• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით წარმოებას გააფართოვებს

by Georgia Today
June 1, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით წარმოებას გააფართოვებს

“კახური ტრადიციული ჩურჩხელა” სამი წლის წინ დაფუძნებული მცირე საწარმოა, რომელიც წლიდან-წლამდე გასაკვირი სისწრაფით ვითარდება. ამ წარმატების მიზეზი არანაკლებ გასაკვირია, რადგანაც კომპანია წარმოებისას უმარტივეს პრინციპს ეყრდნობა, რომელიც არავისთვის საიდუმლოს, სიახლესა თუ აღმოჩენას არ წარმოადგენს. კომპანია ცდილობს, მის მიერ დამზადებული ჩურჩხელა ზედმიწევნით მისდევდეს წარმოების კახურ ტრადიციას, იყოს 100 პროცენტით ნატურალური და, შესაბამისად, ხარისხიანი. ერთი შეხედვით, ამ მიდგომაში განსაკუთრებული არაფერია, აღმოჩენას ბაზარზე არსებული სიტუაცია წარმოადგენს – უამრავი მწარმოებლის შემოთავაზების მიუხედავად, ქართულ ბაზარზე ხარისხიანი ჩურჩხელა ძნელად მოიპოვება. სწორედ ეს აქცევს “კახურ ტრადიციულ ჩურჩხელას” განსაკუთრებულად.

ხარისხის შენარჩუნებას, რომელიც კომპანიის პრიორიტეტია, ხელს ისიც უწყობს, რომ “კახური ტრადიციული ჩურჩხელა” საოჯახო ბიზნესია. მარიამ ქევხიშვილის ოჯახი გურჯაანში, სოფელ კალაურში სამ ჰექტარზე გაშენებულ ვენახს ფლობს, რომლისგან მიღებული ბადაგითაც მზადდება ჩურჩხელა.

“ბადაგის დასამზადებლად მხოლოდ ჩვენი ვენახის ყურძენს ვიყენებთ. ვაზს მაღალი ხარისხის პესტიციდებით ვამუშავებთ, რაც ყურძნის და, შესაბამისად, ბადაგის ხარისხზე აისახება. ჩვენი ბადაგი ბოლომდე ნატურალურია – შაქრის, ფერის კონცენტრატის თუ სხვა ქიმიური დანამატების გარეშეა დადუღებული. შესაბამისად, ჩვენი ჩურჩხელა,სეზონის მიხედვით, ხანდახან ნაკლებად ტკბილია, რაც ნატურალურობის არასაკმარისი, მაგრამ ერთ-ერთი ნიშანია. მაგალითად, 2020 წლის მოსავალი ბუნებრივად არ იყო ტკბილი, შესაბამისად, ჩურჩხელაც ნაკლებად ტკბილი გამოვიდა. ამას მხოლოდ ნამდვილი მოყვარულები ამჩნევენ ხოლმე. ჩურჩხელის ნატურალურობის კიდევ ერთი ნიშანი მისი სირბილეა. ჩურჩხელა, კარგად გამომშრალიც კი, აუცილებლად რბილი უნდა იყოს და იოლად ტყდებოდეს. სხვა შემთხვევაში შაქარსა და წყალზე დამზადებულ ნუგბართან გვაქვს საქმე.”

ბადაგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩურჩხელის შიგთავსია, რასაც საწარმოში დიდ ყურადღებას უთმობენ. შიგთავსის თხილით “კახური ტრადიციული ჩურჩხელა” საკუთარი ბაღებიდან მარაგდება, ნიგოზით კი – თელავის ბაზრიდან.

2017 წელს სატესტოდ დამზადებული 500 ჩურჩხელა მალევე გაიყიდა და მარიამ ქევხიშვილი მიხვდა, რომ ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა ნავარაუდევზე დიდი იყო. წარმოება წლიდან წლამდე იზრდებოდა და 2020 წელს კომპანიამ უკვე 4 000 ჩურჩხელა გაყიდა. მცირე მეწარმის სტატუსიც შარშანვე აიღეს და საწარმომ ჩურჩხელების მაღაზიებში შეტანაც დაიწყო. თხილის საფერავის, თხილის რქაწითელის და ნიგვზის საფერავის ჩურჩხელების შეძენა დღეს თბილისში “8000 მოსავალში”, “ბრენდ-ვაინში”, “თელავურაში” და ონლაინ პლატფორმა “ექსტრაზე” და ცხადია, “კახური ტრადიციული ჩურჩხელის” ფეისბუქ-გვერდზეც შეიძლება.

“კახური ტრდიციული ჩურჩხელა” აქტიურად გეგმავს წარმოების გაფართოებას. ონლაინ გაყიდვებისა და მაღაზიებთან თანამშრომლობის გაფართოება პრიორიტეტების მხოლოდ ნაწილია. ამის პარალელურად თავად წარმოების გამრავალფეროვნებაც იგეგმება. კალაურში 2019 წელს გაშენებული ნუშის ბაღების მოსავლით კომპანია ნუშის ჩურჩხელის წარმოების დაწყებას აპირებს. გარდა ამისა, საწარმო ბლისა და ატმის ბაღებსაც ფლობს და ამ ხილით ჩირის წარმოებაც იგეგმება.  “კახური ტრდიციული ჩურჩხელა” საჭირო ინვენტარების შეძენას თიბისის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს.

“ამ ყველაფრისთვის ხარისხიანი დანადგარები გვჭირდება. ასევე ვაპირებთ ყურძნის საწური გაუმჯობესებული აპარატის და არსებულზე უფრო მაღალი ხარისხის ტარის შეძენას. დღემდე ყველაფერს ჩვენივე ხარჯით ვწვდებოდით, მაგრამ სამომავლო გაფართოება უკვე თიბისისთან სტაბილურ პარტნიორობას გულისხმობს და ამ მხრივ მათთან თანამშრომლობა, რომელსაც მცირე ბიზნესების აქტიური წახალისებისა და ბიზნესის მხარდაჭერის დიდი ტრადიცია აქვს, საუკეთესო შესაძლებლობად მიგვაჩინია”, – ამბობს მარიამ ქევხიშვილი.

ShareShareTweet

Related Posts

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
GEO

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

February 6, 2026
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ   
GEO

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ  

February 5, 2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
GEO

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

February 4, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

9 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Iran and US to hold talks in Oman

Life in Tehran under Fear: A Firsthand Account of Surveillance, Violence, and Resistance

Ukraine Latest: Winter Fighting, Small Gains, Big Civilian Costs

Georgian Leaders Criticize OSCE Moscow Mechanism Activation, Tensions Rise with Sweden and the West

Steve Witkoff: Russia and Ukraine agree on exchange of 314 prisoners

Georgian model Matilda Gvarliani becomes new face for Dolce & Gabbana

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today