27 სექტემბერს თიბისიმ ტექ კომუნისთვის მორიგი შეხვედრა გამართა. ტექ სესიის ძირითადი ფოკუსი ლიდერის როლი ეჯაილში იყო. თიბისის ტექ ლიდერებმა აქტუალური საკითხები განიხილეს და ინდივიდუალურ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრნობით ისაუბრეს შემდეგ თემებზე:
- რატომ არის ლიდერობა მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის და ლიდერის ზემოქმედება გარემოს ჩამოყალიბებაზე;
- რას ნიშნავს იყო ლიდერი, ლიდერობის სტილები და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულს;
- გუნდების ავტონომია (თვითორგანიზებულობა) და ლიდერის როლი თიბისიში;
- როგორი ლიდერები გვჭირდება ორგანიზაციაში და როგორ აღმოვაჩინოთ ისინი;
„Agile Meetup-ზე განვიხილეთ თანამედროვე ლიდერების ტიპები, რა გამოწვევები აქვთ დღევანდელ სამყაროში მათ. ტექ აუდიტორიისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ეჯაილ გარემოში თანამედროვე ტენდენციები ლიდერშიპის მიმართულებით.“- ინგა ყელაურაძე, ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდი.
თიბისიმ, როგორც ტექნოლოგიურმა კომპანიამ, წელს უკვე მეოთხედ ჩაატარა Tech Meetup-ი, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.