• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

Social Impact Award 2021 სამუშაო შეხვედრები დაიწყო

by Georgia Today
April 22, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
Social Impact Award 2021 სამუშაო შეხვედრები დაიწყო

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის მეორე ეტაპს, სამუშაო შეხვედრების სერიებს იწყებს. პროექტი თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

ონლაინ სამუშაო შეხვედრები იმართება თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, კახეთსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სამუშაო შეხვედრებზე ახალგაზრდები გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის პრინციპებს, განავითარებენ ბიზნესიდეებს,  მოარგებენ შესაბამის ბიზნესმოდელს და საბოლოოდ შექმნიან ბიზნესგეგმის მონახაზს.

პროგრამის შემდეგი ეტაპი, საკონკურსო ნაწილია, სადაც მონაწილეები თავიანთ სოციალურ ბიზნესიდეებს წარადგენენ. შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

„თიბისი ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშველოვანია ბიზნესიდეების მხარდაჭერა საწყის ეტაპზე. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვახორციელებთ პროგრამა სტარტაპერს. სასიხარულოა, რომ Social Impact Award-ი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს და წაახალისებს ახალგაზრდებს, რომ მეწარმეობით დაინტერესდნენ,“ – განაცხადა ნათია ვაჭარაძემ, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერმა.

„გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით აქტიურადმუშაობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე. ამ პროცესში ახალგაზრდებსუდიდესი როლის შესრულება შეუძლიათ, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა საჭიროუნარებითა და ცოდნით. მესამე წელია გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს Social Impact Award-ის განხორციელებას. ჩვენი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ოთხი სამიზნე რეგიონისახალგაზრდების ჩართვა ამ პროგრამაში, რაც ადგილობრივ დონეზე სოციალური მეწარმეობისგანვითარებას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა UNDP-ის პროექტის მენეჯერმა თიკო ტყეშელაშვილმა.

„პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მივიღეთ და უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდებს ვაძლევთ შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1000-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 100-მდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 14გამარჯვებული გუნდი. წელსაც ველოდებით მოტივირებულ გუნდებს, საინტერესო იდეებით, რომლებიც აქტუალური სოციალური პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ გზებს შემოგვთავაზებენ,“ – განაცხადა ქეთი ებანოიძემ, იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა.

Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

ShareShareTweet

Related Posts

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა
GEO

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა

August 6, 2025
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
GEO

„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული

August 6, 2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა  უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
GEO

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

August 6, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

4 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Eight opposition parties announce rally in Tbilisi on September 13

Anri Okhanashvili steps down, Mamuka Mdinaradze appointed Head of SSSG

American and British producers explore film opportunities in Georgia

Protester sentenced to 4 years for damaging and burning camera power source at Parliament

Ukraine thanks Georgia and Moldova for aiding return of citizens stranded at Dariali border

UK travel advice warns of drink spiking risks in Georgia as security concerns persist

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today