აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთში გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, სადაც ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონში მოგზაურობისა და არსებული ტურისტული სერვისების შესახებ დეტალურიინფორმაცია მიეღოთ. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები აჭარაში ტურიზმის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გააცნენ.
სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრები გაიმართა მსხვილი ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიების, მედიის წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან, მათ შორის Harper’s Bazaar-ის, Elle-ის და Forbs-ის მენეჯერებთან. ყაზახეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ბათუმის მიმართულებით ზრდადია, როგორც ვიზიტორების, ისე პირდაპირი ფრენების რაოდენობა. გასული წლის მსგავსად, დეპარტამენტი წელსაც გეგმავს ყაზახი ჟურნალისტებისა და ტურისააგენტოების მომწვევას რეგიონში, რითიც ხელს შეუწყობს ყაზახი ვიზიტორების მოზიდვას საქართველოში.