• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება: ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 2022

„ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა: სუფთა ჰაერი, წყალი და საკვები“

by Georgia Today
April 7, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
UN Joint Statement on World Health Day 2022

ჩვენი და ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობა განუყოფლად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ჯანმრთელ პლანეტაზე ჯანმრთელი საზოგადოების შექმნის აუცილებლობა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება.

2022 წელს „ჯანმრთელობის მსოფლიო დღე“ განიხილავს კავშირს ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობასა და ადამიანების, ცხოველების, მცენარეების – ყველა ცოცხალი არსების ჯანმრთელობას შორის. ტემპერატურის მატება, წყალდიდობა და ექსტრემალური ნალექი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე, იწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფებს, ართმევს ადამიანებს თავშესაფარს და საარსებო წყაროს და იწვევს იძულებით მიგრაციასა და გადაადგილებას. კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას ახდენს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე. მაღალი ტემპერატურა აუარესებს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობას. კვლევების მიხედვით, მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე ტემპერატურის ერთი გრადუსით მატება მკვდრადშობადობის 6%-ით მატებას იწვევს. კლიმატური კატასტროფებისას იზრდება სქესობრივი ძალადობის რისკიც.

ამავდროულად, ადამიანის მიერ გამოწვეული ჯანმრთელობის სხვა საფრთხეები, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, ეკოსისტემის დეგრადაცია და თამბაქოს წარმოება და მოხმარება, დამატებით ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას. COVID-19-ის პანდემიის დროს წარმოქმნილმა ათი ათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენმა დიდი დატვირთვა მოახდინა სამედიცინო ნარჩენების მართვის სისტემებზე და საფრთხე შეუქმნა ადამიანის და გარემოს ჯანმრთელობას.

ამასთან ერთად, გლობალური საკვების უსაფრთხოება განსაკუთრებულად დიდი გამოწვევის წინაშე დგას. სასურსათო დანაკარგები და ნარჩენები, მავნებლები და დაავადებები, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნების დეგრადაცია, ჰაბიტატის განადგურება და შეიარაღებული კონფლიქტი – პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოს საკვების მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების კუთხით.

დღეს, როდესაც საქართველო პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს უმკლავდება „ჯანმრთელობის მსოფლიო დღის“ კამპანია გვახსენებს, რომ ინოვაციური იდეები და ახალი გზებია საჭირო იმისათვის, რომ შევძლოთ იმ სფეორების აღდგენა, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალდა. ჩვენ გვჭირდება აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნა, მდგრადი სოფლის მეურნეობის, სატყეო და მეთევზეობის პრაქტიკის ხელშეწყობა და სისტემური გადასვლა მწვანე ენერგიისა და ნულოვანი ემისიებზე. ჩვენ გვჭირდება სამყარო, რომელიც უფრო სუფთა, ჯანსაღი და მდგრადია.

მიუხედავად იმისა, რომ არამდგრადი ქმედებებით ადამიანებს წვლილი შეაქვთ გარემოს დეგრადაციაში, ჩვენ უნდა გავხდეთ პრობლემის გადაწყვეტის ნაწილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობის უდიდეს საფრთხეს – კლიმატის ცვლილებას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას დაეხმაროს საქართველოს მდგრადი და ჯანმრთელი საზოგადოების შექმნაში. „ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს“, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, შექმნან სამყარო, სადაც სუფთა ჰაერი, წყალი და საკვები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, სადაც ეკონომიკა ორიენტირებული იქნება პლანეტისა და ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, და სადაც ჯანსაღი, ადამიანებზე ორიენტირებული ქალაქები, სოფლები და თემები შექმნიან სათანადო პირობებს ადამიანებისთვის უკეთესი ცხოვრებისთვის.

დავიცვათ ჩვენი პლანეტა და ჩვენი ჯანმრთელობა. პლანეტა B არ არსებობს.

იხილეთ კამპანიის ვებ-გვერდი.

Tags: გაეროჯანმრთელობის დღე 2022
ShareShareTweet

Related Posts

მიიღეთ  თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
GEO

მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში

May 1, 2025
თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო
GEO

თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო

May 1, 2025
თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ გაზაფხულის სეზონის წარმდგენია
GEO

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ გაზაფხულის სეზონის წარმდგენია

May 1, 2025

Recommended

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

12 months ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Ukraine Latest: Limited Ceasefire Marred by Ongoing Strikes and Drone Activity

“Georgia is now where Belarus was in 2020… It’s crucial you don’t repeat our mistakes”

Grand Opening of Costa Coffee Georgia: New Premium Coffee Experience in the Heart of Tbilisi

Estonia revokes visa-free regime for holders of Georgian diplomatic passports

US Embassy: No explosives found in malls, security alert lifted

Georgia’s National Handball Team qualifies for the European Championship

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today