• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

Maqro Development-ის ურბანული ცხოვრების ახალი სტანდარტი

by Georgia Today
September 13, 2024
in Business & Economy, GEO
Reading Time: 1 min read
Maqro Development-ის ურბანული ცხოვრების ახალი სტანდარტი

„მაქრო დეველოპმენტის“ მარკეტინგის ხელმძღვანელთან, მარიამ გოგოხიასთან ბოლო საუბარში ჩავუღრმავდით კომპანიის პროექტების ტრანსფორმაციულ გავლენას საქართველოს უძრავი ქონების ლანდშაფტზე. გასული ათწლეულის განმავლობაში Maqro Development-მა ხელახლა განსაზღვრა ურბანული ცხოვრება ინოვაციური, სიმწვანეზე ორიენტირებული სამშენებლო პრაქტიკის მეშვეობით. წარმატებული პროექტების მემკვიდრეობითა და მომავლის ამბიციური გეგმებით, მარიამმა გაგვიზიარა ღირებული ინფორმაცია კომპანიის ევოლუციისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

„მაქრო დეველოპმენტი“ ათწლეულზე მეტია, რაც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. შეგიძლიათ გვესაუბროთ კომპანიის ევოლუციაზე და მის ახალ მიმართულებაზე?

ჩვენი კომპანია 2013 წლიდან არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, დავიწყეთ „მწვანე ბუდაპეშტით“, რომელიც 2016 წელს დასრულდა. პირველი პროექტი თბილისის მასშტაბით, რომელიც საზოგადოებას მწვანე სივრცეს სთავაზობდა მულტიფუნქციური კომპლექსის სახით, იმდენად წარმატებული იყო, რომ მშენებლობის დასრულებამდე გაყიდვები დასრულდა.

„მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტმა შეგვმატა გამოცდილება, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი უკუკავშირი ჩვენი  მაცხოვრებლებისგან, ყოველივე ამის საფუძველზე კომპანიამ შექმნა პირადი სტანდარტი, რომელსაც დღემდე ვიცავთ.

როგორ მოერგო და გაფართოვდა Maqro Development-ი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე?

 ჩვენი წინა პროექტების წარმატებებიდან გამომდინარე, მივხვდით, რომ უნდა გაგვეზარდა ჩვენი მასშტაბები და უფრო დიდი პროექტი განგვეხორციელებინა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა პროექტი Green Diamond-ი, რის განხორციელებაშიც ჩვენ გავაფართოეთ დავამატეთ ღია საცურაო აუზები, სარბენი ბილიკები, საბავშვო ზონები, კალათბურთის სტადიონები, შევქმენით უფრო დიდი კომერციული ზონა, ღია და დახურული საპარკინგე სივრცეები. ყოველივე ეს „მწვანე ბუდაპეშტი“-ს მოსახლეობის უკუკავშირის საფუძველზე და მომხმარებელთა სურვილების ანალიზის შედეგად მოხდა. ჩვენ ასევე დავრწმუნდით, რომ კომპლექსი იყო უსაფრთხო და მიმზიდველი როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ექსპატებისთვისაც. გაყიდვები 2016 წელს წარმატებით დაიწყო და ასეთივე წარმატებით დამთავრდა პროექტის მშენებლობის დასრულებამდე.

2018 წელს კი შემოვიდნენ პირველი მობინადრეები, მაგ დროისთვის ყველა ბინა უკვე გაყიდული იყო. ახლა მიმდინარეობს ამ პროექტის მესამე ეტაპის მშენებლობა, რომელსაც ვასრულებთ 2024 წლის ბოლოს.

ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია ვადები. იშვიათია კომპანია, რომელიც ახერხებს, პროექტი ზუსტად ვადებში ჩააბაროს. ამ კუთხით მომხმარებლები გვენდობიან, რადგან იციან, რა ვადებსაც ვეუბნებით, ყოველთვის იმ ვადებში ვეტევით.

„მაქრო ქონსთრაქშენი“ რებრენდინგს გადის. შეგიძლიათ ამ თემაზე გვესაუბროთ?

რა თქმა უნდა. რებრენდინგის შედეგად, “მაქრო ქონსთრაქშენ”-ს გამოეყო ახალი მიმართულება “მაქრო დეველოპმენტი”. აქედან გამომგინარე, ამჟამად კომპანიას ქმნის სამი ძირითადი მიმართულება: „მაქრო დეველოპმენტი“, რომელიც  დეველოპერულ პროექტებზე მუშაობს,  „მაქრო ქონსთრაქშენი“, რომელიც გზების მშენებლობის და ტენდერების მიმართულებით განაგრძობს ოპერირებას და „მაქრო ტურიზმი“, რომლის საქმიანობაც სასტუმროების მშენებლობა და მათი მართვა რჩება.

ჩვენ ვგეგმავთ ორი მსხვილი პროექტის დაწყებას თბილისსა და ბათუმში, ჯამში დაახლოებით 7 000 აპარტამენტით. ეს ცვლილება დაგვეხმარება, უკეთ მოვაგვაროთ ჩვენი კლიენტების მზარდი საჭიროებები.

მწვანე კონცეფცია ცენტრალური ჩანს თქვენი პროექტებისთვის. როგორ აისახება ეს აქცენტი თქვენს დიზაინსა და სამშენებლო მიდგომაზე?

მწვანე კონცეფცია ჩვენი ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია. ეს ეხება არა მხოლოდ მწვანე სივრცეების გაერთიანებას, არამედ განსაკუთრებული გარემოს შექმნას, რომელიც ხელს უწყობს მდგრადობასა და კეთილდღეობას.

