• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

The Economist: ერთი თვე კიევში: პანაშვიდები ჯარისკაცებისთვის, ბოძებზე გაკვრა – ჯიბის ქურდებისთვის

რონ ჰავივის, ვეტერანი ომის ფოტოგრაფის ნაამბობი The Economist-ის ჟურნალისტ ენნ ჰანნასთვის

by Erekle Poladishvili
April 27, 2022
in Blog, GEO
Reading Time: 2 mins read
The Economist: ერთი თვე კიევში: პანაშვიდები ჯარისკაცებისთვის, ბოძებზე გაკვრა – ჯიბის ქურდებისთვის

უკრაინის მიღმა მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის ომი სტატისტიკად გადაიქცა: 4 მილიონი ლტოლვილი, ათასობით მოკლული, მათ შორის 130 ბავშვი – სახელმწიფო უწყებების მონაცემებით. ამ დანაკარგის გაცნობიერება და გააზრება ერთი ადამიანისთვის ძალიან რთულია. მალე თანაგრძნობის განცდაც განელდება. მე მინახავს ეს ბალკანეთში, ერაყში და ავღანეთში – ეს ადამიანის ბუნებაა. კვირების განმავლობაში მიწებებულნი ვართ ჩვენს ტელეფონებსა და ტელევიზორებს, რათა გავიგოთ მეტი იმ ერთ საკითხზე, შემდეგ კი ის, რაც სასოწარკვეთას გვგვრიდა უბრალოებად იქცევა. ვისღა ახსოვს ალეპოს ბრძოლა ახლა? მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამას ესწრაფის რუსეთი – მას სურს, ყველას ინტერესი განელდეს.

ჩემმა კოლეგა ჟურნალისტებმა უკვე დატოვეს უკრაინა, თუმცა მათი უმრავლესობა არ გამორიცხავს მალევე უკან დაბრუნებას. ვიცი, რომ მოვა დრო, როცა მეც მომიწევს წასვლა, მაგრამ, საბედნიეროდ ჯერ არა. ნამდვილად დამნაშავედ ვიგრძნობ თავს, როცა ჩავჯდები თვითმფრინავში და უკან იმ მძღოლებსა და პროდიუსერებს დავტოვებ, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. მთელი ეს პერიოდი ისინი საფრთხეში იგდებენ თავს, რათა დაგვხმარებოდნენ იმის ჩაწერასა და დაარქივებაში, თუ როგორ იშლება ნაწილებად მათი სამშობლო.

ომის დასაწყისში ისე ჩანდა, რომ მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებდა. საოცარი პროცესია, ფოტოზე აღბეჭდო ჰისპტერთა ბარში მოსაუბრე ადამიანები, რომლებმაც ბნელ ოთახებში გადაინაცვლეს და მოლოტოვის კოქტეილების დამზადება დაიწყეს. ნელ-ნელა საავადმყოფოებში წამლებიც გამოილია. გამოცხადდა კომენდანტის საათიც მტრის ჯაშუშების გამოსავლენად. კიევის მიწისქვეშა სადგურებმა მეორე მსოფლიო ომის ეპოქა გამახსენა: ადამიანები, რომელთა გარშემოც უამრავი ჩანთა ელაგა. ისინი ლეიბებსა და ნაჭრებს შლიდნენ იატაკზე დასაძინებლად. მახსოვს, ერთ-ერთ სადგურში ხალხს მატარებელში ეძინა.

ახლა ვიხსენებ, რომ ომის პირველ დღეებში იქაური გარემო საოცრად სასიამოვნო იყო. „მიწისქვეშა ცხოვრება“ კარგად იმართებოდა: სამატარებლო პლატფორმები ისე იყო დანაწილებული, რომ ყველა ოჯახს თავისი ოჯახური სივრცე ჰქონოდა. იყო სისუფთავე და ცხოველებსაც კი კარგად უვლიდნენ. ადამიანები მაინც ახერხებდნენ სხვადასხვა საქმით დაკავებას. შევხვდი ერთ ახალგაზრდა გოგოს, რომელიც ხელჩანთებს ამზადებდა. ერთ-ერთს კი ეწერა – „Русский военный корабль – иди нахуй”. ეს ის ცნობილი ფრაზაა, რომელიც უკრაინელთათვის ომის მთავარ სიმბოლოდ იქცა. ამავე სადგურზე ვნახე ბავშვები, რომლებიც გაფაციცებით უსმენდნენ ქალბატონს, რომელიც მათ რაღაც საინტერესოს უყვებოდა.

