• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

„შატო ვარციხე“ იმერეთში თიბისისთან პარტნიორობით ვითარდება

by Georgia Today
March 6, 2024
in GEO
Reading Time: 1 min read

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბიზნესიც იღვიძებს, განსაკუთრებით კი, ეს ისეთ ბიზნეს იდეას ეხება, რომელიც ვენახების კვალდაკვალ დაიბადა და განვითარდა, ისე როგორც ეს სოფელ ვარციხეში მოხდა.   „შატო ვარციხე“  ბაღდათის რაიონში 2022 წლის 4 აგვისტოს გაიხსნა.

სასტუმროსა და რესტორნისგან შემდგარი შატო ერთადერთი არაა იმ საოჯახო ბიზნესიდან, რომელიც ოჯახს იმერეთში აქვს. შატოს ირგვლივ არტყამს 20 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული ვენახი, სადაც მოყვანილი ყურძნის სხვადასხვა ჯიშისგან 11 სახეობის ღვინოს და სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს ადგილზე აწარმოებენ.

„ჩვენი პირველადი მოტივაცია იმერული ღვინის წარმოება იყო, რისთვისაც შევიძინეთ ბაღდათის რაიონში მიწა და 2016 წელს პირველი ვაზი – ოცხანური საფერე ჩავყარეთ. ამას ეტაპობრივად დაემატა კიდევ სხვა ჯიშები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ 11 სახეობის ღვინო ჩამოვასხათ. აგრეთვე გვაქვს სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებაც. ჩვენი ღვინო ამჟამად „ვარციხეს მარნის“ ბრენდის ქვეშ იყიდება, თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებთ რებრენდინგს  და ჩვენი პროდუქცია ბაზარზე „შატო ვარციხეს“ სახელით გამოვა“, – თამაზ ცირეკიძე, „შატო ვარციხეს“ დირექტორი.

ვენახების ტერიტორიაზე შატოს აშენება მოგვიანებით გადაწყდა, მას შემდეგ რაც გამოიკვეთა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობები. ამჟამად „შატო ვარციხეს“ 20-მდე ნომერი აქვს კოტეჯების სახით, სადაც სტუმრების მიღება შეუძლია. შატოს აქვს რესტორანი, აუზი, საკონფერენციო დარბაზი, საჯინიბო და ხელოვნური ტბა, სადაც სტუმრებს თევზაობაც შეუძლიათ.

„თიბისისთან პარტნიორობამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეფართოებინა ჩვენი სასტუმროს ინფრასტრუქტურა, ავაშენეთ საკონფერენციო დარბაზი, საჯინიბო, ვაშენებთ მეორე აუზს და ა.შ. ეს 5 წლიანი პროექტია, რომლის ფარგლებში კიდევ ვაპირებთ გაფართოვებას და კოტეჯების დამატებას“, – ამბობს თამაზ ცირეკიძე.

„შატო ვარციხე“ საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა Booking.com -ზე, სადაც სასტუმროს რეიტინგი 9.4 -ია, მომხმარებელთა კმაყოფილებას და შეფასებებს აქ განსაკუთრებით უფრთხილდებიან და უსმენენ. სტუმრებს მთელი მსოფლიოდან იღებენ, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

ამჟამად „შატო ვარციხეში“ 40-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივია. მომავალში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება, სასტუმროს და ვენახების გაფართოების კვალდაკვალ, რაც უახლოეს 5 წელიწადშია დაგეგმილი.

ShareShareTweet

Related Posts

GEO

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

August 20, 2026
GEO

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

August 20, 2026
GEO

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს 

August 19, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Teachers given an extra year to meet new salary requirements

Suspect arrested after robbing two foreign citizens at knifepoint in Tbilisi park

Movement for Cultural Heritage issues urgent appeal over Rustaveli Avenue works

EuroNews: Russians pull billions from banks fearing Kremlin will seize savings for war

Two arrested after stealing cash from terminal and swapping neighbor’s license plate

Shio III congratulates Metropolitan Onufriy on 12th anniversary of enthronement

Trending

Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today