• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

Convobridge — Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი

by Georgia Today
August 18, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
Convobridge — Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი

მილიონობით ადამიანს მსოფლიოში მხედველობისა და სმენის პრობლემა აქვს —  2020 წლის მონაცემებით, 43 მილიონი ადამიანი უსინათლოა, ხოლო 70 მილიონი – სმენის არმქონე. მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში კომუნიკაციის პრობლემა ექმნებათ, საზოგადოებაში ინტეგრაციისას კი არაერთ ბარიერს აწყდებიან. სწორედ ამ საკითხმა უბიძგა გიორგი ზოიძესა და გიორგი ბუკიას, მოეფიქრებინათ აპლიკაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარებოდა. აპლიკაციას, რომელიც ახლა ვითარდება, Convobridge ჰქვია. იდეამ უკვე მიიქცია ყურადღება და გუნდი Social Impact Award-ის ფინალისტი გახდა.

Convobridge მესენჯერ აპლიკაციაა, რომელსაც ხმოვანი კლავიატურა, ტექსტური შეტყობინების გამხმოვანებელი და AI ჟესტიკულაციის მთარგმნელი აქვს. ის ხსნის კომუნიკაციის ბარიერებს და ამარტივებს ინფორმაციის მიღებას, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თუმცა Convobridge მხოლოდ მათთვის არ იქმნება — აპლიკაციის დახმარებით კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ, შექმნან მეტად ინკლუზიური გარემო.

“ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს საზოგადოებაში. უსინათლო და სმენადაქვეითებული ადამიანების დიდ ნაწილს უჭირს სოციალურ გარემოში ინტეგრირება და ჩვენც სწორედ ამ ფაქტმა შეგვაწუხა. ალბათ, არსებობს მათი გამოწვევების კომპონენტები, რომლებსაც ჩვენ კარგად არ ვიცნობთ, თუმცა ამ საკითხის მიმართ თანაგრძნობა გვაქვს და ვფიქრობ, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი”, — ამბობს გიორგი ზოიძე.

Convobridge-ის კონცეფცია Social Impact Award-ის ფარგლებში მუშავდება. გუნდი ამჯერად სამომავლო გეგმებს აყალიბებს და აპლიკაციის ტექნიკური განვითარების სტრატეგიას წერს.

“ჩავთვალეთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა დაგვეხმარებოდა, მარტივად მივსულიყავით რეალურ პროდუქტამდე”, — ამბობენ გუნდში.

Convobridge-ისთვის Social Impact Award-ში მონაწილეობა ერთგვარი ტესტია. როგორც გიორგი ზოიძე აღნიშნავს, პროექტის დახმარებით აკვირდებიან, თუ რამდენად ხედავენ სხვები მათი პროდუქტის არსებობის საჭიროებას.

“ვთვლით, რომ SIA 2022 დაგვეხმარება, უკეთესად ჩამოვაყალიბოთ კონცეფცია და მოვისმინოთ სხვების კრიტიკული აზრი პროდუქტის მიმართ. ასევე, მოგვეცემა საშუალება, რომ გავიცნოთ მენტორები და სხვა გუნდები, შევიძინოთ ახალი კონტაქტები. ასეთი პროექტები სტარტაპერებს საშუალებას აძლევს, განსხვავებული პერსპექტივით შეხედონ საკითხს, რომელზეც მუშაობენ. რაც მთავარია, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს სხვა სოციალურ საწარმოებთან. სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან დაახლოებულები ვიყოთ”, — ამბობს გიორგი ბუკია.

გუნდში აღნიშნავენ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება კვალიფიციური მენტორის ყოლაა.  Convobridge-ს ინკუბაციის პერიოდში მენტორობას ნანუკა გამყრელიძე უწევს. იგი Social Impact Award-ში მეორე წელია, ჩართულია. 

“Convobridge-ის გუნდი ძალიან მოტივირებულია. ისინი ახლა აპლიკაციის პროტოტიპზე მუშაობენ. გააჩნიათ მოკლე და გრძელვადიანი ხედვები და რაც მთავარია, აქვთ უნარ-ჩვევები, გამოცდილება და ცოდნა, რომ იდეა კიდევ უფრო განავითარონ. აღსანიშნავია, რომ ისინი უკვე მუშაობენ პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაზე როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორაციული მიმართულებით”, — ამბობს ნანუკა გამყრელიძე.

მისი თქმით, Convobridge-ის იდეა ინოვაციურია და გუნდი პრობლემის გადაჭრის ახლებურ, განსხვავებულ გზას გვთავაზობს. “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მრავალგვარი ბარიერი ექმნებათ საკუთარი უფლებების რეალიზაციის კუთხით. ერთ-ერთი ასეთი უფლება ღირსეული შრომის უფლებაა, თუმცა ისინი ამ გზაზე, კომუნიკაციის თვალსაზრისით, დიდ ბარიერებს აწყდებიან. მათ პრობლემები ექმნებათ ტექნოლოგიების, საკომუნიკაციო პლატფორმების გამოყენებისას, ამიტომაც Convobridge-ის იდეა ნამდვილად რელევანტური და მნიშვნელოვანია”.

ნანუკა აღნიშნავს, რომ Social Impact Award როგორც Convobridge-ს, ისე სხვა გუნდებს საშუალებას აძლევს, იდეები ჩანასახიდან კარგად ჩამოყალიბებულ, კომერციულად ეფექტიან, გამართული ბიზნესმოდელის მქონე ინიციატივად აქციონ.

რაც შეეხება Convobridge-ს, მათი სურვილია, შექმნან კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი.  “ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა, დავეხმაროთ ორგანიზაციებს სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებასა და ინკლუზიურობის დონის გაზრდაში”, — ამბობენ გუნდში.

Social Impact Award ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროგრამაა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციისთვის. იგი ერთდროულად 20-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება, საქართველოში კი 2017 წლიდან Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით იმართება.

ShareShareTweet

Related Posts

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი
GEO

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი

March 13, 2023
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება
GEO

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება

March 13, 2023
თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო
GEO

თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

March 13, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

5 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

11 months ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

1 year ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

1 year ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

1 year ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

The Duma: Georgia and Russia are on the verge of restoring direct flights

EU Commissioner urges Georgia’s political forces to cooperate on reforms

BILD recommends that readers visit Georgia

NATO Secretary General’s report: Russia’s war against Ukraine significantly affects Georgia

US Department of State: Georgian gov’t took steps to investigate some officials for HR abuses, but impunity remained a problem

Department of State publishes Report on Human Rights Practices, Including Saakashvili’s case

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today