1 ოქტომბერს ქართველ მსმენელს დაუვიწყარი გამოცდილება ელოდება – ბრუნო მარსი „Starring Georgia-ს“ ფარგლებში თბილისში კონცერტს გამართავს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება. ბრუნო მარსის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან თიბისი და VISA.
კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს დაიწყება. ბილეთების შეძენისას, tkt.ge-ზე და Super App-ში თიბისის ყველა Visa ბარათზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო კონცეპტის Visa ბარათზე – 30% -იანი ფასდაკლება Orbit კატეგორიის ბილეთებზე. სხვა სივრცეების ბილეთებზე, კონცეპტის Visa ბარათით ყიდვისას გავრცელდება 20 %-იანი ფასდაკლება.
მოსწავლის და სტუდენტური ბარათით გადახდისას იმოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება, რომელიც გავრცელდება 5000 star ring კატეგორიის ბილეთზე.
ბრუნო მარსი 15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ამერიკელი მუსიკოსია, რომელიც თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტი-ინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი „Doo-Wops & Hooligans“ გამოსვლითანავე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა.
სტუდიური მუშაობის პარალელურად, ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო.
ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, მუსიკოსი არც საცეკვაო მუსიკის ტენდენციებს ივიწყებდა.
სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.