• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

რჩევები გიორგი სამარგულიანისგან

ინტერვიუ Axis Towers Wellness & Falestra-ს შემქმნელთან და დირექტორთან

by Georgia Today
April 29, 2025
in GEO
Reading Time: 1 min read
რჩევები გიორგი სამარგულიანისგან

ჰოსპიტალითი და ველნეს ინდუსტრია არ არის მხოლოდ სერვისი — ეს არის დამოკიდებულება, კულტურა და ადამიანების გაბედნიერების ხელოვნება. სწორედ ამ ფილოსოფიით ხელმძღვანელობს გიორგი სამარგულიანი, Axis Towers Wellness &  Falestra-ს შემქმნელი და დირექტორი, რომლის პროფესიული გზა და ხედვა მრავალი ახალგაზრდა მენეჯერისთვის ინსპირაციის წყაროა.

კითხვა 1: რას ნიშნავს თქვენთვის სტუმარმასპინძლობის სფერო?

გიორგი სამარგულიანი:

სტუმარმასპინძლობა, ჩემი აზრით, ყველა ქართველს სისხლში გვაქვს. ჩვენ ხომ ვამბობთ — „სტუმარი ღვთისაა“. ეს ფრაზა უბრალოდ სიტყვები არ არის, ეს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ღირებულებაა. ოდითგანვე ქართველი მასპინძელი, თუნდაც თავად გაჭირვებაში ყოფილიყო, სტუმრისთვის ბოლო ლუკმას გაიმეტებდა და გულით უმასპინძლდებოდა.

სტუმრის სიყვარული ნიშნავს გულწრფელ ზრუნვას, ყურადღებას და იმ ემოციის გაზიარებას, რომელსაც თავად იღებ მასპინძლობის პროცესში. ჩემთვის ჰოსპიტალითი არის სიხარულის მიღება სხვისი ბედნიერებით — როცა სტუმარი კმაყოფილი მიდის, შენც ბედნიერი რჩები. ეს არის ემოციური კავშირი, რომელიც ნამდვილ ხარისხს ქმნის.

კითხვა 2: საიდან დაიწყო თქვენი კარიერა hospitality სფეროში?

გიორგი სამარგულიანი:

ჩემი პირველი სამსახური იყო Sheraton Metechi Palace-ში — პირველ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში თბილისში. მუშაობა დავიწყე ფიტნესის რეცეფციაში, მაშინ მხოლოდ 17 წლის ვიყავი. დღემდე ძალიან კარგად მახსოვს შერატონის შთამბეჭდავი ჰოლი, ის ემოცია, რაც პირველ სამუშაო დღეს მქონდა და ჩემი პირველი ხელმძღვანელი — ნუნუ მიქელაძე.

მას დღემდე დიდ პატივს ვცემ, ვაფასებ და ძალიან მიყვარს. სწორედ იქ ვისწავლე დისციპლინა, სტუმართან ურთიერთობა და პროფესიული პასუხისმგებლობა. ეს იყო საფუძველი, რომელმაც მთელი ჩემი შემდგომი გზა განსაზღვრა ჰოსპიტალითი სფეროში.

კითხვა 3: მიაღწიეთ თუ არა მაქსიმუმს ამ სფეროში?

გიორგი სამარგულიანი:

მე ვფიქრობ, რომ ჰოსპიტალითი სფეროში მაქსიმუმი არ არსებობს. ეს უსაზღვრო შესაძლებლობების სფეროა, სადაც ყოველთვის შეგიძლია უკეთ გააკეთო, უფრო ღრმად იგრძნო და მეტი ემოცია შექმნა სტუმრისთვის.

თუმცა განსაკუთრებით ვამაყობ იმ პროექტებით, რაც უკვე განხორციელდა. მაგალითად,  Falestra Restaurant-ში ვუმასპინძლეთ გასტრო კვირეულს, რომლის ფარგლებშიც საქველმოქმედო საღამო მოვაწყვეთ უკრაინაში დაზარალებულთა დასახმარებლად. ასევე გვიმასპინძლია არაერთ ცნობილ არტისტს — Cerrone, Diana King, Lisa Stansfield — და ამ ღონისძიებებით ძალიან ბევრი ჩვენი სტუმარი გავაბედნიერეთ.

