საბუკომ, საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის, პროექტის „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის“ ფარგლებში ხელი მოაწერა მემორანდუმს მეცხვარეთა ასოციაციასთან, რომლის მიხედვითაც მხარეები თანამშრომლობას აცხადებენ საძოვრების მდგრად მართვასთან დაკავშირებით.
ამასთანავე, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება მარკეტინგული მექანიზმები, რომელიც, მდგრადი ძოვების პრაქტიკის მქონე მწყემსებს, მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტების (მაგ., ყველი) წარმოების შესაძლებლობების გაუმჯობესებით.
პროექტი ხორციელდება ჭაჭუნასა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების, კოწახურასა და სამუხის ველის „ზურმხუხტის ქსელის“ ფარგლებში; მიზანს კი ივრის ხეობის არიდული მდელოების, უსიცოცხლო მიწების, მდინარის მიმდებარე ლანდშაფტების ეკოლოგიური მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს, რათა ხელი შეეწყოს საკვანძო სახეობების დაცვას, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის გაზრდას და მდგრადი პასტორალიზმის (მეცხვარეობის) დანერგვას.