6 თებერვალს, კაჰრამანმარაშში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, უსახლკაროდ დარჩა ათიათასობით ადამიანი. მათი დახმარება და აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამ ურთულეს ვითარებაში ადამიანების ერთსულოვნება და გვერდში დგომა გადამწყვეტია. სწორედ ამ მიზნით, დაზარალებული მოსახლეობის დროულად დასახმარებლად, თურქეთის საელჩოს კოორდინაციით, მუსიად თბილისი – (MÜSİAD)და გურთიადი – თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში (GURTIAD)თანამონაწილეობით, დადგინდა აუცილებელი ნივთების სია. გაიხსნა სპეციალური ანგარიშები და დაიწყო შეგროვების პროცესი.
ამ ინიციატივის დასაწყისიდანვე პროცესში ჩაერთო საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მთელი მასშტაბით, ადამიანები გამოხატავენ უპრეცედენტო მხარდაჭერას, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.
ხვალ, პარასკევს, 11.00 საათზე, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად მუსიადის თავმჯდომარე ოზგურ იუჯელი და გურთიადის თავმჯდომარე ოსმან თურანი გააკეთებენ განცხადებას მოგროვილი ნივთების და თანხის შესახებ. ასევე დატვირთული მანქანები დაიძრებიან თურქეთის მიმართულებით.
მისამართი:
შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი
ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი https://www.google.com/maps?q=41.813743591308594,44.7977409362793&z=17&hl=en
საკონტაქტო ინფორმაცია: ირინა კოლესნიკოვა 577 400509