• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგია: წარმატების მაგალითი საქართველოს კომერციული უძრავი ქონების სექტორში

by Georgia Today
February 3, 2026
in GEO
Reading Time: 19 mins read

ბიზნეს სტრატეგიაში არსებობს წითელი და ლურჯი ოკეანეების ცნება. წითელი ოკეანე უკვე არსებულ, გაჯერებულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც კონკურენცია მაღალია, პოტენციურ მომხმარებელთა წრე კი – დიდწილად უცვლელი. საპირისპიროდ, ლურჯი ოკეანე ახალ სივრცეს მოიაზრებს, სადაც ინოვაციური პროდუქტი კონკურენტულ უპირატესობასა და, შესაბამისად, ახალ მოთხოვნას ქმნის. კომპანიათა აბსოლუტური უმრავლესობა წითელი ოკეანის გარემოში ოპერირებს, ლურჯი ოკეანე კი გაცილებით იშვიათია, თუმცა მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Netflix, IKEA ან სამგზავრო აპლიკაციები, რომელთაც ფუნდამენტურად ახალი პროდუქტი დანერგეს და მანამდე აუთვისებელ ბაზრებზე დამკვიდრდნენ.

 

საინტერესოა, რომ ლურჯი ოკეანის ერთგვარ მაგალითად საქართველოს კომერციული უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე არსებული ინოვაციური პროდუქტიც შეგვიძლია განვიხილოთ. დავიწყოთ იმით, თუ რა იქნებოდა ამ შემთხვევაში წითელი ოკეანის სტრატეგია. ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოში კომერციული (და საცხოვრებელი) უძრავი ქონების ბაზარზე ფასდადება ძირითადად აშშ დოლარშია. შესაბამისად, სტანდარტული მიდგომაც სწორედ გარიგების აშშ დოლარში დადებაა, როგორც ეს დღესდღეობით ხდება.

 

თუმცა არის თუ არა ფუნდამენტური ფასი მართლაც აშშ დოლარში? თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ პასუხი უარყოფითია. აშშ დოლარში გამოხატული ქირის ფასები მკვეთრი მერყეობით ხასიათდება – რაც გაცვლითი კურსის ეფექტით არის განპირობებული – ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ფუნდამენტური ფასი არა მხოლოდ აშშ დოლარში, არამედ ლარშიცაა, შესაძლოა უფრო მეტადაც კი. თუ ასეა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ უძრავი ქონება ლარში უნდა გაქირავდეს? სწორედ აქ ერთვება საქმეში ახალი პროდუქტი.

 

პრაქტიკაში, გარიგების ვალუტასთან დაკავშირებით განსხვავებული პრეფერენცია არსებობს: დამქირავებელს, როგორც წესი, ლარი ურჩევნია, გამქირავებელს კი – აშშ დოლარი. შედეგად, გაცვლითი კურსის ცვლილების პარალელურად, ხშირად აუცილებელი ხდება აშშ დოლარში გამოხატული ქირის ფასი კორექტირება. ამის საპირისპიროდ, ინოვაციური პროდუქტი ფასდადების მოდელს სრულიად ცვლის, მოიაზრებს რა კომერციული უძრავი ქონების გაქირავებას ინფლაციასთან მიბმულ ლარში, რომელში გამოხატული ფასებიც, აშშ დოლარისგან განსხვავებით, ისტორიულად სტაბილურია.

 

ახალი პროდუქტი, ერთი მხრივ, დამქირავებლებს გაცვლითი კურსის ცვლილებისგან აზღვევს და პროგნოზირებადობას ზრდის, ხოლო, მეორე მხრივ, გამქირავებლებს მსყიდველობითი უნარის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, ფასის მრავალჯერადი ცვლილების გარეშე. ამავდროულად, პროდუქტის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა – რაც მას ლურჯი ოკეანის სტრატეგიად აქცევს – ისიცაა, რომ, ამ ყველაფერთან ერთად, ის უფრო მომგებიანიცაა. კონკრეტული მაჩვენებლები საანალიზო პერიოდზეა დამოკიდებული, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, 2005 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, ინფლაციასთან მიბმულ ლარში გაქირავებით მიღებული შემოსავალი, აშშ დოლართან შედარებით, ჯამურად ორჯერ მეტი იქნებოდა.

