• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

by Georgia Today
September 24, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა მორიგი მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. ვებინარზე მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და  მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებული სამომავლო მოლოდინები.

მიმოხილვის თანახმად, 2021 წლის 7 თვეში მშპ-ის ზრდაში ფულადი გზავნილების, დაკრედიტების, ექსპორტისა და ფისკალური სტიმულის კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იყო. ტურისტული შემოსავლების დაბალი წვლილი 1-ლი კვარტლის უარყოფითმა დინამიკამ განაპირობა. რეალური მშპ-ის ზრდა 2019 წელთან შედარებითაც დადებითი იყო და დაახლოებით 4.8% შეადგინა.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ტურიზმის აღდგენა შენელდა. ქვეყნების მხრივ, ძირითადი კლება ისრაელიდან შემოსავლების ვარდნის შედეგია. აგვისტოს შემოდინებებში ყველაზე დიდი წილი ევროკავშირზე მოდიოდა. სრული 2021 წლისათვის 2019 წელს მიღებული შემოსავლების 37.5%-ის აღდგენაა მოსალოდნელი.

პანდემიის დროს მაღალშემოსავლიანი შინამეურნეობების დანაზოგები გაიზარდა. 2021 წლის მე-2 კვარტალში კი, ეკონომიკისა და საზღვრების გახსნასთან ერთად, დანაზოგების გახარჯვა დაიწყო, რამაც ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული მისცა.

თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს 2021 წლისათვის 10%-ზე მაღალი ზრდის პროგნოზს. 2022 წლისათვის კი, ადრინდელი 6.5%-იც ნაცვლად, ეკონომიკის 6%-იანი მატებაა გათვალისწინებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ინფლაციის შემცირება 2022 წელსაა მოსალოდნელი. ინფლაცია მაღალია, როგორც სამომხმარებლო, ასევე სამრეწველო პროდუქციის მიხედვით. ბოლო პერიოდში სამრეწველო ფასების ზრდა დასტაბილურდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად სამომხმარებლო ფასების ზრდის ნორმალიზებაზე მიუთითებს.

საბაზო სცენარი 2022 წლის მეორე კვარტლიდან ლარის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიზეზებია: ინფლაციის კლება, პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის შემცირება, ტურისტული შემოსავლების აღდგენა, ლარის კურსის დასტაბილურება.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2021 წელს სავალუტო შემოდინება-გადინების ბალანსი დადებითი იქნება, რაც სავაჭრო ბალანსის, ტურიზმის, FDI-ის, გზავნილების, მთავრობის საგარეო ვალისა და სავალუტო დაკრედიტების პროგნოზს ეყრდნობა. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი 2021 წელს ლარის მნიშვნელოვან მერყეობას არ ითვალისწინებს, 2022 წელს კი მცირედი გამყარების მოლოდინია.

პუბლიკაციის სექტორული ნაწილის თანახმად, 2021 წელს არაერთი სექტორი გადააჭარბებს პანდემიამდელ ნიშნულს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელს ფარმაცია, FMCG და ჯანდაცვა, 2019 წლის ნიშნულებს 10%-ზე მეტით გადააჭარბებს ნომინალური ბრუნვით. ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სექტორები, HORECA, კომერციული უძრავი ქონება, 2021 წელს ვერ დაუბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულებს.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინება შენელებულია. შემოსავლებში მნიშვნელოვან წილს უკრაინა, ისრაელი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთის ქვეყნები იკავებენ. აღსანიშნავია შიდა ტურიზმის წვლილი სასტუმროების დატვირთულობისა და საშუალო დღიური ფასის აღდგენაში. ინდუსტრია 2019 წლის დონეს 2023-ში მიუახლოვდება.

საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორი აღდგენას განაგრძობს. თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები იზრდება. მოთხოვნა იზრდება დიდუბეში, ისანსა და სამგორში. ჯამურად, ტრანზაქციების რაოდენობამ 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 1.2%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს. პანდემიამ ბათუმზე მეტად იმოქმედა. ფასებისა და ტრანზაქციების მიხედვით, 2022 წლიდან, ბათუმში სექტორი შედარებით სწრაფად გაიზრდება, ვიდრე თბილისში.

ShareShareTweet

Related Posts

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი
GEO

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი

March 13, 2023
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება
GEO

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება

March 13, 2023
თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო
GEO

თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

March 13, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

5 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

11 months ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

1 year ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

1 year ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

1 year ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

ICC judges issue arrest warrant against Putin

New support for Moldova and Georgia against “threat on their doorstep” as Foreign Secretary visits region

Political Roundup: A Week of Protests, Flag Burning and Determination to Gain EU Candidacy

MEP Kubilius: Georgian people have a strong desire to join the EU, the gov’t is the main obstacle

Lawyer: Mikheil Saakashvili’s weight has dropped to 60 kg

Vashadze: We are discussing with MEPs how not to punish Georgia & what to do with the Gov’t

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today