ბოლო რამდენიმე ათწლეულში მოხდა მასობრივი რევოლუცია კომუნიკაციის სფეროში; დღეს, ჩვენ შეგვიძლია ღილაკზე თითის დაჭერით სამყაროს მეორე ბოლოში მყოფი ადამიანები ვიხილოთ.
ბევრი განიხილავს ვირტუალური რეალობის პოტენციალს რადიკალურად გარდაქმნას ერთმანეთთან თუ ფიზიკურ გარემოსთან ურთიერთობის ფორმები. ლიდერები ტექოლოგიების სფეროში გეგმავენ მომავალს, სადაც ჰოლოგრაფიული კომუნიკაცია ახალი რეალობა გახდება.
მაგრამ, კომუნიკაციის ფორმების ამ სწრაფ ცვლილებებს აქვს უარყოფითი მხარეებიც. ექსპერტები წუხან თანამედროვე ადამიანის ექსესიურ დამოკიდებულებაზე ეკრანსა და სოციალურ მედიაზე; ეს საკითხები ახლა განსაკუთრებით რელევანტურია, რადგან პირველი “ციფრული თაობები” ახლა იზრდებიან.
კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამძლავრა სამყაროს ვირტუალურ სივრცეზე დამოკიდებულება. ბოლო თვეებში, ტექნოლოგიური წინსვლით მიღწეული ვირტუალური სივრცე და მისი შესაძლებლობები ბევრისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა.
საფრთხე, შესაძლებლობა, თუ ორივე? რა შედეგები მოაქვს კორონავირუსის კრიზისს ციფრული ინდუსტრიისთვის? ცვლის თუ არა მიმდინარე პანდემია ადამიანთა მასიურ ცნობიერებას? რა საკითხებში?
27 აგვისტოს, The Economist- მა, Mission Winnow- ის მხარდაჭერით, ჩაატარა ვებინარი, რომელიც ზემოთ ხსენებულ საკითხებზე დისკუსიას მიეძღვნა. როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან, როგორ იცვლება ურთიერთობის ფორმები და რას ნიშნავს კორონავირუსით გამოწვეული ცვლილებები თანამედროვე ადამიანისთვის?
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გამოჩენილმა პროფესიონალებმა, სპიკერებბა მთელი მსოფლიოდან, კერძოდ: მარიან სალზმანი, Philip Morris International- ის გლობალური კომუნიკაციების უფროსი ვიცე პრეზიდენტი; იოჰან ბატტინგი, Slack’s EMEA– ს ვიცე – პრეზიდენტი; ჰელენ ჯოისი, Economist Events– ის აღმასრულებელი რედაქტორი და პოლი კურტისი, Tortoise Media– ს ყოფილი რედაქტორი.
მარიან სალზმანმა ხაზი გაუსვა პანდემიის გავლენას ადამიანის სიცოცხლისუნარიანობაზე; მისი აზრით, კორონავირუსი დაგვეხმარა დავაკვირდეთ დროის მართვისა და მეტად ეფექტური გამოყენების სხვადასხვა გზებს.
”ჩვენ საბოლოოდ მოვკალით აგრარული საათი; ის წარმოდგენა, რომ აუცილებელია მზესთან ერთად გავიღვიძოთ და მუშაობას საღამოს მოვრჩეთ. პანდემიამ დამანახა, რომ ჩვენ გვაქვს 24 საათიანი დღე, უამრავი დრო სწავლის, ზრდის, მუშაობისა და ურთიერთობისთვის. პანდემიიც დროს გაყინულმა დრომ მასწავლა, თუ რამდენად მეტი სასიამოვნო აქტივობის ჩატევა შემიძლია დროში. პანდემიის პირველ პერიოდში 3:30 საათზე ვიღვიძებდი და სამუშაო დღეს 1:30 საათზე ვასრულებდი; ეს ღირებული ცვლილება იყო, რადგან დავაფასე ყველა ის დამატებითი რამ, რისი კეთებაც დღის განმავლობაში შემეძლო.”
ამგვარი კრიზისი უნიკალურია იმით, რომ გვაიძულებს ჩვევების დავიწყებასა და ახლების შეძენას. იოჰან ბატტინგმა აღნიშნა, რომ კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათი ბიზნეს მოდელების მორგება ამ ტიპის არაპროგნოზირებად კრიზისზე; მათ უწევთ მეტად დაეყრდნონ კრეატიულობასა და თანამშრომლობას, შექმნან მოქნილი ბიზნეს მოდელები.
“ოფისი აღარ არის ოქროს სტანდარტი პროდუქტიულობისათვის”, – აღნიშნა ბატტინგმა. “პანდემიის დროს მრავალი გუნდი უფრო პროდუქტიული გახდა, ვიდრე ოდესმე. თუკი ოფისი აღარ არის ოქროს სტანდარტი, რა შეცვლის მას? მე ვფიქრობ, რომ პასუხი აუცილებლად მოიცავს მეტად კრეატიულად წარმოდგენილ საოფისე ფართს, დისტანციურ სამუშაო სტრატეგიასა და სწორ ინსტრუმენტებს თანამშრომელთა დასახმარებლად. ”
მარიან სალზმანის აზრით, პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში ნათელი გახდა, რომ კორპორაციები, რომლებიც აფასებენ გამჭვირვალობასა და ობიექტურობას, საბოლოოდ უფრო მეტად ეფექტურები არიან.
”ამჟამად წარმატებას აღწევენ ის კომპანიები, რომლებიც პირველად მნიშვნელობას თავიანთ თანამშრომლებს ანიჭებენ, შემდეგ საზოგადოებას, სადაც ისინი არსებობენ; კომერციული მიზნებისთვის კი მხოლოდ მესამე ადგილია განკუთვნილი. ჩემთვის მთავარი გაკვეთილი იყო მასიური ჰუმანიზმის ინექცია: კორპორაციებს უზომოდ დიდი სულისკვეთება და პატივისცემა უნდა გამოეხატათ იმ ფაქტის მიმართ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ კრიზისის წინააღმდეგ”.
”პანდემიამ გვასწავლა, თუ როგორ მოვისმინოთ მხოლოდ ის, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია; ვისწავლეთ მეტი გზა ჩვენს პირად სამყაროში კომფორტულად საარსებოდ. იმის გააზრებული ცოდნა თუ როდის გამოვეთიშოთ გარემო პროცესებს და როდის პირიქით, ჩავერთოთ მათ მსვლელობაში, შეიძლება ცნობიერების შემდგომ გაფართოებად იქცეს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასარგებლოა; არ შევწუხდეთ იმით, რაც უმნიშვნელოდ მიგვაჩნია”.
ელენე ძებისაშვილი