2025 წელს Acıbadem-ის კლინიკების ქსელმა დახმარება გაუწია რთული კლინიკური შემთხვევების მქონე პაციენტებს და აჩვენა მაღალი შედეგები ტრანსპლანტოლოგიის, ონკოლოგიისა და ორთოპედიის სფეროებში.
ოპერაციები, რომლებმაც ახალშობილებს სიცოცხლე შეუნარჩუნა, ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა – ეს ისტორიები ნათლად ასახავს Acıbadem-ის სამედიცინო გუნდის პროფესიონალიზმს, სამეცნიერო პროგრესზე დაფუძნებულ მიდგომას და პაციენტებზე ზრუნვის უმაღლეს სტანდარტებს.

ადრიანა: გადარჩენილი სიცოცხლე ღვიძლის ტრანსპლანტაციის წყალობით
11 თვის ასაკში ადრიანას დაუდგინდა ჰეპატობლასტომა – ღვიძლის კიბოს იშვიათი და სიცოცხლისთვის საშიში ფორმა. მშობლიურ ქვეყანაში, ოჯახმა მკურნალობის ყველა შესაძლო გზა ამოწურა და დახმარებისთვის Acıbadem-ის კლინიკათა ქსელს მიმართა. ექიმებმა ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს – ბავშვს, მამის ღვიძლის ნაწილი გადაუნერგეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვილებში მსგავსი ოპერაციები განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, რეაბილიტაცია წარმატებით ჩატარდა და ადრიანა სახლში ჯანმრთელი დაბრუნდა.

ორი პატარა სიცოცხლის გადარჩენა
ლიბიიდან და საქართველოდან წარმოშობილ ორ ჩვილს, რომლებსაც ღვიძლის მძიმე უკმარისობა ჰქონდათ, რამდენიმე დღის შუალედით ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია. პროფესორ მურატ ქილიჩისა და დოცენტ ჯაჰით ილმაზის ხელმძღვანელობით ორივე ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ხოლო პაციენტებმა სწრაფად დაიწყეს გამოჯანმრთელება.
ჯოვანი გვიდეტი: აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნება
ფრენბურთის ცნობილი მწვრთნელი ჯოვანი გვიდეტი მრავალი წლის განმავლობაში იტანჯებოდა თეძოს სახსრის ძლიერი ტკივილით. მკურნალობისთვის მან Acıbadem-ის კლინიკათა ქსელი აირჩია. პროფესორმა ჯავად პარვიზიმ ჩაატარა სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია თანამედროვე ქირურგიული მიდგომის გამოყენებით, რის შედეგადაც პაციენტმა ოპერაციიდან ერთი დღის შემდეგ შეძლო სიარულის დაწყება და ტკივილის გარეშე დაუბრუნდა აქტიურ ცხოვრებას.

ფუნდამ აიატამ – პანკრეასის კიბოს მკურნალობა
თურქეთში დიაგნოზის დასმის შემდეგ, პაციენტს ჩაუტარდა უიპლის ოპერაცია – ერთ-ერთი ყველაზე რთული ქირურგიული ჩარევა, რომელიც მკურნალობის გადამწყვეტ ეტაპად იქცა.
სამეცნიერო ლიდერობა და საერთაშორისო აღიარება
სტენფორდის უნივერსიტეტისა და გამომცემლობა Elsevier-ის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს Acıbadem-ის სამი ექიმი მოხვდა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და წარმატებული მეცნიერების 2%-იან სიაში:
• პროფესორი, დოქტორი ჯავად პარვიზი – ორთოპედია და ტრავმატოლოგია
• პროფესორი, დოქტორი გიურალფ ონურ ჯეიჰანი – ზოგადი ქირურგია
• პროფესორი, დოქტორი მერტ ერკანი – ზოგადი ქირურგია
ეს მიღწევა, კიდევ ერთხელ ადასტურებს Acıbadem-ის მზარდ აკადემიურ გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე.

ინოვაციები და მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები
2025 წელს ჯგუფმა განაგრძო ინვესტირება რობოტულ ქირურგიაში, ნანოართროსკოპიაში, პრეციზიულ ონკოლოგიაში, თანამედროვე MRI-სა და CT-სისტემებში, ასევე პაციენტების მხარდაჭერის ციფრულ პლატფორმებში.
Acıbadem-მა შეინარჩუნა ლიდერობა CAR-T უჯრედული თერაპიის სფეროში. Labcell კვლავ რჩება ერთადერთ CAR-T წარმოების ცენტრად ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელის ფარგლებს გარეთ.
მეცნიერების, ადამიანებისა და ინოვაციების წელი
2025 წელი Acıbadem Healthcare Group-ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. კლინიკურმა მიღწევებმა, სამეცნიერო აღიარებამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გააძლიერა კლინიკების ქსელის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე. 2026 წელს Acıbadem-ის კლინიკათა ქსელი აგრძელებს განვითარებას, აქტიურად მონაწილეობს ჯანდაცვის მომავლის ფორმირებაში და აფართოებს საკუთარი საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს.
საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციის, ჩაწერისა და კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
- თბილისის ოფისი: ჭავჭავაძის გამზ. 58 | ტელ.: +995 322 158 500
- ქუთაისის ოფისი: თამარ მეფის ქ. 60 | ტელ.: +995 431 258 500
- ბათუმის ოფისი: ზურაბ გორგილაძის ქ. 2 | ტელ.: +995 422 22 30 00
ოფიციალური ანგარიშები:
- ვებ–გვერდი: www.acibadem.ge
- Instagram: @acibademsaglik
- Facebook: Acibadem A Class Healthcare Services













