სამშენებლო კომპანია „დაგი” 2003 წელს დაარსდა და მას შემდეგ ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო-რეკონსტრუქციულ სამუშაოებს ხარისხის სრული კონტროლით, რაც განპირობებულია კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილებით და კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორების ერთიანი გუნდით.
დაგის პორტფელში შედის ისეთი ისტორიული სივრცეების რეაბილიტაცია, როგორებიცაა ვაკის პარკი, დედაენისა და 9 მარტის ბაღები, ჭიათურის საბაგიროს რეაბილიტაცია.
“ჩვენთვის ეს სფერო მხოლოდ ბიზნესი არ არის – ეს არის ქვეყნის უკეთესი ინფრასტრუქტურული მომავალი. მომავალი კი არაფერია წარსულის, ისტორიის და ტრადიციების გარეშე. ამიტომ ისტორიულ პროექტებზე მუშაობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან არა მხოლოდ მომავალს ქმნი, არამედ ქვეყნის წარსულსაც ინარჩუნებ, არგებ თანამედროვე რეალობას,” გვითხრა დაგის თანადამფუძნებელმა, თამარ ჩხეტიამ და დასძინა, ისტორიულ პროექტებზე მუშაობა, განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან სამშენებლო პროცესებთან ერთად, საზოგადოების ემოციურ ასპექტებსაც უნდა გაუმკლავდე. “ცხადია, ჩვენ ამას კარგად ვაანალიზებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, საზოგადოებრივი დაკვეთის ყველა დეტალი გავითვალისწინოთ,” აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კომპანია „დაგი“ აქტიურადაა ჩართული მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო პროექტების შესრულებაში. ბოლო წლების განმავლობაში, კომპანიის სახელს უკავშირდება მრავალი პროფესიული სასწავლებლის პროექტი – ხაშურის, ბორჯომის, წყალტუბოს, მარნეულის პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა; სკოლების, საბავშვო ბაღებისა და უნივერსიტეტების რეაბილიტაცია თუ მშენებლობა. მაგალითად, უმაღლესი სტანდარტების მათემატიკური სკოლა ბათუმში; ზესტაფონის საჯარო სკოლა, რომელიც წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს; სკოლები სოფელ ზემო მაჩხაანში, ზედა საქარაში, მარტვილში.
როგორც თამარ ჩხეტია აღნიშნავს, 2012 წელს კომპანიის განვითარების დღის წესრიგში დადგა მომენტი, როდესაც საჭირო იყო არსებული ხარისხის სისტემის დახვეწა და მისი შეფასება. ამიტომ ბიზნეს პროცესების დისციპლინის ამაღლების მიზნით გადაწყვიტეს ISO 9001-2008 სტანდარტის დანერგვა. შემოწმების შედეგად მიიღეს დადებითი დასკვნა და აიღეს სერთიფიკატი, რომელიც შემდეგ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაიხვეწა და რესერთიფიცირების შედეგად დღეს უკვე აქვთს ISO 9001-2015.
დაგი პირველი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სერტიფიკატები: ISO OHSAS 18001:2007 და ISO 14001:2004, რომელიც ასევე რესერთიფიცირდა ISO OHSAS 18001:2015 – ად. როგორფც ჩხეტია აღნიშნავს კომპანიაში ძალიან დიდი როლი ენიჭება შრომის უსაფრთხოების დაცვას. 2012 წლის 18 ივნისიდან დაგი რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაში”.
დაგის საქმიანობაზე მეტის გასაგებად, GEORGIA TODAY გთავაზობთ თამარ ჩხეტიასთან ინტერვიუს.
რითია განპირობებული თქვენი ინტერესი ისტორიული სივრცეების მიმართ?
ჩვენ ყველა პროექტს თანაბარი გულისხმიერებით ვუდგებით. მშენებლობის პროცესი მიმდინარეობის ხარისხიანი სამშენებლო მასალების გამოყენებით, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების, მოქმედი კანონმდებლობისა და სამშენებლო ნორმების სრული დაცვით. მიუხედავად ამისა, ისტორიულ სივრცეებს აქვთ დამატებითი ემოციური დატვირთვა, ვინაიდან ჩვენი, როგორც ისტორიულ პროექტებზე მომუშავე სამშენებლო კომპანიის ვალია, მომავალ თაობას მაქსიმალური სიზუსტით შემოვუნახოთ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ამიტომ, რეაბილიტირებული, განახლებული ისტორიული სივრცეები თუ შენობები, ჩვენთვის უფრო მშვენიერ, ლამაზ, წარმატებულ და განვითარებულ ქვეყანას ნიშნავს.
რა სირთულეებს ხვდებით, როდესაც საქმე ეხება ისტორიულ პროექტებზე მუშაობას?
მთავარი სირთულე, რომელსაც ამ პროცესში ვხვდებით, ესაა პირვანდელი ისტორიული იერსახის მაქსიმალური შენარჩუნება ისე, რომ გავითვალისწინოთ თანამედროვე საჭიროებები, მოთხოვნები თუ სტანდარტები. არსებობს შემთხვევები, რომ კონკრეტული, ძველი ფორმა თუ ფუნქცია, აბსოლუტურად შეუთავსებელია თანამედროვე სტანდარტებთან. ამიტომ გვიწევს მისი შეცვლა, გაუმჯობესება და პარალელურად, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებაც. ამავდროულად, დაგის განხორციელებული პროექტების სიაშია არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია, სადაც მოხდა პირველადი იერსახის შენარჩუნება და დაზიანებული ნაწილის მაქსიმალური ავთენტურობით აღდგენა. მაგალითად, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისას განხორციელდა არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობის აღდგენა. ამჟამად, დასკვნით ფაზაშია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეაბილიტაცია, რომელიც ასევე, წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. დაგის სახელს უკავშირდება ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაციაც.
მუშაობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პროექტზე, როგორია აღნიშნული პროექტის კონცეფცია და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას?
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პროექტი ინოვაციურია იმით, რომ შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა მაუწყებელმა საზოგადოებას მიანდო – პირველად ქართულ რეალობაში შენობის დიზაინი და ვიზუალი ფეისბუქის საშუალებით შეირჩა. აღნიშნული საზოგადოების მხრიდან, სხვა პროექტებთან შედარებით, მეტ ინტერესს იწვევს. სრულად გვაქვს გააზრებული ეს პასუხისმგებლობა და პროექტისა და მოქმედი სტანდარტების დაცვით შემოგთავაზებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობას თბილისში, პოლიტკოვსკაიას N31-ში.
ჩხეტიამ აღნიშნა, განათლების სფერო, დაგის კიდევ ერთი სიამაყეა. “ღრმად გვწამს, რომ ქვეყნის განვითარება იწყება განათლებული საზოგადოებით. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აშენებისას თითოეულ ჩვენგანს გვაქვს განცდა, რომ ამ ყველაფერს საკუთარი შვილებისთვის ვაკეთებთ, რომ ადრე თუ გვიან, ერთ-ერთ სკოლაში, პროფესიულ სასწავლებელსა და უნივერსიტეტში ჩვენი შვილები ისწავლიან. სწორედ ამიტომ როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის ეტაპზე მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ბავშვების, მშობლების, მასწავლებლების ინტერესებს და ვცდილობთ, შევქმნათ კომფორტული გარემო, რათა სწავლა და სწავლება სახალისოც იყოს,” აღნიშნა მან.
მიმდინარე წელს დასრულდა თბილისის 86-ე საჯარო სკოლის მშენებლობა. 300 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე დიზაინის შენობა, სრულადაა აღჭურვილი უახლესი ინვენტარითა და ტექნოლოგიებით. ასევე, დასკვნით ეტაპზეა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის II კორპუსების რეაბილიტაცია.
“ცხადია, ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს თანამედროვე სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოების უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით, ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიებისა და მშენებლობის ყველა წესისა თუ რეგულაციის დაცვით,” აღნიშნა ჩხეტიამ.
სამშენებლო პროცესში როგორ მასალებსა და ტექნოლოგიებს იყენებთ?
ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოში წამყვან, გამოცდილ მასალებსა და ტექნოლოგიებს. ჩვენი გუნდი მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა ფორუმებსა და გამოფენებში, რათა არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოში არსებულ სიახლეებსა და ტენდენციებს. მაგალითად, მიმდინარე წელს იაპონელმა კოლეგებმა პირადად გაგვაცნეს მათ ქვეყანაში შემუშავებული და უკვე კარგად დანერგილი სხვადასხვა თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგია. ამ საქმეში, მნიშვნელოვანია არამხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილება, ცოდნა და განათლება, არამედ განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა.
ამავე მეთოდით ვირჩევთ ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ვსწავლობთ მათ პრაქტიკაში გამოყენებას და მხოლოდ ამის შემდეგ, ვიწყებთ ჩვენს პროექტებში ინტეგრაციას. სხვაგვარად, შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღება. ვფიქრობ, დაგის წარმატების ფორმულა სწორედ განვითარების მუდმივ სურვილშია.
შრომის კოდექსის ამოქმედების შემდეგ, შეიცვალა თუ არა დაგის დასაქმებულებისთვის რაიმე?
ვამაყობთ იმით, რომ დაგიში მინიმუმამდეა დაყვანილი დაქვემდებარება და ვმუშაობთ ერთი გუნდის პრინციპით. ვაფასებთ ჩვენი დასაქმებულების მიერ დადებულ თითოეულ აგურს. ცვლაში მუშაობა არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს ზეგანაკვეთურ მუშაობას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დაგი ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც ჰყავდა სრულად ქალებით დაკომპლექტებული მღებავების ჯგუფი. აღნიშნული კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალის ადგილი ყველა და ნებისმიერი საქმიანობის სფეროში, მათ შორის, მშენებლობაშიცაა. შესაბამისად, ახალი შრომის კოდექსის ამოქმედებას არ შეუცვლია დასაქმებულებისადმი მიდგომა.
როგორია კომპანიის განვითარების სტრატეგია?
დაგის განვითარების სტრატეგია შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში დავნერგოთ რაც შეიძლება მეტი თანამედროვე მშენებლობის კონცეფცია. ამაში იგულისხმება, როგორც უშუალოდ ტექნოლოგიები, ასევე მეთოდოლოგია; გადავამზადოთ მეტი მუშახელი და შევქმნათ მეტი პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება, რაც თავის მხრივ, გააძლიერებს, გაალამაზებს და განავითარებს საქართველოს. უკვე 20 წელია, სწორედ ამ სტრატეგიას მივსდევთ.
დაგის საქმიანობის სფერო ნამდვილად მრავალფეროვანია და მოიცავს საზოგადოებრივი სივრცეების, პარკების, სკვერების, საოფისე შენობების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, წყლის და მელიორაციის სისტემების, საავტობილო გზების, ხიდების, გვირაბების, საბაგიროების და სხვა მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას. სამომავლოდ ვფიქრობთ, კიდევ უფრო გავაფართოოთ საქმიანობის არეალი და მრავალი საინტერესო პროექტი დავასრულოთ წარმატებით.