• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა 

by Georgia Today
June 22, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა 

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA),  საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება ჯუნიორ NBA-ს ლიგა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2021 წლის სეზონში მონაწილეობს 77 გუნდი და  1300-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელი.  პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

პაატა გურასპაული – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერ კომპანიებთან თანამშრომლობა და იმედია, სხვა კომპანიებიც დაუჭერენ მხარს კალათბურთს და ზოგადად, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას. ჯუნიორ NBA-ს ლიგა მასობრივი სპორტის განვითარებაზე და მომავალი თაობის სპორტში აქტიურად ჩართვაზე ორიენტირებული პროექტია.  მადლობა თიბისის მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ ჩვენი დაწყებული ურთიერთობა  კიდევ უფრო მჭიდროდ და აქტიურად გაგრძელდება.“

ჯუნიორ NBA-ს ლიგის გულშემატკივარი და მეგობარია თიბისი. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე  ნიკოლოზ ქურდიანი: „თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კალათბურთის ფედერაციასთან მეგობრობით საშუალება გვეძლევა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახალ თაობაში სპორტის, გუნდურობის და აქტიური ცხოვრების პოპულარიზაციაში.“

ჯუნიორ NBA-ს ლიგა NBA-ს ანალოგიური პრინციპით ტარდება.  ლიგის თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს და  მთლიანად, დასკვნით ეტაპზე, „ა“ და „ბ“ ლიგების მონაწილე 900 კალათბურთელს NBA-ს სათამაშო ფორმები და ბურთები გადაეცემა.  „ა“ ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და   ბათუმში ჩატარდება,  „ბ“ ლიგის თამაშებს კი მთლიანად  დედაქალაქი უმასპინძლებს.

საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბავშვთა საკალათბურთო პროექტი – ჯუნიორ NBA, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კალათბურთის პოპულარიზაციას და  პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენას.  ჯუნიორ NBA-ს ლიგა მომავალ კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და მშობლებს შესაძლებლობას აძლევს  გაიღრმავონ საკალათბურთო ცოდნა და გაიზიარონ კალათბურთის თამაშის სიხარული.

 2021 წლის სეზონის ჯუნიორ NBA-ს კენჭისყრა  20 ივნისს, 12:00 საათიდან, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე,  სპეციალურად გაშლილ საკალათბურთო მოედანზე გაიმართა, სადაც ჯუნიორ NBA-ში მონაწილე გუნდებს NBA-ს კლუბების სახელები მიენიჭათ.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჯუნიორ NBA-ს გუნდების მონაწილეობით, 3×3-ზე საკალათბურთო ფესტივალი ჩატარდა.

ღონისძიებას ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, ვეტერანი კალათბურთელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ShareShareTweet

Related Posts

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი
GEO

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი

March 13, 2023
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება
GEO

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება

March 13, 2023
თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო
GEO

თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

March 13, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

5 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

11 months ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

1 year ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

1 year ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

1 year ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

The Duma: Georgia and Russia are on the verge of restoring direct flights

EU Commissioner urges Georgia’s political forces to cooperate on reforms

BILD recommends that readers visit Georgia

NATO Secretary General’s report: Russia’s war against Ukraine significantly affects Georgia

US Department of State: Georgian gov’t took steps to investigate some officials for HR abuses, but impunity remained a problem

Department of State publishes Report on Human Rights Practices, Including Saakashvili’s case

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today