• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ფსიქოთერაპიის ცენტრი – ადგილი, სადაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის სიცოცხლე და მენტალური ჯანმრთელობაა

by Georgia Today
October 27, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
ფსიქოთერაპიის ცენტრი – ადგილი, სადაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის სიცოცხლე და მენტალური ჯანმრთელობაა

თბილისში 1 ნოემბერს ფილიპ პომელის სახელობის ფრანგული ფსიქოთერაპიის ცენტრი იხსნება. ცენტრის დამფუძნებელი საფრანგეთში მუშაობის 21-წლიანი გამოცდილების მქონე ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და მედიცინის დოქტორი ნინო მენაღარიშვილია. ფსიქოთერაპიის ცენტრი დაინტერესებულ პირებს ორ ძირითად მიმართულებას სთავაზობს − ცენტრი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით ჩაატარებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ თერაპიებს 4 ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული, ფრანგული). ამასთანავე, მორგებული იქნება ნებისმიერი ასაკის ადამიანის მოთხოვნებზე, ხოლო ფსიქოთერაპიის ცენტრის სასწავლო მიმართულება, რომელშიც ფრანგი კოლეგებიც ჩაერთვებიან, ფსიქოლოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება. ჩვენ დეტალური ინფორმაციისათვის ფილიპ პომელის სახელობის ფრანგული ფსიქოთერაპიის ცენტრის დამფუძნებელ ნინო მენაღარიშვილს გავესაუბრეთ.

რატომ გაგიჩნდათ ფსიქოთერაპიის ცენტრის გახსნის იდეა?
საფრანგეთში მუშაობის პერიოდში, 2018 წელს საქართველოში ჩამოსვლის შემოთავაზება მივიღე და რადგან ეროვნებით ქართველი ვარ და პროექტში ენის ბარიერის არსებობა დაუშვებელი იყო, აქ წელიწადი და 8 თვე გავატარე. საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორისაა, სადაც ისტორიიდან გამომდინარე, მენტალური ჯანმრთელობის სფეროს მეტი ჰუმანიზმი და სტიგმებისგან გათავისუფლება სჭირდება. მოგეხსენებათ, იყო დრო, როცა ფსიქიატრია არა მკურნალ და დამხმარე სფეროდ, არამედ საშიშად და დამსჯელად აღიქმებოდა.
სწორედ ამ დროს გამიჩნდა ფსიქოთერაპიის ცენტრის გახსნის იდეა. ჩემთვის იმ გარემოში დაბრუნება, სადაც ფსიქიატრიასა და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ძველი სტიგმები და შეხედულებები ისევ შემორჩენილია, გარკვეულწილად ბიძგისმომცემი გახდა. ამიტომ, გადავწყვიტე შემექმნა ცენტრი, რომლის საშუალებითაც საფრანგეთში მუშაობისას მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკას, ეთნიკური თავისებურებების, ტრადიციებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს რეალობას მოვარგებდი. ფსიქოთერაპიის ცენტრი ოფიციალურად 1 ნოემბერს იხსნება, მაგრამ თერაპიაზე ჩაწერა უკვე შესაძლებელია.

გვიამბეთ თქვენი თანადამფუძნებლისა და პარტნიორის შესახებ.

ფსიქოთერაპიის ცენტრის გახსნის იდეა რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, მაგრამ მის რეალიზებაში ჩემი პარტნიორი და ცენტრის თანადამფუძნებელი − გიორგი ბოკუჩავა დამეხმარა, რადგან მართვის, მენეჯმენტისა და განვითარების მიმართულებაში დიდი გამოცდილება აქვს.

მართალია, ცენტრი კერძო დაწესებულებაა, მაგრამ ის შეუძლებელია მხოლოდ ბიზნესად აღიქვა, რადგან საქმე ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ეხება. ამიტომ, კლინიკური ფსიქოლოგიისა და მართვა/განვითარება/მენეჯმენტის ინტეგრირებით, საუკეთესო შედეგი მიიღწევა. მიმართულებებად დაყოფა და მათზე კონცენტრირება კი ადამიანების მოთხოვნების გაგებაშიც დაგვეხმარება და ცენტრის სრულფასოვნად ფუნქციონირებასაც შეუწყობს ხელს.

რა არის თქვენი ცენტრის მთავარი მიზანი?

ფსიქოთერაპიის ცენტრის მთავარი მიზანი საქართველოში მენტალურ ჯანმრთელობაზე არსებული ხედვის მოდერნიზაცია, სტიგმის მოხსნა და ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და განათლებაა.

ცენტრის მთავარი პრიორიტეტი და ღირებულება, ფინანსურ მოგებაზე მეტად (რაც არსებობისთვის აუცილებელია), ადამიანების დახმარება და მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

გვესაუბრეთ ფსიქოთერაპიის ცენტრის ძირითად სამუშაო მიმართულებებზე.

