• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი

by Georgia Today
April 22, 2026
in GEO
Reading Time: 2 mins read

აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმება ოთხშაბათს იწურება. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღესაა დაგეგმილი, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, შეხვედრის გამართვის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შესაბამისად, გლობალურ ბაზრებზე განწყობები მერყევი რჩება. ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებული თავდაპირველი განცხადების შემდეგ ბარელი ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა, თუმცა ორშაბათსვაჭრობის განახლების შემდგომ კვლავ 95 აშშ დოლარამდე გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ, სხვადასხვა საზომით, ფიზიკური ბარელი ნავთობის რეალური ფასი, დაახლოებით, 30 აშშ დოლარით უფრო მაღალიცაა. ამავდროულად, გუშინ მცირედი გამყარების მიუხედავად, აშშ დოლარი, ფაქტობრივად, ესკალაციამდე ნიშნულს დაუბრუნდა – როგორც ევროსთან, ასევე ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით – რაც, ჩვენი პროგნოზების შესაბამისად, მიუთითებს, რომ ევრო-დოლარის წყვილზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორების კუთხით საერთო სურათი მეტწილად უცვლელია.

საშინაო და საგარეო ტენდენციების ერთობლიობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2026 წლისთვის 4.5%-დან 6.1%-მდე ზრდის:

ა) მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი შედარებით მოკლე ვადაში დასრულდება, ტურიზმზე ნეგატიური ეფექტი კი, გარკვეულწილად, სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის, ასევე პოტენციურადმიგრაციის ეფექტისა და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მოთხოვნის ზრდით დაბალანსდება.

ბ) საქსტატის მიერ გამოქვეყნებული თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება მოსალოდნელზე მაღალია.

გ) – პროგნოზის გაზრდის შედარებით ყველაზე წონადი ფაქტორი. ადრინდელი მოლოდინებისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შედარებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში ომი მოკლე ვადაშიდასრულდება. ამდენად, ომისშემდგომი სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება  საქართველოში უფრო მაღალი ზრდის არგუმენტია.

რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები მარტსა და აპრილის პირველ ნახევარში თებერვალზე მცირედით მაღალია, მაგრამ არარეზიდენტების ხარჯებში – რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლებისპროგნოზირებისთვის გამოიყენება – ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვანი შენელება იკვეთება. ამავდროულად, მარტის შემდგომ დაბალი რჩება საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა, განსაკუთრებით ბათუმში, თუმცა ბოლო დღეებში თბილისში გარკვეულწილად მატებაც შეინიშნება.

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა (კვარტალური მონაცემები) პირველ კვარტალში წლიურად თითქმის არ შეცვლილა – 1.2 მილიონი (-0.2%). ვინაიდან იანვარსა და თებერვალში, წინასწარი შეფასებით, ტურიზმიდან შემოსავლები საკმაოდ მაღალი იყო, აღნიშნული დინამიკა მარტში შესამჩნევ კლებაზე მიუთითებს. გეოგრაფიულ ჭრილში, მოთხოვნის ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ევროპიდან და ჩრდილოეთ და სამხრეთამერიკიდან, რამაც დიდწილად დააბალანსა შემცირებული ვიზიტები ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკის გარკვეული ქვეყნებიდან. მნიშვნელოვან შეკითხვად რჩება მიმდინარე მოვლენების გავლენარეგიონს მიღმა ქვეყნებიდან ვიზიტებზე, განსაკუთრებით კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში.

თუმცა, მიუხედავად სტუმარმასპინძლობის სექტორში შენელებისა, წმინდა სავალუტო შემოდინებების ყოველთვიური საზომი, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ფულად გზავნილებსა და ტურიზმიდან შემოსავლებს აერთიანებს, მარტში მხოლოდ მცირედით გაუარესდა. საქონლის ექსპორტი წლიურად 24%-ით გაიზარდა, სასაქონლო პროდუქტებზე მაღალი ფასების ფონზე, ჩვენი პროგნოზის შესაბამისად, ხოლო იმპორტი – 4.7%-ით. ამავდროულად, წლიურად 10%-ით მოიმატა ფულადმა გზავნილებმა. მათ შორის 25%-ით გაიზარდა ჩარიცხვები ისრაელიდან, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთის ესკალაციამდე, იანვარ-თებერვალში, ეს მაჩვენებელი 16%-ს შეადგენდა.

ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც მარტის დასაწყისში დეპოზიტების კონვერტაციების ფონზე გაუფასურდა, აპრილში უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც მყარდება, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია და მიუთითებს, რომსავალუტო შემოდინებების სხვა წყაროები, გარდა ტურიზმისა, მაღალ ნიშნულზე რჩება. ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში გაძლიერდება, მათ შორის კონფლიქტის შედარებით სწრაფადდასრულების სცენარშიც, ჩვენი შეფასებით, ეს ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საპირისპიროდ, გასათვალისწინებელია წლიურ ჭრილში საგარეო ბალანსის მცირედი, თუმცა მაინცმოსალოდნელი გაუარესება. ამდენად, განახლებული პროგნოზით, წლის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება.

და ბოლოს, წლიური ინფლაცია თებერვლის 4.6%-დან მარტში 4.3%-მდე შენელდა, თუმცა აღნიშნული მნიშვნელოვნად არის განპირობებული პურის ფასებთან დაკავშირებული საბაზო ეფექტებით, რაც აპრილშიც გაგრძელდება. ჯამურად, პურის ფასის შარშანდელი ზრდის ეფექტი ინფლაციაზე ჯერ კიდევ 0.6 პროცენტული პუნქტი რჩება, რაც წლის განმავლობაში ამოიწურება. საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიურიინფლაცია, რომელიც ამ საბაზო ეფექტებს გამორიცხავს, 8.6%-მდე აჩქარდა. იმავე მაჩვენებელმა იმპორტული ინფლაციისთვის 10.4%-ს მიაღწია, საწვავის ფასების ზრდის ფონზე, რაც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზემაღალი მაჩვენებელია. აპრილში საწვავის ფასების დამატებითი ზრდა, ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის ტარიფისა და გლობალურად საკვებზე, სასუქებსა და ტრანსპორტირებაზე ხარჯების ზრდასთან  ერთად, ინფლაციურზეწოლას გააძლიერებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 5.6%-ს მიაღწევს, რაც იანვრის პროგნოზზე 2 პროცენტული პუნქტით მეტია. საბაზო სცენარით, სასაქონლო პროდუქციაზე ფასებითანდათან შემცირდება, თუმცა კონფლიქტამდე ნიშნულებზე ზემოთ დარჩება. კერძოდ, მაგალითად, ნავთობის ფასი, წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 80 აშშ დოლარს გაუტოლდება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომრეფინანსირების განაკვეთი წლის განმავლობაში უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდება, იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია არ მოხდება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

Tags: TBCTBC capital
ShareShareTweet

Related Posts

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
GEO

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

April 23, 2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
GEO

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

April 22, 2026
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

April 20, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

12 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Condor resumes Frankfurt–Tbilisi flights, daily service to start June 15

Int’l Animal Protection Organization raises concerns over stray animal management in Georgia

Holy Synod session to be held at Georgian Patriarchate on April 28

Georgia’s population hits 3.9 million, Geostat updates data

Kaja Kallas: Georgia shows no signs of reversing democratic backsliding, EU calls for change of course

Sulkhan Tamazashvili appointed as Georgia’s Minister of Internal Affairs

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today