• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი ბიზნესდაჯილდოების „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი

by Georgia Today
November 27, 2025
in GEO
Reading Time: 2 mins read
თიბისი ბიზნესდაჯილდოების „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი

დღეს, როდესაც კომპანიები ცდილობენ არ შეიზღუდონ გეოგრაფიით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იპოვონ მათთვის იდეალური გუნდი, რეკრუტირების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, ე.წ. growth კონსალტინგი კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა. 

პანდემიის დასაწყისში არსებულმა ბაზრის მოცემულობამ  პროფესიით საერთაშორისო სამართლის მცოდნე, გიგა მეტრეველს  ფრილანსერობა საბოლოოდ გადააწყვეტინა. თუმცა, იმ მომენტისთვის ევროპული და ამერიკული სტარტაპების ეკოსისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება უკვე ჰქონდა. 

„მთავარი პირობა, რამაც ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა, მოქნილობა იყო. არ მსურდა, კონკრეტულ პროდუქტზე ვყოფილიყავი მიბმული და 10-15 წელი ერთ ადგილას გავჩერებულიყავი.  ფრილანსერობა კი იმის საშუალებას გაძლევს, შეხება გქონდეს სხვადასხვა ბიზნესმოდელთან, პროდუქტთან და სტრატეგიასთან, იმუშაო სხვადასხვა ინვესტორთან, დამფუძნებლებთან და რეალური გავლენა მოახდინო ბიზნესის მიმართულებაზე“, – გვიხსნის გიგა, რომელიც  ბოლო 10 წლის განმავლობაში, 30-ზე მეტ სტარტაპს დაეხმარა გაზრდა – განვითარებაში. 

პირველი, რასაც ახალ სტარტაპთან მუშაობისას არკვევს, ის პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც კომპანია ცდილობს.  ასევე, უმნიშვნელოვანესია დამფუძნებლები და გუნდი, რომლებიც სტარტაპს წარმოადგენენ

„დამფუძნებელს უნდა ჰქონდეს მთავარი უნარი – სწორად განსაზღვროს, რა ეტაპზე როგორი ხალხი მოიყვანოს სტარტაპში და ჩართოს სამუშაო პროცესში. თუ ამას ვერ ახერხებს, საეჭვოა სტარტაპიდან რაიმე გამოვიდეს. დამფუძნებელს, ასევე, უნდა შეეძლოს „არა“-ს თქმა და კომპრომისებზე მარტივად არ მიდიოდეს“,- ამბობს გიგა.

ადამიანს, Uberall, Gorillas, revolut, Trade Republic, Solarisbank, Yilu, Gigs-სთან უმუშავია და მხოლოდ ერთი კომპანიისთვის წელიწადნახევარში 15 000 კადრის რეკრუტირება შეძლო, ნამდვილად დაეჯერება. მისი, როგორც Growth კონსულტანტის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს სტარტაპებს ორგანიზაციული დიზაინის, ზრდის გეგმის შექმნასა და აღსრულებაში. 

მრავალფეროვანი საქმიანი პორტფელის მიუხედავად, გიგა მეტრეველისთვის თიბისი ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება იყო.

„თიბისი სტარტაპ ტექნოლოგიების განვითარებისთვის ბევრ სწორ ნაბიჯს დგამს. ჩემთვის ბიზნესდაჯილდოების კონკურსში მონაწილეობა ერთის მხრივ იყო საინტერესო ხალხთან გადაკვეთის წერტილი, მეორე მხრივ კი – იმ საქმის შესახებ ცნობადობის ამაღლება, რომელსაც ვაკეთებ“, – ამბობს გიგა, რომელსაც „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტობა და მესამე ადგილი ერგო. 

„საერთო ემოციური ინტელექტი დიდ როლს თამაშობს. პარტნიორმა შენიანად უნდა გიგრძნოს. უცხოელ  ინვესტორებთან თუ დამსაქმებლებთან პარტნიორობა იმ მომენტიდან მოდის, როდესაც ხარ გლობალური ურთიერთობების ნაწილი. ეს არის  თანამშრომლობის მთავარი საფუძველი. ამიტომ, მთავარ რჩევას, რომელსაც ჩემს სტუდენტებს ხშირად ვუმეორებ არის, ის რომ იყვნენ გლობალური  ბაზრის ნაწილი – გაეცნონ მეტ ქვეყანას, კულტურას  და შეინარჩუნონ ღიაობა – განსაკუთრებით კარიერის პირველ წლებში “.

ეს რჩევა ზუსტად ეხმიანება თიბისი ბიზნესდაჯილდოების წლევანდელ  გზავნილს: – წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს.

Tags: TBC
ShareShareTweet

Related Posts

 თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
GEO

 თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

March 3, 2026
GEO

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

March 3, 2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
GEO

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

March 1, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

10 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

EU ministers’ meeting postponed after drone strike on UK air base in Cyprus

Drone strike hits main gate of UK’s RAF Akrotiri base in Cyprus

Government of Georgia expresses condolences to Iran and Israel amid escalating Middle East conflict

Iran in turmoil after supreme leader’s death — new interim leader named, war with Israel escalates

Putin sends condolences to Iran, calls killing of Ali Khamenei “cynical”

MFA Georgia “concerned” over Middle East situation, stresses need for diplomatic de-escalation

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today