დაგეგმარების კუთხით აღსანიშნავია, რომ Green Diamond-ში ჩვენ შევთავაზეთ ბინების სხვადასხვა განლაგება სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად – სტუდენტებიდან ოჯახებამდე. მომხმარებელს ასევე დიდი არჩევანი ჰქონდა კვადრატულობის მხრივ, რადგან გათვლილი გვქონდა როგორც  მცირე ზომის სტუდიო ბინები, ასევე მაღალი კვადრატულობის, დიდ ოჯახებზე გათვლილი საცხოვრებლები.

მწვანე ალმასის კომპლექსი 69 444 კვ.მ. ფართობს მოიცავს, რომლიდანაც 23 150 კვ.მ გამწვანებული სივრცეა. ჩვენი მიზანი იყო კომფორტული და ჯანსაღი ცხოვრებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა. ამისთვის შევქმენით თანამედროვე დიზაინის 3 საცურაო აუზი, 4 ღია ფიტნეს ზონა, სარბენი და საფეხმავლო ბილიკები, საერთო სარგებლობის ბაღებში მოწყობილი 7 ფანჩატური,  4 საბავშვო გასართობი პარკი, 4 საკალათბურთო მოედანი, სარეკრეაციო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ პროექტი ითვალისწინებს პარკინგის სრულყოფილ სისტემას როგორც ღიას, ასევე დახურულს, რაც ნამდვილად დიდი ფუფუნებაა თბილისში.

შეგიძლიათ უფრო დეტალურად მოგვაწოდოთ თბილისსა და ბათუმში დაგეგმილი პროექტების შესახებ? რას უნდა ელოდონ პოტენციური მყიდველები და ინვესტორები?

ჩვენი თბილისის პროექტი მოიცავს ინფრასტრუქტურისა და კომერციული ზონების მრავალფეროვნებას. ის გააერთიანებს, როგორც კომერციულ ზონებს, ასევე საცხოვრებელ ბინებსა და საერთაშორისო ბრენდის MOVENPICK LIVING სასტუმროს.

ბათუმის პროექტი კი იქნება განსაკუთრებით ინოვაციური, მაშინ როცა სხვა კომპანიები აქცენტს აკეთებენ ზღვისპირა ზოლზე, ჩვენ არ ვღალატობთ ჩვენს მწვანე კონცეფციას და ლოკაცია შესაბამისად შევარჩიეთ. ასევე, მიზნად ვისახავთ გადავჭრათ ბათუმში არსებული გამოწვევები, როგორიცაა პარკირების საკითხები, სრულად იზოლირებული ეზოების არარსებობა, ამას ჩვენი მომხმარებელი მიიღებს უმაღლესი ხარისხის გამწვანებითა და ინფრასტრუქტურით დამშვენებული სივრცით.

მწვანე ალმასის შემთხვევაში, რომლის მშენებლობაც დიღომში დავიწყეთ, საზოგადოებაში იყო სკეპტიციზმი იმის თაობაზე, თუ ამ ტერიტორიაზე რამე გაამართლებდა, დღეს კი მინიმუმ 10 კომპანია აწარმოებს ირგვლივ მშენებლობას და ეს ტერიტორია აგრძელებს განვითარებას. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ახალი პროექტებიც ზუსტად იგივე წარმატებას მიაღწევს.

კომპანიის ფასების ცვალებადობის პოლიტიკასა და გადახდის ნაირსახეობებზეც რომ გვესაუბროთ?

ჩვენი ფასების სტრატეგია შექმნილია იმისთვის, რომ შესთავაზოს ღირებულება როგორც ინვესტორებს, ასევე რეზიდენტებს. ჩვენ ვიწყებთ კონკურენტული საწყისი ფასებით, რომლებიც იზრდება პროექტის პროგრესირებასთან ერთად, რაც სარგებელს მოუტანს ადრეულ მყიდველებს. ასევე, ვთავაზობთ გადახდის მოქნილ ვარიანტებს, მათ შორის უპროცენტო განვადებას და ფასდაკლებებს წინასწარ გადახდაზე. ეს მიდგომა გვეხმარება, რომ ჩვენი პროექტები იყოს მიმზიდველი მომხმარებლების ფართო სპექტრისთვის.

დაბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ Maqro Development-ის მომავალი და მისი გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე?

ჩვენი ფოკუსირება ინოვაციებზე, მდგრადობასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე გააგრძელებს ჩვენს წარმატებას. ჩვენი კლიენტების უკუკავშირით და ბაზრის საჭიროებებთან ადაპტირებით, მიზნად ვისახავთ საქართველოში უძრავი ქონების განვითარების ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.

 

 

 

Tags: MAQRO constructionmaqro developmentmaqro groupMAQRO Tourism
ShareShareTweet

Related Posts

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
GEO

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

May 30, 2025
თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია
GEO

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია

May 30, 2025
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს
GEO

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

May 30, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

3 weeks ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

MIA: Nika Melia detained on administrative charges

Ukraine Latest: Drones, Drills, and Diplomacy

British Journalist Barred from Georgia after Investigating Links to Sanctioned Russian Oligarch

The Blooming Electric Now: How DOCA Film Club’s ‘New Georgian Films’ Program Captures a Nation Mid-Transformation

ZEG Festival returns to Tbilisi with future-focused storytelling

Giorgi Bachiashvili: Ivanishvili’s orders led to my kidnapping and 2 days blindfolded

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today