• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

Traveling Den-ი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

by Georgia Today
June 18, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
Traveling Den-ი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

საქართველოში ბოლო ათწლეულში ტურისტული ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. უამრავი მცირე თუ მსხვილი კომპანიაა ჩართული შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებაში, თუმცაღა ეს ყველაფერი, ძირითადად, სტანდარტულ მომსახურებასა და უკვე არაერთგზის ნაცად იდეებს ეფუძნება.  ნამდვილი ინოვაციები ამ სფეროში იშვიათობაა, რადგან დიდ ფინანსებსა და არანაკლებ გამბედაობას მოითხოვს. კომპანია Traveling Den-ის დაფუძნებლებს, ანა სვანიძეს და ინა მარგველაშვილს, საქმიანობის დასაწყისში საკმარისად მხოლოდ ეს უკანასკნელი ჰქონდათ. მართლაც დიდ გამბედაობას მოითხოვდა შეზღუდული სახსრებით იდეის განხორციელება, რომელიც საქართველოსთვის სრულიად ახალი იყო. ევროპულ ქვეყნებში საგანგებოდ აღჭურვილი ფურგონის ტიპის ავტომობილით მოგზაურობა ძალზე პოპულარულია, მაგრამ საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ არსებობს. სწორედ ამის გამოსწორება და უცხოელი თუ ადგილობრივი მოგზაურებისთვის შესაბამისი სერვისის შეთავაზებაა Traveling Den-ის მიზანი.

ანა სვანიძე კომპანიის შექმნაზე სერიოზულად მას შემდეგ დაფიქრდა, რაც ბიზნესპარტნიორთან ერთად რეგიონებში მოგზაურობისას დასარჩენი ადგილის პრობლემას გამუდმებით აწყდებოდა:

“მივხვდით, რომ ამ მიმართულებით ცოტა გასაქანია და გადავწყვიტეთ, მოგზაურობისას სასურველ ადგილზე დარჩენის პრობლემა აღმოგვეფხვრა. ერთ ზაფხულს ჩვენი მისაბმელი ფურგონით, ეგრეთწოდებული “ქარავანით”, ვიყავით აჭარაში. ვიქირავეთ ადგილი და გავმართეთ კემპსაიტი. თავადაც ვისვენებდით და სხვებსაც ვთავაზობდით ამ სერვისს”- ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანა სვანიძე.

მოგვიანებით, Traveling Den-მა მინი-ვენი შეიძინა და მის შესაბამისად აღჭურვას შეუდგა.

“კეთების პროცესი რთული იყო, რადგან მხოლოდ ორნი ვიყავით, ტექნიკურად კი ერთმა ადამიანმა გაგვიმართა ყველაფერი. მსგავსი არასტანდარტული პროექტისთვის ხელოსნის მონახვა არც ისე იოლი აღმოჩნდა. ამას პანდემიაც დაემატა და საქმეც ერთი-ორად გართულდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელით იმის მიღება, რაც გვუსრდა, თუმცა არსებული გარემოებებიდან და შეზღუდული რესურსიდან გამომდინარე მოგვიწია პატარა მოდიფიკაციების გაკეთება”.

ფურგონი სრულად გამოშიგნეს, საგანგებოდ დაათბუნეს, მზის პანელები დაამონტაჟეს, ბიო-ტუალეტით აღჭურვეს და მანქანა საცხოვრებლად კომფორტული გახადეს. ასეთ მანქანაში შხაპის მიღება და სამზარეულოთი სარგებლობა დაუბრკოლებლად შეგიძლიათ. ტექნიკურად ყველაფერი ბოლომდეა გამართული. მიზანიც ეს იყო – მაქსიმალური კომფორტი შეზღუდულ სივრცეში.

Traveling Den-ისთვის მოგზაურების მსგავსი სერვისით უზრუნველყოფა ორ იდეას უკავშირდება – ნელი მოგზაურობისა და ბუნებრივი რესურების აზრიანად ხარჯვის. დამფუძნებლებისთვის ორივე მათგანი მნიშვნელოვანია:

“მინი-ვენით მოგზაურობისას წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ პუნქტში ნავარაუდევ დროში ჩასვლის სტრესი მოხსნილია. ადგილს თავად ირჩევ, ხშირად სპონტანურადაც. მსგავს რიტმში მოგზაურობა ძალიან განსხვავდება სასტუმროში გაჩერებისაგან. ფაქტობრივად ახლიდან სწავლობ ერთი შეხედვით კარგად ნაცნობ ქვეყანას. ჩერდები იქ, სადაც ადრე აზრადაც არ მოგივიდოდა. გარდა ამისა, გაზი, წყალი, ენერგია შეზღუდული რაოდენობით გაქვს და მის აზრიანად ხარჯვასაც სწავლობ. ესეც ძალზე მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ბუნებასთან და საკუთარ თავთან ხანგრძლივად პირისპირ დარჩენის ძვირფას გამოცდილებას იძენ”.

მსგავსი ტიპის მოგზაურობა პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მომხიბლავია, რადგან, სურვილისამებრ, სრული ან ნაწილობრივი იზოლაციის საშუალებას იძლევა, თანაც გადაადგილების შეზღუდვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ევროპისა და აშშ-საგან განსხვავებით, მსგავსი მინი-ვენებით მოგზაურობის რეგულაციები ჯერჯერობით არ არსებობს და ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერ ადგილას გაჩერდნენ ღამის გასათევად. ჯერჯერობით Traveling Den-ის მომსახურებით, ძირითადად, უცხოელები სარგებლობენ.

“თრეველინგ-დენის” თიბისისთან ურთიერთობა ავტომობილის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვის ეტაპზე დაიწყო და თიბისის მხარდაჭერა კომპანიას სამომავლო გეგმებშიც დასჭირდება.

“სამომავლოდ დიდი სურვილი გვაქვს კემპსაიტების მოწყობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვის რეგიონებში, რაც გულისხმობს როგორც უფროსებისთვის ისე ბავშვებისთვის განტვირთვისთვის აუცილებელი სივრცეების შექმნას. პირველ ეტაპზე კი, გვინდა გავმართოთ კიდევ ერთი მანქანა, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებული გვაქვს. ხსნებული იდეების განხორციელება კი რა თქმა უნდა რთული იქნება საიმედო პარტნიორების გარეშე.  ეს ყველაფერი, ცხადია, თიბისისთან, უკვე გამოცდილ და საიმედო პარტნიორთან ერთად წარმოგვიდგენია”, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ShareShareTweet

Related Posts

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
GEO

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

May 30, 2025
თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია
GEO

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია

May 30, 2025
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს
GEO

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

May 30, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

4 weeks ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Khvicha Kvaratskhelia: I believed winning Champions League was possible

Court replaces Nika Melia’s bail with detention over commission no-show

Irakli Kobakhidze discusses US ties and regional stability with senator Steve Daines

“Ukraine Has No Choice But to Fight”: Shekhovtsov on Why Surrender Means National Erasure

MIA: Nika Melia detained on administrative charges

Ukraine Latest: Drones, Drills, and Diplomacy

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today