 

კრიტიკულად განწყობილმა მკითხველმა, შესაძლოა, აღნიშნოს, რომ ინფლაციით ინდექსირებული ქირა ინოვაციას ნაკლებად წარმოადგენს, რადგან იგი, თუნდაც ევროპის მასშტაბით, უკვე ფართოდ გამოიყენება. ეს მართლაც ასეა, თუმცა ადგილობრივ კონტექსტში პროდუქტი ნამდვილად ინოვაციურია, რადგან დანარჩენი ბაზარი საქართველოში სრულად დოლარიზებულია. ამასთან, მართალია საუბარი სრულიად ახალ ბაზარზე არაა, არამედ პრინციპულად ახალ პროდუქტზე, დასკვნა უცვლელია: განსხვავებული სტრატეგია მრავალმხრივ უკეთესი შედეგისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ, რასაკვირველია, ბიზნეს გადაწყვეტილებებზე, ვალუტის გარდა, მრავალი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, თუმცა, მნიშვნელოვანი სარგებლის მიღების პოტენციალიდან გამომდინარე, ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

 

თუმცა ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. მკითხველისთვის ცნობილია, რომ თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა შემდგომ ნაბიჯებს აერთიანებს:

•             კორპორატიული ფინანსების შესაბამისი მაჩვენებლების გამოყენებით, თუ რას ნიშნავს სავალუტო რისკისაგან დაზღვევა;

•             როგორ უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესის ციკლურობა და გაყიდვების ფასისმიერი ელასტიურობა;

•             ასევე ხარჯები, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთები და ვალუტის კონვერტაციები;

•             და გაცვლითი კურსების საპროგნოზო მაჩვენებლები.

 

სწორედ ამ ჩარჩოს თანახმად, კომერციული უძრავი ქონების ლარში გაქირავება ლარში აღებული სესხის ბუნებრივ დამზღვევს წარმოადგენს, მაშინ როდესაც, როგორც ზემოთ ითქვა, აშშ დოლარის შემთხვევაში ეს ასე არაა.

მნიშვნელოვანია ფიქსირებული და ცვალებადი საპროცენტო განაკვეთების საკითხიც. ზოგადად, ცვალებადი განაკვეთები მსესხებლისთვის უფრო რისკიანად ითვლება. თუმცა არის თუ არა ეს ასე მოცემულ შემთხვევაში? ცვალებადი განაკვეთები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზეა მიბმული, რომელიც, როგორც წესი, მაშინ იზრდება, როდესაც ინფლაცია მაღალია. შესაბამისად, ინფლაციით ინდექსირებული ქირის ფასი გაზრდილ საპროცენტო ხარჯებს აკომპენსირებს. ამავდროულად, ინფლაციურ გარემოში, სავარაუდოდ, დამქირავებლის მიერ გაყიდული საქონლის ან/და მომსახურების ფასიც გაიზრდება, რაც მას მსყიდველობით უნარს

Tags: TBC
ShareShareTweet

Related Posts

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
GEO

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

February 3, 2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
GEO

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

February 2, 2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
GEO

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

January 27, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

9 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Amnesty International: Harmful grant law amendments deepen authoritarian practices in Georgia

McCain Institute: GD’s rhetoric explains strained relations with the US

Winter Olympics 2026 set to begin in Italy

Precipitation expected in western Georgia, strong winds, snowfall in mountains, avalanche risk

Irakli Kobakhidze to attend World Government Summit in Dubai

Axios: US tells Iran it is ready for talks and a possible agreement

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today