ბევრმა დატოვა დედაქალაქი. მახსოვს, პირველად დიდი ხნის გატარება მომიწია რკინიგზის სადგურზე. ასობით ადამიანი იყო იქ, მეტწილად ქალები და ბავშვები, რომლებსაც თან სამგზავრო ჩანთები და შინაური ცხოველები მიჰყავდათ. მოვასწარი, გადამეღო სურათი ახალგაზრდა დედისთვის, რომელიც ხელს უქნევდა ბაქანზე მდგომ მეუღლეს. როგორც კი მატარებლის კარი დაიკეტა, ქალს თვალები აუცრემლიანდა. მისი მეუღლე კი იდგა და უყურებდა, როგორ ტოვებდა სადგურს მატარებელი. როგორც შემდგომ მითხრა მან, უხაროდა, რომ ცოლსა და შვილს იქ უშვებდა, სადაც ისინი უსაფრთხოდ იქნებოდნენ.

კიევის გარეუბნებში მცხოვრებნი განსაკუთრებით ცდილობდნენ რკინიგზის სადგურამდე მიღწევას. სწორედ მარტის დასაწყისში გადავუღე სურათები ბუჩადან და ირპინიდან მომავალ მოსახლეობას. რუსთა წინსვლის შესაჩერებლად უკრაინელ მებრძოლებს სწორედ იმ ხიდის აფეთქება მოუწიათ, რომელიც ბუჩასა და კიევს აკავშირებდა. ამიტომ ხალხს ხის „ტივებით“ უწევდა მდინარის გადმოლახვა. იმის მიუხედავად, თუ რამდენად რთული, საფრთხის შემცველი და დამღლელი გზა ელოდათ წინ, სიმშვიდეს მაინც საოცრად ინარჩუნებდნენ. მე ვნახე ცალფეხა, პროთეზიანი ადამიანი, რომელმაც აფეთქებულ ხიდზე გადაძვრომა ამჯობინა ხელოვნურად მოწყობილ გადასასვლელზე გავლას. ვცადე, მივხმარებოდი როცა ნაპირზე გადმოვიდა, თუმცა გადმოსვლისთანავე ჩემ წინაშე დაეცა, ცოტა ხანში კი წამოდგა და გააგრძელა გზა. ერთ-ერთი ქალი კი, რომელსაც შევხვდი, იმედს იტოვებდა, რომ მდინარეზე გადაიყვანდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან 91 წლის მამას.

ხიდთან ახლოს დავდიოდი ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, როცა ბოძებზე წებოვანი ლენტებით მიკრულ სამ ადამიანს გადავაწყდი. შარვალები ტერფამდე ჰქონდათ ჩახდილი, პირში კი კარტოფილები ეწყოთ. არც ისე სასიამოვნო სანახავი იყო ჩვენთვის, თუმცა გამვლელებს ეს სულაც არ უკვირდათ. როგორც შემდგომში აგვიხსნეს, ეს ის უკრაინელები იყვნენ, რომლებიც დევნილებსა და ცარიელ სახლებს ძარცვავდნენ.

უნდა შეეჩვიო, რომ ომში უცნაურ რაღაცებს ნახავ. 13 მარტს რუსული რაკეტა კიევში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. საერთაშორისო მედიამ მალე აიტაცა ამბავი და ისე აღმოჩნდა, რომ მთელი ქალაქი იქ შეიკრიბა, მე კი ამაზე მეტად შუშის ნამსხვრევებით გარშემორტყმულმა გალიამ გამაკვირვა, რომელშიც დაბომბვას გადარჩენილი ზაზუნა იჯდა.

სასოწარკვეთილი იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ნანგრევებთან იდგა. ვხედავდი, როგორ აიხედა აფეთქებული კორპუსისკენ და დაიძახა „რატომ, რატომ ხდება ასე? ვერაფერს ვერ ვხვდები!“. დანარჩენებმა კი აიხედეს, ჩამოიხედეს და გაუდგნენ გზას. დაგრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ მათთვის ამ ტრაგედიაში ახალი არაფერი იყო. ის საშინელება, რაც მათ წინაშე ხდებოდა და რასაც შეეძლო ადამიანი გაეგიჟებინა, ყოველდღიურობად იქცა.

თუ სარაკეტო შეტევას კიევში ახორციელებენ, მოხალისეთა ჯგუფი მუდმივად მზადაა, შეტევის ადგილი გაასუფთაოს, რაც მეტწილად მიმოფანტული ნარჩენების, შუშის ნამსხვრევების მოგროვებას გულისხმობს. მე გადავუღე სურათები მოხალისეთა ჯგუფს, რომელიც ასუფთავებდა იერიშის შემდეგ დაზიანებულ სკოლას. ფანჯრების ჩარჩოები და კარები დაზიანებული იყო, იატაკზე დაფენილ ვარდისფერ ხალიჩაზე კი შუშის ნამსხვრევები ეყარა, თუმცა კრამიტის ნატეხებისგან კედელზე აწყობილი კურდღელი არ იყო დაზიანებული. კლასში ზოგიერთი წიგნი ისევ გადაშლილი იყო. ქალები კი ტიროდნენ და ასე ასუფთავებდნენ ირგვლივ მიმოფანტულ ნამსხვრევებს, თუმცა არ გასჭირვებიათ, რამდენიმე საათში ოთახი სრულად გაესუფთავებინათ. ნამდვილად, ძალიან დიდ ენერგიასა და სიძლიერეს მოითხოვს, აკრიფო იმ შენობის ნანგრევები, რომლებსაც საკუთარ სახლად თვლი.

