28-30 აპრილს უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიება უძრავი ქონების კვირეული იხსნება, სადაც გუმბათი ჰოლდინგი ვაკე რეზიდენსის პროექტში ბინის შეძენით დაინტერესებულ დამთვალიერებლებს სპეციალურ პირობას შესთავაზებს.
“ვაკე რეზიდენსი” წარმოადგენს პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექსს,რომლის მშენებლობა ყიფშიძის ქუჩაზე, ჭავჭავაძიდან სულ რაღაც 100 მეტრში მიმდინარეობს.პროექტი გამორჩეულია თანამედროვე არქიტექტურითა და დიზაინით, რაც პირველ რიგში, კორპუსისთვის დამახასიათებელი არასტანდარტული სარეკრეაციო სივრცით, სართულებს შორის არსებული საერთო მოხმარების 6 მეტრიანი ღია ტერასებითაა გამოხატული. შესაბამისად, კომპლექსის მობინადრეებს საშუალება აქვთ დაისვენონ და განიტვირთონ მჭიდროდ დასახლებულ უბანში, შენობის მე-10, მე-11-ე სართულებზეც კი, სადაც მოეწყობა სავარჯიშო, მოსასვენებელი და გასართობი კუთხეები და სხვა ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა რომ ადამიანმა თავი მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოში იგრძნოს, მჭიდროდ დასახლებული უბნის კორპუსის მაღალ
სართულზეც კი. გარდა სართულებს შორის არსებული ტერასებისა, შენობის ბოლო სართულზე მობინადრეებს საშუალება ექნებათ ჰქონდეთ პირადი მოხმარების ეზო- ტერასები, რაც საერთო ჯამში ქმნის საკუთარ სახლში ცხოვრების განცდას. პროექტი სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნების უმრავლესობას, რაც დღეისთვის აქტუალურია საზოგადოებაში. აღსანიშნავია, რომ ამ მომხმარებლების ძალიან დიდი წილი ,,ვაკე რეზიდენსში“ ბინის შეძენას როგორც მომგებიან ინვესტიციას ისე განიხილავენ, ვინაიდან უძრავ ქონებაზე და განსაკუთრებით კი, მრავალფუნქციურ კომპლექსებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება – მყიდველებმა იციან რომ აქ ბინის შეძენის შემთხვევაში, თუნდაც 1 წლის შემდეგ და მით უფრო, კომპლექსის დასრულებისას, მას გაცილებით მაღალი ღირებულება ექნება.
ამ მომენტისთვის, პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, კომპლექსის გარკვეული ბლოკები უკვე სართულებშორის ტერასების ნიშნულს გაცდა, რაც ნიშნავს რომ სამუშაოები მე-12, მე-13 სართულებზე მიმდინარეობს. მიუხედავად კომპლექსის მასშტაბურობისა, სამშენებლო ნაწილი 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.