• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

by Georgia Today
March 22, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 100 მილიონი ლარის, 3 წლიანი საჯარო ობლიგაციები გამოუშვა, საიდანაც, ამ ეტაპზე, 80 მილიონი ლარი წარმატებით განათავსა. დარჩენილ მოცულობას კი კომპანია, წლის განმავლობაში, დამატებითი ლიკვიდურობის საჭიროების მიხედვით გამოიყენებს. აღნიშნული ობლიგაციები სალიზინგო პორტფელით იქნება უზრუნველყოფილი.

გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 3.0%-იანი მარჟით განისაზღვრა, რომელიც თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR) იქნება მიბმული. თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი ყველაზე მაღალია საქართველოში მოქმედ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch-ის მიერ, BB- სტაბილური პერსპექტივითაა განსაზღვრული.

თიბისი ლიზინგი ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებულ ფინანსურ რესურსს, სალიზინგო პორტფელის ზრდის დაფინანსებისთვის გამოიყენებს, ნაწილს კი  უკვე არსებული ობლიგაციების რეფინანსირებისთვის მიმართავს.

აღნიშნული ტრანზაქცია თიბისი ლიზინგისა და თიბისი კაპიტალისთვის რიგით მე-8 ერთობლივი განთავსებაა.

ობლიგაციებში ინვესტირება  ქართულ კომერციულ ბანკებთან ერთად, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ, ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა და საპენსიო ფონდმაც განახორციელეს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შეძენილი რიგით მე-2 ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია.

“მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის კიდევ ერთი წარმატებული საჯარო განთავსება განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ განთავსება ეროვნულ ვალუტაში მოხდა რაც, როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია. ერთი მხრივ, კომპანიისთვის ეროვნულ ვალუტაში ფინანსური სახსრების მოზიდვა მინიმუმამდე ამცირებს სავალუტო რისკებს და გვაძლევს მოქნილობას მომხმარებლებს მათთვის ხელსაყრელ პირობებში შევთავაზოთ ლიზინგით დაფინასნება. მეორე მხრივ, კი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზარზე ეროვნული ვალუტის ლიკვიდურობას. მნიშვნელოვანია რომ, აღნიშნულ ტრანზაქციაში საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე იყო ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინვესტორების მხრიდან თიბისი ლიზინგის მიმართ გაზრდილ სანდოობაზე”, – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

ShareShareTweet

Related Posts

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
GEO

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

February 19, 2026
Hello Tech გოგოებისთვის
GEO

Hello Tech გოგოებისთვის

February 17, 2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
GEO

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

February 17, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

10 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Ukraine Latest: Civilian Toll, Infrastructure Damage, and Stalled Diplomacy Going into the 4-Year Anniversary

Four Years of War: “Ukraine Will Not Only Survive — We Will Prevail”

Tbilisi City Court upholds pre-trial detention of former PM Gakharia in Chorchana Case

Former Co-Investment Fund Head Giorgi Bachiashvili released after admitting charges

Detained journalist Eliso Kiladze denies charges in “call center” case

Parliament backs grant amendments, adds “extremism” offense

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today