მე კიდევ ერთ მოხალისეს შევხვდი, რომელიც ომამდე მარკეტინგის მენეჯერი იყო. ახლაც ის მენეჯერის პოზიციაზეა, ოღონდ მორგში. მან მითხრა, რომ არავის შეუძლია ორ დღეზე მეტ ხანს გაუძლოს ამ საქმეს, რადგან ეს საქმე უდიდეს ფსიქოლოგიურ გამძლეობას მოითხოვს. ამ მოხალისეს შუადღისას ვესაუბრე, მას კი ჯერ კიდევ დილით 10 გარდაცვლილისთვის გაუწევია შესაბამისი პროცედურა.

მე გადავიღე ბევრი ისეთი კაცი და ქალი, რომლებიც ფრონტის იმ ხაზისკენ მიემართებოდნენ, რომელსაც თამამად შეგვიძლია სიკვდილის ველი ვუწოდოთ. ბევრ მათგანს დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის გამოცდილება ჰქონდა. მხარეში, სადაც ომი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. იყვნენ ისეთებიც, ვისაც სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდათ, თუმცა მათ სახეზე მრავალგვარი ემოცია იხატებოდა: ნერვიულობა, სიმკაცრე, მხიარულება.

ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ერთ-ერთი არმიის ბაზაზე წავედი, სადაც შევხვდი ერთ მედდას – და ელიზაბეტს. ის, გარდა სამედიცინო დახმარების გაწევისა, ჯარისკაცებს კრიალოსნებს აძლევდა და თბილი სიტყვებით ამხნევებდა. მასთან ერთად იყო მღვდელი, მამა თომა, რომელიც ლოცავდა ომში მიმავალ ჯარისკაცებს. მიუხედავად იმისა, რომ დალოცვისას მათი სახეები პირქუშად მოგეჩვენებოდათ, არც ამ დალოცვის წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან ამასაც დახმარებად თვლიდნენ.

მარტის დასაწყისში ერთ-ერთი რიგითის დაკრძალვაზე გახლდით. როგორც შემდგომ გაირკვა, მის დანაყოფს უკრაინელთა ფორმაში გადაცმული რუსები ჩაუსაფრდნენ. ცერემონია არ იყო დიდი, მხოლოდ ჯარისკაცების ნაწილი, გარდაცვლილი რიგითის მეუღლე და რამდენიმე ნათესავი იყო იქ. პროცესია კი სწრაფად წარიმართა, რადგან სასაფლაო, სადაც გარდაცვლილი უნდა დაეკრძალათ, ერთი დღით ადრე დაუბომბავთ რუსებს, ამიტომ ყველა შიშობდა, რომ ზონა შეიძლება ხელახლა დაებომბათ. მგლოვიარეებს გარს საფლავის ქვების ნამსხვრევები ერტყა. როგორც ჩანს, თვით მკვდრებსაც არ შეუძლიათ, გაექცნენ ამ ომს.

25 მარტს, სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდი. ეკონომისტის სამ ჟურნალისტთან ერთად ბნელ კორიდორებში გავლა მომიწია, რათა მივსულიყავი „ომის ოთახში“. ოთახში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გველოდა. გასულ წლებში არაერთ ლიდერს შევხვედრივარ, თუმცა ამდენადვე აღფრთოვანებული მხოლოდ მაშინ ვიყავი, როცა სურათები ნელსონ-მანდელას გადავუღე. ზელენსკის ქარიზმა და ბუნებრიობა მთელ ოთახს ანათებდა. ვგრძნობდი, რამდენად რთული იყო ზელენსკისთვის ამ უმძიმესი პასუხისმგებლობის ზიდვა, თუმცა ბევრი უკრაინელის მსგავსად, ისიც უდრეკად იდგა. ეს შემართება მათ კიდევ დასჭირდებათ.

სტატია თარგმნა ერეკლე ფოლადიშვილმა

The Economist-ის ექსკლუზიური ლიცენზიანტი საქართველოში Georgia Today Group.
მალე!
“The World Ahead 2022” – The Economist-ის ყოველწლიური გამოცემა ქართულად. ინფორმაციისთვის მოგვწერეთ marketing@georgiatoday.ge

ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

June 20, 2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
GEO

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

June 20, 2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
GEO

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

June 20, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

2 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

12 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Zurab Japaridze sentenced to 7 months, banned from public office for 2 years

Trump declares US airstrikes “obliterated” Iran’s key nuclear facilities

EU Delegation urges end to attacks on media and democracy

CoE: Six Georgian journalists facing fines over social media posts

Ukraine Latest: Massive Russian Attack Kills 28, Injures 134 in Kyiv

Georgian NGOs Decry ‘Russian-Style’ Data Demands from Gov’t

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today