თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
მთავარია გჯეროდეს - შენი მიზნების და მისწრაფებების, თიბისის AI განათლების კურსებზე კი თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად სფეროს, ნულიდან პროფესიულ დონემდე...
მთავარია გჯეროდეს - შენი მიზნების და მისწრაფებების, თიბისის AI განათლების კურსებზე კი თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად სფეროს, ნულიდან პროფესიულ დონემდე...
TBC continues to play an active role in the development of Georgian cinema. Through long-term partnerships and multi-layered support, the...
თიბისი აქტიურად მონაწილეობს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში - მრავალმხრივი მხარდაჭერითა და პარტნიორობით ხელს უწყობს, როგორც მსხვილი კინოფესტივალების, ასევე დამოუკიდებელი კინო-ინიციატივების გაძლიერებასა...
Georgia’s national rugby team, the Borjgalosnebi, begin 2026 with a new head coach and a new campaign in the Rugby...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი წელს ახალი მთავარი მწვრთნელითა და რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებს. ბორჯღალოსნები ტიტულის მეთვრამეტედ დაცვასა და რაგბი...
Simplifying the everyday operations of businesses remains one of TBC’s key priorities. To help entrepreneurs save time when interacting with...
თიბისისთვის ბიზნესების ყოველდღიურობის გამარტივება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იმისთვის, რომ მეწარმეებმა ბანკთან ურთიერთობისას ნაკლები დრო დახარჯონ და ოპერაციები დისტანციურად შეასრულონ, თიბისის...
In business strategy, markets are often described through the concepts of red and blue oceans. Red oceans represent existing, saturated...
ბიზნეს სტრატეგიაში არსებობს წითელი და ლურჯი ოკეანეების ცნება. წითელი ოკეანე უკვე არსებულ, გაჯერებულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც კონკურენცია მაღალია, პოტენციურ მომხმარებელთა წრე კი - დიდწილად უცვლელი. საპირისპიროდ, ლურჯი ოკეანე ახალ სივრცეს მოიაზრებს, სადაც ინოვაციური პროდუქტი კონკურენტულ უპირატესობასა და, შესაბამისად, ახალ მოთხოვნას ქმნის. კომპანიათა აბსოლუტური უმრავლესობა წითელი ოკეანის გარემოში ოპერირებს, ლურჯი ოკეანე კი გაცილებით იშვიათია, თუმცა მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Netflix, IKEA ან სამგზავრო აპლიკაციები, რომელთაც ფუნდამენტურად ახალი პროდუქტი დანერგეს და მანამდე აუთვისებელ ბაზრებზე დამკვიდრდნენ. საინტერესოა, რომ ლურჯი ოკეანის ერთგვარ მაგალითად საქართველოს კომერციული უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე არსებული ინოვაციური პროდუქტიც შეგვიძლია განვიხილოთ. დავიწყოთ იმით, თუ რა იქნებოდა ამ შემთხვევაში წითელი ოკეანის სტრატეგია. ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოში კომერციული (და საცხოვრებელი) უძრავი ქონების ბაზარზე ფასდადება ძირითადად აშშ დოლარშია. შესაბამისად, სტანდარტული მიდგომაც სწორედ გარიგების აშშ დოლარში დადებაა, როგორც ეს დღესდღეობით ხდება. თუმცა არის თუ არა ფუნდამენტური ფასი მართლაც აშშ დოლარში? თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ პასუხი უარყოფითია. აშშ დოლარში გამოხატული ქირის ფასები მკვეთრი მერყეობით ხასიათდება - რაც გაცვლითი კურსის ეფექტით არის განპირობებული - ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ფუნდამენტური ფასი არა მხოლოდ აშშ დოლარში, არამედ ლარშიცაა, შესაძლოა უფრო მეტადაც კი. თუ ასეა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ უძრავი ქონება ლარში უნდა გაქირავდეს? სწორედ აქ ერთვება საქმეში ახალი პროდუქტი. პრაქტიკაში, გარიგების ვალუტასთან დაკავშირებით განსხვავებული პრეფერენცია არსებობს: დამქირავებელს, როგორც წესი, ლარი ურჩევნია, გამქირავებელს კი - აშშ დოლარი. შედეგად, გაცვლითი კურსის ცვლილების პარალელურად, ხშირად აუცილებელი ხდება აშშ დოლარში გამოხატული ქირის ფასი კორექტირება. ამის საპირისპიროდ, ინოვაციური პროდუქტი ფასდადების მოდელს სრულიად ცვლის, მოიაზრებს რა კომერციული უძრავი ქონების გაქირავებას ინფლაციასთან მიბმულ ლარში, რომელში გამოხატული ფასებიც, აშშ დოლარისგან განსხვავებით, ისტორიულად სტაბილურია. ახალი პროდუქტი, ერთი მხრივ, დამქირავებლებს გაცვლითი კურსის ცვლილებისგან აზღვევს და პროგნოზირებადობას ზრდის, ხოლო, მეორე მხრივ, გამქირავებლებს მსყიდველობითი უნარის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, ფასის მრავალჯერადი ცვლილების გარეშე. ამავდროულად, პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა - რაც მას ლურჯი ოკეანის სტრატეგიად აქცევს - ისიცაა, რომ, ამ ყველაფერთან ერთად, ის უფრო მომგებიანიცაა. კონკრეტული მაჩვენებლები საანალიზო პერიოდზეა დამოკიდებული, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, 2005 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, ინფლაციასთან მიბმულ ლარში გაქირავებით მიღებული შემოსავალი, აშშ დოლართან შედარებით, ჯამურად ორჯერ მეტი იქნებოდა. კრიტიკულად განწყობილმა მკითხველმა, შესაძლოა, აღნიშნოს, რომ ინფლაციით ინდექსირებული ქირა ინოვაციას ნაკლებად წარმოადგენს, რადგან იგი, თუნდაც ევროპის მასშტაბით, უკვე ფართოდ გამოიყენება. ეს მართლაც ასეა, თუმცა ადგილობრივ კონტექსტში პროდუქტი ნამდვილად ინოვაციურია, რადგან დანარჩენი ბაზარი საქართველოში სრულად დოლარიზებულია. ამასთან, მართალია საუბარი სრულიად ახალ ბაზარზე არაა, არამედ პრინციპულად ახალ პროდუქტზე, დასკვნა უცვლელია: განსხვავებული სტრატეგია მრავალმხრივ უკეთესი შედეგისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ, რასაკვირველია, ბიზნეს გადაწყვეტილებებზე, ვალუტის გარდა, მრავალი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, თუმცა, მნიშვნელოვანი სარგებლის მიღების პოტენციალიდან გამომდინარე, ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. თუმცა ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. მკითხველისთვის ცნობილია, რომ თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა შემდგომ ნაბიჯებს აერთიანებს: • კორპორატიული ფინანსების შესაბამისი მაჩვენებლების გამოყენებით, თუ რას ნიშნავს სავალუტო რისკისაგან დაზღვევა; • როგორ უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესის ციკლურობა და გაყიდვების ფასისმიერი ელასტიურობა; • ასევე ხარჯები, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთები და ვალუტის კონვერტაციები; • და გაცვლითი კურსების საპროგნოზო მაჩვენებლები. ...
As part of its ongoing efforts to support business development, TBC’s Business Education Program will continue in 2026, offering entrepreneurs...