ფსიქოთერაპიის ცენტრი ორი მიმართულებით იმუშავებს: პირველი, რა თქმა უნდა, კონსულტაციებს გულისხმობს, რაც ანალიტიკურ ფსიქოთერაპიას მოიცავს, რომლის მიზანი საზოგადოების ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოთხოვნების დაკმაყოფილება იქნება. ცენტრში მომუშავე ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიებს 4 ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული, ფრანგული) ჩაატარებენ.

ფსიქოთერაპიის ცენტრში მენტალური ჯანმრთელობის ყველა მიმართულების დიაგნოსტიკა და მკურნალობა განხორციელდება, როგორებიცაა: ნევროზული შფოთვები, მძიმე ფსიქიატრიული პათოლოგიები, კვებითი აშლილობა, პანიკური შეტევები, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოზები და სტრესდიაგნოსტიკა. თერაპიის მთავარი მიზანი პიროვნების მენტალური ჯანმრთელობის აღდგენაა, რათა ადამიანმა სოციალური ფუნქცია არ დაკარგოს და საზოგადოებიდან არ გაირიყოს.

მაგალითად, ჯგუფურ თერაპიას მედიცინის მუშაკებთან მუშაობისას გამოვიყენებთ, რომლებიც პაციენტებისგან დიდ აგრესიას იღებენ, ასევე, ვეტერანებთან, რომლებმაც თავის დროზე სამშობლოსთვის საბრძოლველად არაფერი დაიშურეს, ახლა კი თავს უფუნქციოდ და საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ.

გვესაუბრეთ ფსიქოთერაპიის ცენტრის სასწავლო პროგრამაზე.

ფსიქოთერაპიის ცენტრის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასერტიფიკატო ტრენინგცენტრის სასწავლო პროგრამაში ფრანგი კოლეგებიც ჩაერთვებიან და დაინტერესებულ პირებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

ტრენინგცენტრის მიზანი ფსიქოლოგების, ინტერნ-ფსიქიატრების, ფსიქიატრიის ექთნებისა და სოცმუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობაა.

რომელი ფაქტორები გამოარჩევს ფსიქოთერაპიის ცენტრს?

ჩვენი მთავარი გამოწვევა ფსიქოთერაპიის ჩატარებისას გასათვალისწინებელი ორი მთავარი ფაქტორის − გეოგრაფიული სიახლოვისა და წვდომის უზრუნველყოფაა. გვინდა, ჩვენი ცენტრი ტერიტორიულად და ფინანსურად, საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

გარდა ამისა, ფსიქოთერაპიის ცენტრი საფრანგეთის ჰომოლოგთან, პარიზის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ სექტორთან კოლაბორაციაში მუშაობს და იმავე მიდგომების გამოყენებას გეგმავს, რაც საფრანგეთშია.

მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე.

ფსიქოთერაპიის ცენტრის სამომავლო გეგმა სუიციდის პრევენციის პროცესში ჩართვაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ცენტრში მომუშავე ფსიქოლოგებსა და პაციენტებს შორის მუდმივად იქნება კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. თუ ჩვენ გაგვიჩნდება ეჭვი, რომ რომელიღაც პაციენტში არის სუიციდის რისკი, ამ შემთხვევაში პიროვნებას არ მივუდგებით, როგორც ბიზნესის წყაროს, მხოლოდ ფინანსურ რესურსებს არ დავეყრდნობით და აუცილებლად გვექნება ქოლცენტრი, რომელიც დაეკონტაქტება კითხვარში მონიშნულ ნდობით აღჭურვილ პირს, ან მობილური ჯგუფი თავად მივა ადგილზე.

ფილიპ პომელის სახელობის ფრანგული ფსიქოთერაპიის ცენტრისთვის ფინანსურ მოგებაზე მაღლა ადამიანის სიცოცხლე დგას.

ავტორი ქეთევან ტუხაშვილი

ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

June 20, 2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
GEO

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

June 20, 2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
GEO

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

June 20, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 month ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

12 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Ukraine Latest: Massive Russian Attack Kills 28, Injures 134 in Kyiv

Georgian NGOs Decry ‘Russian-Style’ Data Demands from Gov’t

EU Condemns Georgia’s Media Crackdown, Demands Release of Journalist Mzia Amaglobeli

MEP Kols: I strongly demanded strict sanctions against the regime suffocating democracy in Georgia

EU Parliament urges immediate release of Amaglobeli, Devdze, Japaridze, Melia, Gvaramia & Saakashvili

Economist Khishtovani: Business climate in Georgia continues to deteriorate

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today