• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

მწვანე ენერგია ადამიანთა ენერგიას ხვდება

by Georgia Today
January 20, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
მწვანე ენერგია ადამიანთა ენერგიას ხვდება

ყელში ამოგივიდათ იმის მოსმენა, თუ როგორ დაარღვევენ მანქანები ტრადიციულ ინდუსტრიებს? მეც ასე ვარ. ასე რომ, რაღაც სხვაზე ვაპირებ თქვენთან საუბარს. საქმე ეხება იმას, თუ როგორ გარდაიქმნება ერთ-ერთი უმსხვილესი დარგი − ენერგეტიკა, რაღაც უფრო მეტად „ადამიანურად“, ადამიანთა ენერგეტიკად. გაისად ეს ცვლილება ძალას მოიკრებს იმის კვალობაზე, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს ეკოლოგიურად სუფთა ენერგია ყოველდღიურ არჩევანად აქციოს.

მსოფლიოს ტრადიციული ენერგეტიკული კომპანიების უმეტესობა გაფართოვდა ორგანული ზრდის გარეშე, რაც ასე დამახასიათებელი იყო სხვა დარგებისათვის. ენერგეტიკის სექტორის კომპანიები მეტწილად პრივატიზებული სახელმწიფო კომპანიები და არა არსებითად სამეწარმეო ბიზნესებია. ბრიტანეთში ახლაც კი, დერეგულაციის წლების შემდეგ, ენერგოკომპანიების „დიდი ექვსეული“ ბაზრის 75%-ს აკონტროლებს, ცუდი სერვისებითა და ფასების მკვეთრი ზრდით შექმნილი ნეგატიური რეპუტაციის მიუხედავად.

უეჭველია, რომ ბაზარზე დამკვიდრებული მოთამაშენი „ხარკს უხდიან“ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს, ხარჯავენ ასეულობით მილიონ დოლარს ბრენდკამპანიებზე კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებების მხარდასაჭერად, თუმცა იმავდროულად, გაცილებით მეტს უხდიან ლობისტებს რეგულაციების უცვლელად შესანარჩუნებლად. მათი შემოსავლები და ინვესტიციები მთლიანად ნამარხი საწვავის მოპოვებაზეა დამოკიდებული.

აქამდე ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლის ტემპი ნელი იყო. ჩვენ კვლავაც ნამარხი საწვავის ტყვეობაში ვრჩებით, ხოლო ნავთობის მოხმარება კვლავაც იზრდება. 2018 წელს მსოფლიო ენერგიის მოხმარების 80% კვლავ ნახშირწყალბადებზე იყო დამოკიდებული, − იუწყება საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო. სულაც არაა ძნელი ამისი მიზეზების დანახვაც, − საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლოდროინდელი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს სახელმწიფოებმა 2017 წელს ნამარხი საწვავის სუბსიდირებაზე წარმოუდგენლად დიდი თანხა − 5.2 ტრილიონი ამერიკული დოლარი გაიღეს.

მე მჯერა, რომ ასეთი კომპანიებისთვის ბიზნესის ჩვეულებრივად გაგრძელების დრო სადაცაა დასრულდება. სულ მალე ძველი გვარდიის მიერ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების ნელი მიღება იმად იქნება აღქმული, რასაც ეს პროცესი წარმოადგენს − სიახლის თავიდან არიდების სტრატეგია. იმ დროს, როცა პოლიტიკოსები აგრძელებენ დავას იმის შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი, ბაზარზე არსებული დიდი ფირმები ეკონომიკის „დეკარბონიზაციის“ ავანგარდში უნდა ჩადგნენ. ეს ვეებერთელა სამუშაოა. ენერგეტიკაზე მთელი ნახშირბადის ემისიის ორ მესამედზე მეტი მოდის. Goldman Sachs Research-ის გაანგარიშებით, გლობალური დათბობის შესაზღუდად 2040 წლისთვის ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში 30 ტრილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირებაა საჭირო.

