• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

Eastern Promotions და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს Jazz and Wine Kakheti

by Georgia Today
September 28, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
Eastern Promotions და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს Jazz and Wine Kakheti

16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში, რადისონ ქოლექშენში (Tsinandali Estate) რიგით მეხუთე ფესტივალი – „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება.

ფესტივალში, ტრადიციულად, ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – ფესტივალის ფარგლებში გაიმართება რუდი ვალენტინოსა და ბალერას (იტალია) კონცერტი; სპეციალურად „Jazz and Wine Kakheti“-სთვის ქართველმა, ამერიკელმა, პოლონელმა და იტალიელმა მუსიკოსებმა შექმნეს პროექტი სახელწოდებით “UNITED PIANIST” feat.: დენი გრისეტი / Danny Grissett (აშშ), მიხალ ტოკაი / Michal Tokaj (პოლონეთი), რობერტ ტარენზი/ Robert Tarenzi (იტალია), პაპუნა შარიქაძე /Papuna Sharikadze (საქართვლო), რომელიც მხოლოდ ფესტივალის სტუმრებისთვის შესრულდება; სტუმრების განწყობაზე ასევე იზრუნებენ დიჯეი მაესტრო და სუზან ალტ / DJ Maestro & Susanne Alt (ნიდერლანდები).

„Jazz and Wine Kakheti“-ის სტუმრებისთვის ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები, ტრადიციულად, მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე მათ საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; იტალიელი მზარეულები მაურიციო სიცილიანო და ემანუელა კარლი კი გამართავენ კულინარიულ შოუს და სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებენ.

„Jazz and Wine Kakheti“ კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება – სტუმრებისთვის კოვიდ-რეგულაციების ნორმების დაცვას ფესტივალის პარტნიორი კლინიკა რეიმანის გენეტიკურ-მოლეკულური ლაბორატორია „რეიგენი” უზრუნველყოფს. გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვისა,  საფესტივალო სივრცეში, დამატებითი უსაფრთხოებისთვის, დამონტაჟებული იქნება დანადგარი, „ეარსენსი“, რომელიც გამოიყენება ჰაერში კოვიდ-19-ის არსებობის დასადგენად ვირუსის ადრეულ ეტაპზევე. ეარსენსი არის უახლესი ტექნოლოგია, რომელსაც უკვე იყენებენ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და თავშეყრის ადგილებში.

რეგულაციების სრულად დაცვის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ  ვირუსი მაინც დაფიქსირდება საფესტივალო სივრცეში, ყველა დამსწრე ადამიანი დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული ამის შესახებ.

კოვიდ-ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, „Jazz and Wine Kakheti“-ის ფესტივალზე დასასწრებად, სტუმრებმა ადგილზე უნდა წარმოადგინონ, 72-24 საათის შუალედში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან კოვიდ პასპორტი. სპეციალურად „Jazz and Wine Kakheti“-ის   ფესტივალის სტუმრებისთვის PCR ტესტის ჩატარება შესაძლებელია კლინიკა „რეიმანის” გენეტიკურ ლაბორატორიაში ექსკლუზიურ ფასად (მის.: სანდრო ეულის 7). აღსანიშნავია, რომ „რეიმანის” გენეტიკურ ლაბორატორიაში ტესტის ჩატარება შესაძლებელია როგორც ინოვაციური სპესიმაქს სალივა (SpeciMAX Saliva) მეთოდით (მხოლოდ ნერწყვის ნიმუშის გამოყენებით), ასევე სტანდარტული PCR ტესტით.

ფესტივალის ნაკრების შეძენა სტუმრებს შეუძლიათ ბმულზე: www.tkt.ge

თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.

JAZZ & WINE Kakheti

16 ოქტომბერი, წინანდლის მამული რადისონ ქოლექშენი

ფესტივალის პროგრამა:

14:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი:

 

  • რუდი ვალენტინო და ბალერას / Rudy Valentino & Baleras -ის კონცერტი (იტალია),

 

  • ქართული ღვინის დეგუსტაცია;

 

  • მაურიციო სიცილიანო და ემანუელა კარლი / Maurizio Siciliano & Emanuela Carli-ის კულინარიული შოუ (იტალია)

 

20:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი:

 

  • სპეციალური პროექტი: “UNITED PIANIST” feat.: დენი გრისეტი / Danny Grissett (აშშ), მიხალ ტოკაი / Michal Tokaj (პოლონეთი), რობერტ ტარენზი/ Robert Tarenzi (იტალია), პაპუნა შარიქაძე /Papuna Sharikadze (საქართვლო).

 

22:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი:

 

  • დიჯეი მაესტრო და სუზან ალტ / DJ Maestro & Susanne Alt (ნიდერლანდები)
ShareShareTweet

Related Posts

Hello Tech გოგოებისთვის
GEO

Hello Tech გოგოებისთვის

February 17, 2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
GEO

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

February 17, 2026
ალტე უნივერსიტეტი Biolab Medical Group-თან პარტნიორობით, იორდანიაში სტუდენტებისთვის კლინიკური პრაქტიკის შესაძლებლობებს აფართოებს
GEO

ალტე უნივერსიტეტი Biolab Medical Group-თან პარტნიორობით, იორდანიაში სტუდენტებისთვის კლინიკური პრაქტიკის შესაძლებლობებს აფართოებს

February 17, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

9 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Figure skating: Metelkina and Berulava capture Georgia’s first-ever Winter Olympic medals in Milan–Cortina

Prosecutors charge three with organizing murder of Nikoloz Kvaratskhelia

Aliyev: Grateful to our Georgian friends for ensuring key transit as goods move from Azerbaijan to Armenia via Georgia

GYLA Chair: Legal action to be launched over alleged harm from substances used in water cannons

Azerbaijan detains critics under broad Social Media ‘Immorality’ Law

Gakharia accuses Georgian Dream of squandering Georgia’s strategic role in South Caucasus

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today