მილიონი აშშ დოლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა

„ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, საქართველოს საფონდი ბირჟაზე 15 მილიონი აშშ დოლარის, 2 წლიანი უზრუნველყოფილი, საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. აღნიშნული ემისია „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტისა“ და თიბისი კაპიტალის პირველი ერთობლივი განთავსებაა.

ობლიგაციების ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.00%-ით განისაზღვრა.

ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულ სახსრებს კომპანია არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენებს.

„ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“ კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) შვილობილი კომპანიაა, რომელიც სვანეთში, სოფელ ლახამში ფლობს და მართავს 2 ჰიდროელექტროსადგურს, ჯამური დადგმული სიმძლავრით 15.9 მგვტ.

„მოხარული ვართ, რომ წარმატებით განხორციელდა 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება და ინვესტირება ჩვენს პროექტში. მსგავსი შეთავაზებით კომპანიამ საცალო ინვესტორებსაც მისცა საშუალება, რომ საკუთარი სახსრები დააბანდონ დაბალრისკიან ფასიან ქაღალდებში, მიიღონ ფიქსირებული საპროცენტო სარგებელი და, ამავდროულად, წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში. გამოცხადებული ნდობისთვის, თითოეული ინვესტორის მიმართ გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას და ვგრძნობთ დამატებით პასუხისმგებლობას, რათა ჩვენი კომპანია იყოს ფლაგმანი განახლებადი ენერგო რესურსების ათვისების მიმართულებით საუკეთესო სტანდარტების დამკვიდრებაში. ჩვენი ღრმა რწმენით, ასეთი ტიპის თანამშრომლობა და სარგებლის განაწილების ფორმა, ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ჩვენი ქვეყნის მწვანე ენერგო რესურსების ათვისების ხარჯზე, მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირებას“, – გიორგი აბრამიშვილი, „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი.

„მოხარული ვარ, რომ „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის“ პირველადი ემისიის მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ და კაპიტალის სტრუქტურის გაუმჯობესებაში ვეხმარებით კომპანიას, რომელიც ქვეყანაში – განახლებადი ენერგეტიკული რესურსის ეფექტურად ათვისებას, შედეგად კი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებასა და იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას უწყობს ხელს. ეს ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისთვის 2023 წელს ობლიგაციების რიგით მე-14 განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის უპრეცედენტო გააქტიურებას ადასტურებს“, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

ShareShareTweet

Related Posts

GEO

Kobakhidze: Erekle II’s decision to sign Treaty of Georgievsk saved Georgia and preserved its European perspective

August 18, 2026
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
GEO

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

August 17, 2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
GEO

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

August 14, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Kobakhidze: Erekle II’s decision to sign Treaty of Georgievsk saved Georgia and preserved its European perspective

Israeli minister calls for killing 30 to 40 Palestinians in Gaza nightly

FBI-wanted US-Uzbek citizen arrested in Tbilisi

Public Safety and Police Academy granted higher education institution status

What it costs to rent an apartment in Tbilisi

Garibashvili: From today, Bidzina Ivanishvili and government bear full responsibility for my safety and that of my family

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today