როდესაც ხედავ, რომ შენი სივრცე ადამიანებისთვის ემოციურ გამოცდილებად იქცა, ხვდები, რომ სწორ გზაზე ხარ. და ეს გზა არასდროს მთავრდება.

კითხვა 4: რას ურჩევდით იმ კოლეგებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას ჰოსპიტალითი სფეროში ან ფიქრობენ ამ მიმართულებით განვითარებას?

გიორგი სამარგულიანი:

ძალიან საინტერესო კითხვაა. ჰოსპიტალითი სფერო ცოცხალი ორგანიზმივით არის — ის მუდმივად მოძრაობს, იცვლება და რეაგირებს ადამიანების ემოციებზე. ამიტომ ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია გულწრფელობა და ის, რომ ბოლომდე გრძნობდე იმას, რასაც აკეთებ.

მე ყოველთვის ვურჩევდი დამწყებებს, რომ მიჰყვნენ გულის კარნახს. თუ ადამიანი მხოლოდ პოზიციისთვის ან ფინანსური სარგებლისთვის მოდის ამ სფეროში, ეს დიდხანს ვერ გაამართლებს. ხოლო თუ საქმის სიყვარული და სტუმრისადმი გულწრფელი დამოკიდებულება გაქვს, შედეგიც აუცილებლად მოვა. აქ წარმატება პირდაპირ კავშირშია ემოციასთან, შრომასთან და ადამიანების პატივისცემასთან.

კითხვა 5: რომელი მენეჯერული გადაწყვეტილებით ხართ ყველაზე მეტად კმაყოფილი და რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ განმასხვავებელ უპირატესობად?

გიორგი სამარგულიანი:

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად სარისკო გადაწყვეტილება, რაც Axis Towers Wellness-ის შექმნის პროცესში მივიღე, იყო სეილების გუნდის დამატება და ცალკე სეილების ლაუნჯის შექმნა. ეს გადაწყვეტილება ფინანსურად ზრდიდა ხარჯებს და სახელფასო ბიუჯეტს, თუმცა მჯეროდა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგს მოგვიტანდა.

იმ პერიოდში ბაზარზე არსებულ ველნესებს მსგავსი სტრუქტურა არ ჰქონდათ — დამატებითი, პროფესიონალური სეილების გუნდი. სწორედ ამ განსხვავებულმა მიდგომამ და სეილების გუნდში სწორად შერჩეულმა კადრებმა განაპირობა ის, რომ Axis Towers Wellness გახსნის დღიდანვე ბაზრის ლიდერი გახდა.

ეს გადაწყვეტილება დღეს ჩემთვის განსაკუთრებული საამაყოა, რადგან მან დაამტკიცა, რომ გააზრებული რისკი, სწორი ხედვა და გუნდზე ინვესტირება ყოველთვის ამართლებს.

Tags: Axis Towers Wellness & Falestraგიორგი სამარგულიანი
ShareShareTweet

Related Posts

GEO

2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება

April 8, 2026
Enhancing Surgical Precision and Improving Outcomes with Robotic Surgery at Acıbadem
GEO

რობოტული ქირურგიის საშუალებით ქირურგიული სიზუსტის გაუმჯობესება და შედეგების ოპტიმიზაცია Acıbadem-ში

April 6, 2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
GEO

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

April 6, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

11 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Council of Europe Human Rights Commissioner holds meetings in Georgia

Hungary shifts course as Peter Magyar wins election, signaling pro-Western turn

FlyArystan to launch Astana–Batumi flights for summer season

Sochi residents expelled from Abkhazia over photos with Georgian flag

Former NBA player Zaza Pachulia to receive 49-year land lease for hydropower plant in Georgia

Georgian PM congratulates Péter Magyar on Hungary election victory, thanks Orbán for support

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today