მიუხედავად ამისა, ცვლილებები მუდმივად ხდება. უამრავი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას და რაციონალურ ეკონომიკურ გათვლებზე დაყრდნობით „მწვანე“ ენერგიაზე გადადის. 2015 წელს, როცა ჩვენი კომპანია Bulb დაფუძნდა, ბრიტანეთის საოჯახო მეურნეობების 1% განახლებადი ენერგიის ტარიფს იხდიდა. ახლა მათი რიცხვი 10%-ს უახლოვდება. ახლა უკვე განახლება ენერგიაზე, მსოფლიოს ენერგიის გენერაციის სიმძლავრის მესამედზე მეტი მოდის. გასულ წელს მიღებული ენერგიით განახლებადმა წყაროებმა ქვანახშირი მოიტოვეს უკან. ბრიტანეთში სწრაფად იზრდება განახლებადი წყაროების წილი მთლიან გენერირებულ ენერგიაში, რაც 2011 წლის 8%-იანი მაჩვენებლიდან 2019 წლის 37%-მდე ნახტომისებრ ზრდაში აისახა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში განახლებად წყაროებში დაბანდებული ინვესტიცია მცირედით მართლაც შემცირდა (სუბსიდიების შემცირების გამო), ქსელში სულ უფრო მეტი განახლებადი ენერგიის მწარმოებელი აგრეგატი ერთვება.

ცვლილების კატალიზატორის როლში 21-ე საუკუნის ახალი ყაიდის ენერგეტიკული კომპანიების თაობა გვევლინება. „მწვანე“ ენერგიის ამ მომწოდებლების აყვავებას მათივე გზავნილი განაპირობებს, რომელიც ენერგიის მოხმარებისა და ნახშირბადის ემისიის ერთდროული შემცირებისკენ მოგვიწოდებს. ამ ახალგაზრდა კომპანიებმა საკუთარი ტექნოლოგიები შეიმუშავეს და განახლებადი ენერგიის ერთგულნი არიან. ისინი ტალღებად იჭრებიან ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია (კომპანია Naturstrom), აშშ (კომპანია Arcadia) და იაპონია (კომპანია Looop). Bulb-ი სწრაფად აფართოებს ოპერაციებს კონტინენტურ ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

 

განახლებადი მოძრაობა

ენერგოკომპანიების ახალი თაობა უზრუნველყოფს, რომ ადამიანებს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებისას კომპრომისებზე წასვლა არ უწევდეთ. ტექნოლოგიების, „ჭკვიანი“ მრიცხველებისა და ენერგეტიკული აპლიკაციების მიერ მოტანილი გაზრდილი გამჭვირვალობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ზუსტად ხედავდნენ საკუთარი ჩვევების გავლენას როგორც თავიანთ ენერგოხარჯებზე, ასევე ნახშირბადის ემისიაზე.

ადვოკატირებისა და დარწმუნების ათწლეულებმა უკვე მოიტანა შედეგები. მოძრაობამ გადაშენების წინააღმდეგ, გრეტა ტუნბერგმა, დევიდ ეტენბორომ და მათმა მსგავსმა ასობითა და ათასობით სხვა აქტივისტმა მტკიცედ დაიმკვიდრეს ადგილი საზოგადოების ცნობიერებაში. ამის შედეგად, მილიონობით ადამიანმა ხელახლა გაიაზრა, თუ რა არის მათ მიერ მოხმარებული ენერგიის წყაროები.

გახსოვთ, თუ როგორ მოვახდინეთ სატელეფონო კავშირის ტრანსფორმაცია საკაბელო კავშირიდან მობილურ კომუნიკაციამდე? ტელევიზია წინასწარ შედგენილი პროგრამების ცქერიდან ჩვენთვის სასურველი ინფორმაციის მიღებად? გაზეთების ყიდვა საკუთარი ნიუსფიდების შექმნად? ადამიანების მიერ მართული ტექნოლოგიებით ნასაზრდოები ენერგეტიკული რევოლუციაც ასეთივე იქნება. ხელმისაწვდომი „მწვანე“ ენერგიის მომავალი ეპოქა რეტროსპექტივაში ყველა ჩვენგანისთვის ისტორიული შემობრუნების წერტილად გამოჩნდება.

ჰაიდენ ვუდი, Bulb-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი

ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

June 20, 2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
GEO

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

June 20, 2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
GEO

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

June 20, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

2 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

12 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

EU Spokesperson: Arrests of opposition leaders go against basic democratic values

Strategy Builder leader Giorgi Vashadze arrested following court verdict

PM appoints new economy minister, Davitashvili becomes advisor

MIA says poet Zviad Ratiani was arrested for assaulting a police officer

Lelo leaders detained following court verdicts

Costa Coffee Expands in Georgia: Elene Jgerenaia on Strategy, Standards, and What It Means to Grow the Right Way

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today