Per Te-ს კამპანია „ქალები ქალებისთვის“ გრძელდება და ამჯერად უკვე გოგონების ახალ გუნდს მასპინძლობს იმისთვის, რომ სრულიად უსასყიდლო სასწავლო კურსის მეშვეობით მისცეს მათ პროფესია. გაცნობითი სახის ღონისძიებას უმასპინძლა რესტორანმა „თეორემამ“. ღონისძიებაზე ახალ მოსწავლეებს ჰქოდათ შესაძლებლობა მოესმინათ იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც წინა ჯგუფმა აღნიშნული კურსიდან მიიღო.
„პირველ პროექტს იმდენი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ისეთი დიდი სიყვარული და ისე გაძლიერდნენ გოგოები, რომ ამ ყველაფერმა მომცა მოტივაცია იმისა, რომ ეს საქველმოქმედო საქმიანობა გამეგრძელებინა. ამდენად, ჩემი ყველაზე დიდი სიამაყეა ჩემი პროექტი, „ქალები ქალებისთვის, რომელიც ეხმარება სოციალურად დაუცველ, ძალადობის მსხვერპლ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ გოგონებს“, – ნათია აბულაშვილი, Per Te-ს დირექტორი.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ რეალობამ მოლოდინს გადააჭარმა. Per Te-ში მისულს განსაკუთრებული გარემო და არაჩვეულებრივი ადამიანი, ნათია, დამხვდა. მეგონა, რომ ჩემი ასაკიდან გამომდინარე ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მე მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე როგორც პროფესიული, ისე ადამიანური თვალსაზრისით. Per Te-ში ყოფნის პერიოდი არის ჩემთვის ყველაზე კარგი დრო“, (კურსდამთავრებული).
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან. დასაწყისში კი პროექტის მონაწილეებს უტარდებათ სპეციალური მოსამზადებელი ტრენინგი, რომლის მეშვეობით სწავლობენ იმას თუ როგორ გააკეთონ ის საქმე არაჩვეულებრივად, რასაც სხვები ჩვეულებრივად ატარებენ და აიმაღლონ მოტივაციის დონე. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ Per Te-ს სასწავლო კურსების მოსამზადებელ ჯგუფებში მაქსიმუმ 4-5 გოგონა არის, ვინაიდან მათ ხარისხიანად შეძლონ თავიანთი მომავლის პროფესიის შესწავლა.
„მე ძალიან დიდი ხანია, რაც მინდა ამ პროექტში მონაწილეობა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკვე მაქვს შესაძლებლობა მივიღო მონაწილეობა ამ პროექტში. ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და პროფესიული თვალსაზრისით წარმატებებს მივაღწევ, რაშიც ნათია დამეხმარება“, (კურსის მონაწილე).
„დიდი ხნის წინ გავიგე ამ პროექტის შესახებ და სურვილი გამიჩნდა მონაწილეობის მიღების. შესაბამისად, დავუკავშირდი Per Te-ს პიარმენეჯერს, მაშო ჯავახიშვილს. დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ საბედნიეროდ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ Per Te-ს სასწავლო ტრენინგ კურსის მონაწილე გავხდი. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევ“, (კურსის მონაწილე).
აღსანიშნავია, რომ Per Te-ს პროექტმა უკვე არაერთ გოგონას მისცა შესაძლებლობა შეესწავლათ და შეეძინათ თავისი პროფესია. კამპანია „ქალები ქალებისთვის“ კვლავ გააგრძელებს იმ ქალების დახმარებას, რომლებსაც ეს სჭირდება და ამ კურსის დასრულების შემდეგ საზოგადოების სურვილის მაღალი დონიდან გამომდინარე, შემოდგომაზე კვლავ მოტივირებული გოგონების ახალ ჯგუფს უმასპინძლებს.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი