• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისის ფერადი ბარათების რედიზაინი Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია

by Georgia Today
August 9, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისის ფერადი ბარათების რედიზაინი Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია

თიბისის ახალი ვერტიკალური ბარათები ფერადი დიზაინით, რომლის დიზაინის ავტორიც ერეკლე ინაშვილია, საერთაშორისო კონკურსის Red Dot Design Award გამარჯვებულია. მსოფლიოში ცნობილი, ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ერეკლი ინაშვილს კატეგორიაში „ბრენდისა და კომუნიკაციის დიზაინი 2021“  თიბისის ბარათების შექმნისთვის გადაეცა.

Red Dot Design Award ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი საერთაშორისო დიზაინ კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა Google, BMW, Mercedes, Adidas, Uber და სხვ. ჯილდო გაიცემა ორ კატეგორიაში – პროდუქტის დიზაინი და ბრენდის დიზაინი.

თიბისის ფერადი ბარათები არის პირველი ქართული კომპანიის პროექტი, რომელმაც ეს საერთაშორისო ჯილდო მიიღო. თიბისიმ ბარათების რედიზაინი, ახალი ვერტიკალური ფორმითა და სხვადასხვა ფერის თემატიკით მომხმარებელს 2020 შესთავაზა. რედიზაინთან ერთად, ბარათების გაყიდვის სრულიად ახალი, გამოწერის მოდელი დაინერგა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი ერთიანად იღებს, როგორც ახალ ბარათებს, ასევე, ბანკის სხვადასხვა მისთვის საჭირო პროდუქტს. ფერადი ბარათების დიზაინისა და კონცეფციის ნახვა აქ შეგიძლიათ: www.behance.net/Erekle

„დიზაინისა და ბრენდინგის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის Red Dot Design Award ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო და მწვერვალია ამ სფეროში. შესაბამისად, ყველა ცდილობს, რომ ამ კონკურსში თავისი ნამუშევარი მოახვედროს. ჩვენ, თიბისისთან ერთად, ჩავთვალეთ, რომ ბარათების რედიზაინი იყო ძალიან დიდი ნაბიჯი ბრენდისთვის ახალი მწვერვალებისკენ. შედეგად, გადავწყვიტეთ, ამ კონკურსზე შეგვეტანა ნამუშევარი. ნამუშევრის გაგზავნისას, ანოტაციაში ჩავწერეთ, რომ თიბისის ბარათები არ არის მხოლოდ ერთადერთი ატრიბუტი, რომლის რედიზაინიც მოხდა. არამედ, ეს სადა და ფერადი რედიზაინი გვაძლევს სულ სხვა რეალობას – ბრენდი მომხმარებელთან კომუნიკაციას ამყარებს უფრო მარტივად, პირდაპირ, ფერადად. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბრენდის პლატფორმისთვის არის ძალიან დიდი ბიძგი და საკომუნიკაციო მესიჯი,“ –  ერეკლე ინაშვილი, დიზაინერი.

2021 წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღეს დიზაინერებმა, სააგენტოებმა და კომპანიებმა მთელი მსოფლიოდან, მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც დიდი მოთამაშეები, ასევე ახალი პროექტები მთელი ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან. დიზაინერებისთვის ეს კონკურსი არის შესანიშნავი პლატფორმა ნამუშევრების შესაფასებლად და აღიარების მოსაპოვებლად.

კონკურსის ჟიურიმ, რომელიც 24 ადამიანისგან შედგება, ინდივიდუალურად შეაფასა წარდგენილი ნამუშევრები და ბრენდები, რომლებსაც ეს პროექტები წარმოადგენდნენ. შეფასების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრეატიულ იდეას, ფორმას და წარდგენის კომუნიკაციას.

„ჟიური სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა Red Dot Award – ზე წარდგენილი პროექტების ხარისხით. ის ფაქტი, რომ თქვენ მოახერხეთ ასეთი ძლიერი კონკურენტების ფონზე შთაბეჭდილების მოხდენა ექსპერტებზე, ნათლად ადასტურებს, რომ თქვენი დიზაინი გამორჩეულია. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, რომ Red Dot – ის ჯილდო „ბრენდის და კომუნიკაციის დიზაინის“ კატეგორიაში გადაეცა ისეთ პროექტებს, რომლებიც ეხმიანება მსოფლიოში დღეს მიმდინარე გამოწვევებს. დიზაინის გამორჩეული ხარისხის წყალობით, თქვენი პროექტი შესაძლებელს ხდის შეცვალოს დამოკიდებულება და აიძულოს ხალხი სხვანაირად იფიქროს.  ძლიერი ბრენდი ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ელემენტი მომხმარებლის ლოიალობის შესაქმნელად. როგორც Red Dot Design Award – ის ლაურეატმა თქვენ დაამტკიცეთ ეს და შექმენით თანმიმდევრული, მაგრამ თანამედროვე ბრენდის იმიჯი, რომელიც ავთენტურ ღირებულებებს ატარებს,“ – განაცხადა Red Dot Award-ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა პიტერ ზეკმა.

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიზაინ კონკურსის ისტორია 1955 წლიდან იწყება, რიდესაც ჟიური  პირველად შეიკრიბა, რათა შეეფასებინა ეპოქის საუკეთესო დიზაინები. დღემდე კონკურსი 20 ათასამდე წარდგენილ ნამუშევარს ითვლის.

1990 წელს კონკურსის გენერალურმა დირექტორმა პროფესორმა პიტერ ზეკმა შექმნა კონსურსის სახელწოდება და ბრენდი. მას შემდეგ Red Dot (წითელი წერტილი) გამორჩეული დიზაინის სამარკო ნიშანია, რომელი საერთაშორისოდ არის აღიარებული. კონკურსის გამარჯვებულები წარმოდგენილი არიან ყოველწლიურ წიგნში, მუზეუმებში და ასევე Red Dot Award -ის ვებგვერდზე www.red-dot.org.

Red Dot Design Award – ის  წლევანდელი დაჯილდოვების ცერემონიალი 12 ნოემბერს ბერლინში გაიმართება, სადაც გრან-პრის მფლობელის ვინაობას დაასახელებენ.

ShareShareTweet

Related Posts

ადამიანების მენეჯმენტი | 360° – თიბისი დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის
GEO

ადამიანების მენეჯმენტი | 360° – თიბისი დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის

May 24, 2023
სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო
GEO

სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო

May 24, 2023
თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია
GEO

თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია

May 24, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

8 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

1 year ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

1 year ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

1 year ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

1 year ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Forest Protection Brings Benefits to 1,300 Residents of Machakheli Gorge

Media: Georgia Has Become the 2nd Most Popular Destination for Russian Tourists

25th Tbilisi Int’l Book Festival Takes Place May 25 through May 28

Achondroplasia Added to Rare Diseases Treated by the State Program

FAO and the EU Support Relocation of Ukraine’s National Seed Collection to a Secure Site

Special Rep. of NATO Sec. General in the Caucasus and Central Asia to visit Georgia

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today