• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ლარის კურსის გავლენა სავაჭრო ბალანსსა და ეკონომიკის ზრდაზე

by Georgia Today
April 24, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ლარის კურსის გავლენა სავაჭრო ბალანსსა და ეკონომიკის ზრდაზე

ლარის ბოლოდროინდელი გამყარება აჩენს კითხვებს მის ზეგავლენაზე სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე. თიბისი კაპიტალის ადრინდელი შეფასების მიხედვით, ჩანს მხოლოდ სუსტი მტკიცებულება იმისა, რომ გაუფასურებული ლარი ექსპორტის წახალისებისა და იმპორტის ჩანაცვლების ეფექტის დახმარებით, შესაძლოა ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს. მოდელი შექმნილია ისე, რომ გამოავლინოს ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსისა და აშშ დოლართან ნომინალური გაცვლითი კურისის სავაჭრო და ფინანსური ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე. გაანგარიშებები მოიცავს რეალურ მშპ-ს, ლარის ნომინალურ გაცვლით კურსს აშშ დოლართან, ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და ისეთ საკონტროლო ცვლადებს, როგორიცაა სასაქონლო ფასები და საგარეო მოთხოვნა.

შედეგების მიხედვით, ლარის გამყარება დოლართან მიმართებით იწვევს რეალური მშპ-ის ზრდას ძირითადად ფინანსური/შემოსავლის ეფექტის გამო, მაშინ როცა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მატერიალური ზეგავლენა არ იკვეთება. თავისთავად, ეს არ ნიშნავს, რომ შედეგები ანალოგიურია ყველა ინდუტრიისა თუ ბიზნესის დონეზე, საუბარია მხოლოდ ჯამურად, მაკროეკონომიკურ შეფასებაზე. ამასთან, ასევე მნიშვნელოვანია დამატებითი კვლევა მომსახურების სფეროს კუთხით, უპირველესად ტურიზმის სექტორის მხრივ. ისევე, როგორც მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორების ცალკე აღებული ვალუტების მიმართ ზეგავლენის შეფასება და შემოსავლის ეფექტის მხრივ ლარის ევროსთან კურსის განხილვა.

თუმცა, უკვე არსებული შედეგები საქართველოს ეკონომიკის მახასიათებლებიდან გამომდინარე ვალიდური ჩანს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც არ იკვეთება იმის მტკიცებულება, რომ თავის გრძლვადიან ტენდენციასთან შედარებით გამყარებული ლარი, სამომავლოდ წმინდა სავალუტო შემოდინებებს შეამცირებს.

რა შეიძლება ითქვას ამ არგუმენტით ლარის კურსის პროგნოზთან მიმართებით? თავისთავად, ეს ლარის სამომავლო გაუფასურების საწინააღმდეგო არგუმენტია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ავტორების შეფასებები ლარის გრძელვადიანი ტენდენციის გაანგარიშებასა და ასევე ლარის კურსის სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენასთან დაკავშირებით სულ მცირე შესაძლოა განსხვავებული იყოს. ასევე, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს მოლოდინს, რომ ინფლაციის პროგნოზი ლარის კურსისათვის ნეიტრალური ან უფრო ნეგატიურია. ამდენად, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მომდევნო დაახლოებით 12 თვის პერიოდში, ლარის მართალია შედარებით მცირედით, თუმცა მაინც დასუსტება კვლავ საბაზო სცენარია.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

ShareShareTweet

Related Posts

GEO

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

September 26, 2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციების დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა
GEO

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციების დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა

September 26, 2025
დაბა ბედიანში ცოცვის პირველი ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
GEO

დაბა ბედიანში ცოცვის პირველი ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

September 26, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

5 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Doctor and academician Giorgi Chakhunashvili detained in connection with October 4 events

Babiš’s Big Return: Czech Elections Reshape Political Landscape, Georgian Dream Unlikely to Reap any Benefits

Exhibition of Wekua and Djorjadze’s Works from the ATINATI Collection at the ATINATI Cultural Center

13 more people charged in connection with October 4 violence at Presidential Palace

UN Human Rights Council adopts resolution on Georgia’s occupied territories

Israel and Hamas agree to ceasefire under US-brokered peace plan

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today