• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისის მხარდაჭერით, თბილისსა და ბათუმში, კომპანია „ნოვას“ 3 ახალი საწარმოო მიმართულება დაემატა

by Georgia Today
May 1, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისის მხარდაჭერით, თბილისსა და ბათუმში, კომპანია „ნოვას“ 3 ახალი  საწარმოო მიმართულება დაემატა

სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელსა და იმპორტიორს საქართველოში – კომპანია „ნოვას“, თიბისის მხარდაჭერით, პორტფელში 3 ახალი საწარმოო მიმართულება – XPS, წებო-ცემენტები და შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალი მილები დაემატა.

XPS და წებო-ცემენტის წარმოება თბილისში, 8800 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. შავი მეტალის წარმოება კი – ბათუმში, ადლიის დასახლებაში, 10 300 კვ.მ ფართობზე.

ახალი საწარმოო ხაზების შესაძენად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ჯამში 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც, თიბისის მხრიდან, 28 მილიონ ლარამდე გაიცა, მათ შორის – სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული პროგრამის ფარგლებში. თბილისისა და ბათუმის წარმოებებისთვის კი – 20 მილიონი ლარი.

ახალი წარმოებები შემდეგ პროდუქტებს აერთიანებს:

  • XPS (ექსტრუდირებული პოლისტიროლი) – „ნოვა“ პირველი კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელიც XPS-ს აწარმოებს. პროდუქცია გამოიყენება ფასადის, საძირკვლებისა და ჭერის დათბუნებისთვის.
  • ნოვას წებო-ცემენტები – ამიერიდან კომპანია უკვე ქართული წარმოების  4 დასახელების წებო-ცემენტს შესთავაზებს მომხმარებელს.
  • ბეტეკის წებო-ცემენტები – „ნოვამ“ სამშენებლო ქიმიის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგის – NIPPON PAINT ჯგუფის პორტფელში შემავალი  ბრენდის  – BETEK-ის წებო-ცემენტების წარმოების ფრანჩიზა მოიპოვა. „ნოვას“ საწარმოში წარმოებული BETEK-ის წებო-ცემენტით ამიერკავკასიის რეგიონი მომარაგდება. პროდუქციას მინიჭებული აქვს CE სტანდარტის ნიშანდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქონლისა და წარმოების მაღალ ხარისხს.
  • შავი მეტალი – უნიკალური რესურსის მქონე საწარმო, სადაც შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალი მილები იწარმოება.

ახალი წარმოებების ფარგლებში, 80 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის 60 – თბილისში, ბათუმში კი – 20. კომპანიაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში სულ 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

„ნოვას პორტფელში ახალი  საწარმოო მიმართულებების დამატება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ მთელი ქვეყნის ბიზნესისა და ეკონომიკის  განვითარებისთვის. წარმოების მუდმივი გაფართოება საშუალებას გვაძლევს, რომ პროდუქციის იმპორტი შევამციროთ და ქართული ნაწარმის ექსპორტი გავზარდოთ, რაც კომპანიის მთავარ, სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს“, – ედიშერ ხიმშიაშვილი, „ნოვას“ გენერალური დირექტორი.

„გვეამაყება, რომ ჩვენ ვართ იმ წარმატების ისტორიის თანამონაწილე, რომელიც წლების წინ, ნულიდან –  90 კვ/მ ფართითა და 20 თანამშრომლით დაიწყო. დღეს კი „ნოვა“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორია და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. თიბისის დახმარებით, „ნოვა“ თავის სფეროში  პირველი კომპანია იყო საქართველოს ბაზარზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის – EBRD-ის პარტნიორი გახდა, რამაც საშუალება მისცა, რომ მისგან ფინანსური ინვესტიციის გარდა, ინტელექტუალური მხარდაჭერაც მიეღო“, – გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

დღეისათვის „ნოვა“ 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის საქმიანობა კი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: თუნუქის, პოლიეთილენის, xps, წებო-ცემენტისა და შავი მეტალის წარმოებას; საცალო გაყიდვებს; სადისტრიბუციო ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით; პროექტებს/კორპორატიულ მიმართულებას; ექსპორტს; ექსკლუზიური ბრენდების იმპორტსა და რეალიზაციას.

ნოვას ისტორია 2006 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტით დაიწყო. 2011 წელს კი მოთუთიებული და ფერადი თუნუქის წარმოების ხაზები დაამატა.
2012 წელს კომპანიამ წარმოებაში თაბაშირ-მუყაოს პროფილები და აქსესუარების საწარმოო ხაზი დანერგა. მალევე დაამატა სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანების წარმოება.
2014 წლიდან საფუძველი ჩაეყარა პოლიეთილენის პროდუქციის როტაციული მეთოდით წარმოებას. დღეისათვის კომპანიაში პროდუქცია იტალიური ბრენდის POLIVINIL-ის საწარმოო ხაზებით იწარმოება. 2015 წელს კომპანიამ სასახურავე მასალების წარმოების და თაბაშირ-მუყაოს პროფილების ხაზი გააფართოვა. 2017 წელს წარმოებას ევროპული სტანდარტის თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის არმირების პროფილები დაემატა. წლების განმავლობაში, კომპანიას არაერთი ახალი საწარმოო ხაზი დაემატა, როგორიცაა მაგალითად ნოვა კლასიკი – ჩამკეტიანი სახურავი და საიდინგები – ფასადის შესაფუთად, რომლებსაც მხოლოდ „ნოვა“ აწარმოებს საქართველოში.

2020 წლიდან ნოვამ საცალო მიმართულების განვითარება დაიწყო და დღეისათვის მეგაცენტრებს საქართველოს 7 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში, მარნეულში და ხაშურში ფლობს.

კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები, როგორებიცაა: სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, EBRD და თიბისი, რომელთა ინვესტიციების საშუალებითაც, „ნოვამ“ ევროპული სტანდარტები დანერგა და საწარმოო მიმართულებები განავითარა.

კომპანიის მთავარი სლოგანია – „კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ“, რომლის შესაბამისად, „ნოვა“ თითოეულ ფილიალში მოსულ მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს მშენებლობისა და რემონტისთვის.

ShareShareTweet

Related Posts

სპეციალური დეველოპერული შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის
GEO

სპეციალური დეველოპერული შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის

June 7, 2023
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire-ის  მთავარი მხარდამჭერია
GEO

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire-ის მთავარი მხარდამჭერია

June 7, 2023
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში „გრემო 2023“ გაიმართა
GEO

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში „გრემო 2023“ გაიმართა

June 7, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

8 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

1 year ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

1 year ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

1 year ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

1 year ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

GD: President’s actions obstruct NBG’s normal functioning

Ukraine dam: Thousands flee floods after dam collapse near Nova Kakhovka

Kakhovka Dam in the Russian-controlled area of southern Ukraine destroyed

Ben Hodges: Georgian PM doesn’t want the country to join NATO, as he’s afraid of a Russian attack

Government plans construction of new, modern airport in Tbilisi

Gov’t report: The US positively evaluates Georgia’s compliance with the sanctions regime

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today